მსახიობი ვახო ოქრუაშვილი, მაყურებელმა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” გაიცნო. სერიალში ის ლუნას ქმრის, ნუგოს როლს თამაშობს.
ვახო ოქრუაშვილი აქამდე უმუშევარი იყო, რის გამოც სამი წლის წინ, ტაქსაობა დაიწყო. ამის შესახებ მან გადაცემა “პროფილში” განაცხადა. “სამი წელია რაც ვტაქსაობ და ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო. არსად არ დამიმალია, რომ თავისუფალი დრო მაქვს ტაქსაობისთვის“ – აცხადებს ვახო ოქრუაშვილი.
May 27, 2017 / 3:41 pm
„რუსთავი 2“-მა რეორგანიზაცია გამოაცხადა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ერთ-ერთი მოარული ჭორის თანახმად, რეორგანიზაციის შედეგად, „რუსთავი 2“-ის ეთერში აღარ გავა „პროფილი“. მაია ასათიანის მაღალრეიტინგული თოქშოუ, რომელიც წლებია, ამ არხზე გადის, მაყურებელს სტაბილურად ინარჩუნებს და არასდროს დაუკარგავს პოპულარობა. Fortuna.ge იმის გასარკვევად, დაიხურა თუ არ „პროფილი“, მის პროდიუსერს, ნიკა ხაჩიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვირჩია, რომ ხუთშაბათს დაველოდოთ. ნიკა ხაჩიძე: „შემიძლია […]
ნინი ბადურაშვილის უმცროსი და, ქეთო თოფურიძე „ჩემი ცოლის დაქალებში“, ახალ სეზონში, ერთ-ერთი სერიის ეპიზოდში გამოჩნდა. მის გმირს, ვიკა კალანდიას პერსონაჟი სახეში ნამცხვრებს შეაზელს მას შემდეგ, რაც გაიგონებს რეპლიკას, რომელსაც ის მეგობარს ეუბნება. (ვიდეო)
13 მარტიდან, ყოველ შაბათსა და კვირას, „ფორმულას“ ეთერში ბრუნდება პოპულარული ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. სერიალის მე-17 სეზონის პრომოვიდეო უკვე გავრცელდა. უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე პერსონაჟი ახალი სეზონიდან სერიალს დაუბრუნდება, მათ შორის შოთიკო ნოზაძისა და ზურა ნიჟარაძის გმირებიც, თენგო და მერაბ დარჩია, რომლებიც მაყურებელმა შეიყვარა და ძალიან მოენატრა. როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, „ჩემი ცოლის დაქალებში“ […]
ტელეკომპანია “ფორმულა” “ჩემი ცოლის დაქალების” მე–16 სეზონის ეთერში დაბრუნებას აანონსებს. ეთერში გასვლის თარიღიც უკვე ცნობილია, პოპულარული ტელესერიალი, სამთვიანი პაუზის შემდეგ მაყურებელს 26 ივნისიდან დაუბრუნდება. პაუზის დროს მაყურებელმა რამდენიმე კარანტინისადმი მიძღვნილი სერიაც იხილა. ახლა კი სეზონი სრულყოფილად იქნება გაგრძელებული.
„ჩემი ცოლის დაქალებს“ კიდევ ერთი ახალი პერსონაჟი ჰყავს. მას მოდელი და „მის საქართველო“ ირინა ონაშვილი განასახიერებს. ირინას გმირი ცოტნე ცოტაშვილის ინტერესის ობიექტს თამაშობს. ცოტნეს თავისი უფროსი, ელვირი სწორედ ირინას პერსონაჟს მიუგზავნის, რათა გაიგოს, რამდენად ღირს მისთვის სერიოზული საქმეების ჩაბარება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოპულარულ სერიალში ცნობილი სახე აჰყავთ კონკრეტული როლისთვის. (ვიდეო)