მონატრებულ სალომე ჭაჭუას მაყურებელი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ შეხვდება

0
2121

იმედზე“ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მერვე სეზონი ორშაბათს დაიწყება. მაყურებელმა უკვე იცის, ვინ მიიღებს მონაწილეობას შოუში, მათ შორის არიან დათო გომართელი, თამთა შედანია, ლალი მოროშკინა, მარიკა თხელიძე, ირაკლი კაკაბაძე და სხვანი.

მაყურებლის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი იყო, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას შოუში სალომე ჭაჭუა, რომელიც დიდი ხანია, ეკრანზე არ გვინახავს.

სალომე შოუში ნამდვილად გამოჩნდება. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკითხველს ეკითხება, მათი აზრით, ვინ იქნება ამჯერად სალომეს მეწყვილე.

მოცეკვავე შესანიშნავ ფორმაშია და მაყურებელი მოუთმენლად ელის მის გამოჩენას საცეკვაო პარკეტზე.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here