„მხოლოდ ქართული“ წლის საუკეთესო ტელეპროექტია

„მხოლოდ ქართული“ წლის საუკეთესო ტელეპროექტია

„ოქროს ტალღის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 26 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. უამრავი ქართველი ვარსკვლავი, 15 ნომინაცია, საინტერესო გამოსვლები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად – უამრავი ეპიზოდი გუშინდელი საღამოდან „ოქროს ტალღის“ ისტორიაში ჩაიწერა.

გამორჩეული იყო ეს დღე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვისაც, არხი მისი ბოლოდროინდელი რეიტინგული პროექტისთვის დაჯილდოვდა – „მხოლოდ ქართული“ მაყურებლის რჩეულიც გახდა და „ოქროს ტალღისაც“.

ჯილდოს ასაღებად სცენაზე საღამოს წამყვანებმა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მოიხმეს. მას პრიზი ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა, ნუნუ დუღაშვილმა გადასცა.

ნიკა გვარამია:

ძალიან მიხარია ეს ჯილდო. ჯერ ერთი, მიხარია ის, რომ „ფორტუნა“ ყოველთვის ჩვენ გვერდითაა და ჩვენ მათ გვერდით, გვაქვს ასეთი ტრადიცია, რომ ვმეგობრობთ და ვერ წარმოგვიდგენია ერთმანეთის გარეშე.

რასაკვირველია, ახალს არაფერს ვიტყვი და ყველასთვის სასიხარულოა ჯილდოს მიღება, მაგრამ ამ პრიზს არა მხოლოდ არხის, არამედ პირად წარმატებადაც აღვიქვამ, რადგან „მხოლოდ ქართული“ ჩემი მოგონილი პროექტია.

დიდი მადლობა, წარმატებებს ვუსურვებ რადიო „ფორტუნას“, კიდევ ბევრი 20 წელი წინ!..

სიახლეები/

|

June 27, 2018 / 5:33 pm

TOP სიახლეები

Oscar & the wolf საქართველოში ჩამოდის

საქართველოს მაქს კოლომბის მიერ დაარსებული ბელგიური ჯგუფი Oscar & the wolf ეწვევა. სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi”-ში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ცნობილი ჯგუფი Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ ჩამოდის. ბელგიური ჯგუფს Oscar &the wolf საზღვრებს გარეთ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. საქართველოში კი მისი რამდენიმე კომპოზიცია განსაკუთრებით პოპულარულია. მათ შორისაა სინგლი სახელწოდებით You’re mine, რომელიც […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„მხოლოდ ქართულის“ მონაწილის, გიორგი ცხადაძის„ავადა ვარ, ავადა“ (ვიდეო)

„მხოლოდ ქართულის“ მონაწილემ, გიორგი ცხადაძემ, ექსკლუზიურად პროექტისთვის „ავადა ვარ, ავადა“-ს ახალი ვერსია შემოგვთავაზა. გიორგი სიმღერას ახალი ინტერპრეტაციით ასრულებს, რომელიც ბენდთან ერთად სპეციალურად „მხოლოდ ქართულისთვის“ მოამზადა. კომენტარებში ცნობილი კომპოზიციის ახალ ვარიანტს აღფრთოვანებით შეხვდნენ. თქვენ რას ფიქრობთ? (ვიდეო)

„ოქროს ტალღა“ და მის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი სოციალურ ქსელებში

„ოქროს ტალღა“ დასრულდა, მაგრამ აჟიოტაჟი მის გარშემო არ წყდება. წლევანდელი წელი ძალიან პოპმეზური, საინტერესო და მუსიკალურად დატვირთული გამოვიდა. დამსწრე საზოგადოებას არ განელებია ის აღფრთოვანება, რაც რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებული წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე „ქუინის“ სიმღერების საუკეთესო შემსრულებლის, მარკ მარტელის პერფორმანსმა გამოიწვია. წლის სიმღერის ტიტული მოიპოვა ანრი ჯოხაძის სიმღერამ„ ცივი ნოემბერი“, რომელიც ნიკა ჩერქეზიშვილის ტექსტზე შეიქმნა. […]

მარკ მარტელი რადიო „ფორტუნაში“ სტუმრობას „ფეისბუქ“-პოსტით გამოეხმაურა

„დღევანდელი ინტერვიუ რადიო „ფორტუნასთან“, – ასეთი წარწერით აქვეყნებს კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი საკუთარი ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე რადიო „ფორტუნას“ სტუდიაში გადაღებულ ფოტოს. ის ამჟამად რადიოჰოლდინგში იმყოფება, სადაც იტნერვიუ მისცა თათა სადრაძეს, აგდაცემაში „არტ FM“. შეგახსენებთ, რომ მარკ მარტელი საქართველოში გუშინ ღამე ჩამოვიდა. დღეს დილას მან მიიღო მონაწილეობა „ოქროს ტალღის“ პრესკონფერენციაში, რომელიც სასტუმრო „ვინდჰემ გრანდში“ გაიმართა. შემდეგ „ბრავო […]

ხუმრობით დაწყებული პროექტი,რომელიც წლევანდელი „ოქროს ტალღის“ ნომინანტია

„ოქროს ტალღა“-ზე წლის დებიუტის ნომინაციაში რადიო „ფორტუნას“, „ავტორადიოს“ და „ფორტუნა პლუსის“ წამყვანების, ნიკა კაციას, გვანცა გადაბაძისა და ნიკო ცალანის მიერ შექმნილი Project O სიმღერით „არ მახსოვს“ ნომინანტების სამეულშია. წამყვანებისთვის ეს დიდი მოულოდნელობა და სიხარული იყო. საახალწლოდ სპონტანტურად შექმნილი სიმღერა, რომელიც თავიდან უბრალო ხუმრობად იყო ჩაფიქრებული, ბევრისთვის აღმოჩნდა მოსაწონი, მათ შორის, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიურისთვისაც. წლის სიმღერის […]

მარკ მარტელი: „სიამოვნებით გავსინჯავ ქართულ სამზარეულოს და დავათვალიერებ ღირსშესანიშნაობებს“

კანადელი შემსრულებელი, რომელიც „ქუინის“ სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა და ფილმის „ბოჰემური რაფსოდია“ მუსიკალურ ნაწილში საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი, საქართველოს სტუმრობს. ის თბილისში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიწვევით, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. „ოქროს ტალღაზე“, რომელიც 11 ივნისს, თბილისისა და ოპერის ბალეტის თეატრში იმართება, „ქუინის“ რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერები შესრულდება მარკ მარტელის მიერ, თუმცა მასთან ერთად სცენაზე გორის ქალთა გუნდი და თბილისის […]

რეკლამა