„მხოლოდ ქართულის“ მორიგი შესარჩევი ტური 29 მაისს თელავში გაიმართება

0
1018

„მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონისთვის „რუსთავი 2“-ი ფართომასშტაბიან შესარჩევ ტურებს ატარებს. 26 მაისს მომღერლების შერჩევა პროექტისთვის თბილისიდან დაიწყო. პოპულარულ კონკურსში მონაწილეობის მსურველები „რუსთავი 2“-ის შენობაში გადიოდნენ კასტინგის პირველ ეტაპს.

29 მაისს, 12:00 საათზე, „რუსთავი 2“-ის გუნდი თელავში გადაინაცვლებს, სადაც შესარჩევ ტურს ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გამართავს (მის: ჭავჭავაძის მოედანი N 5).

„მხოლოდ ქართული“-ს პირველი სეზონის გამარჯვებული გახლავთ სოფო ბათილაშვილი, რომელიც ამჟამად სადებიუტო ალბომზე მუშაობს და სოლოკონცერტისთვის ემზადება, მეორე სეზონის პირველადგილოსანმა, გიორგი კელაპტრიშვილმა კი ახლახან სოფო ნიჟარაძესთან დუეტი ჩაწერა და კლიპიც გადაიღო სიმღერაზე „ძველი ჰანგი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here