“მის მკერდის“ გარშემო ისევ სკანდალია: ჟიურის წევრი გოგონების მკერდის საჯაროდ გაზომვას ითხოვს

“მის მკერდის“ გარშემო ისევ სკანდალია: ჟიურის წევრი გოგონების მკერდის საჯაროდ გაზომვას ითხოვს

გუშინ საქართველომ კიდევ ერთი „მის მკერდის“ ტიტულის მფლობელი გოგონა გამოავლინა. კონკურსის გამარჯვებული 31 წლის სოფი ახალაძე გახდა. საუკეთესო მკერდის მქონე გოგონებს 13 კაციანი ჟიური არჩევდა, რომლის წევრებიც ცნობილი ადამიანები იყვნენ. ჟიურის იულია მარგუნოვა ხელმძღვანელობდა. მისმა გადაწყვეტილებამ გიორგი მასხულიას გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც ერთ-ერთ კონკურსანტთან, თამთა ჯობავასთან ერთად სიგელი სახალხოდ დაწვა და გვირგვინი გადააგდო. რა გახდა, მასხულიას გაღიზიანების მიზეზი, ამის შესახებ, ის „მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა.

– გიორგი, რამ გაგაღიზიანათ კონკურსზე?

– გამაღიზიანა ჟიურის გადაწყვეტილებამ, რომელიც არ იყო სამართლიანი. „მის მკერდის“ ტიტული გადაეცა გოგონას, რომელსაც 1.5 ზომა აქვს მკერდი. თამთა ჯობავა, რომლის მკერდის ზომაც არის 4 მეორე ადგილზე გავიდა. ამიტომ მე და თამთამ დავწვით სიგელი, გვირგვინი ძირს დავაგდეთ და დაცვის თანხლებით დავტოვეთ დარბაზი. ამ კონკურსის გამარჯვებული უნდა გახდეს გოგონა, რომელსაც დიდი მკერდი აქვს და არა გრძელი ფეხები, თუმცა გუშინ საპირისპირო მოხდა.

– არ მოგწონთ გრძელფეხება სოფი ახალაძე?

– ძალიან კარგი გოგოა სოფი ახალაძე და მე მასთან, როგორც მოდელთან სიამოვნებით ვითანამშრომლებ, მაგრამ „მის მკერდის“ ტიტული ნამდვილად არ ეკუთვნოდა. აუცილებლად ვაპირებთ ამის გასაჩივრებას, მოვითხოვ საჯაროდ გაიზომოს გოგონების მკერდი და პირობას ვდებ, სოფი ახალაძეს 1.5-ზე მეტი ზომის მკერდი არ ექნება.

– რითი გაზომავთ მკერდს და სად აპირებთ ამის განხორციელებას?

– მკერდს გავზომავთ რომელიმე გადაცემაში. სპეციალური საზომი არსებობს და ამ საზომით გაიზომება გოგონების მკერდი.

„მიუზიკ ბოქსი“ „მის მკერდის“ კონკურსის ორგანიზატორს ნინო ადამაშვილს დაუკავშირდა.

ნინო ადამაშვილი:  კონკურსის ფორმატიდან გამომდინარე, ყველა ქვეყანაში ისეთი გოგო იმარჯვებს, ვისაც დიდი და ლამაზი მკერდი აქვს. ჟიურიმ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, სადაც იჯდა თავად გიორგი მასხულია. სოფი ახალაძე ისეთი ლამაზია, „მის მსოფლიოზეც“ კი გაუშვებ მას. უნაკლო გოგონაა. რაც შეეხება თამთა ჯობავას, ვფიქრობ ის ნორმალურ ადგილზე გავიდა. ყველაზე მეტად გული დამწყდა ნათია მოსულიშვილზე, რომელსაც 5 ზომა მკერდი აქვს და სამეულშიც კი ვერ მოხვდა ეს გოგონა. ალბათ ჩემი ბრალია ჟიურის ასეთი გადაწყვეტილება, რადგან სათითაოდ არ ავუხსენი მათ, აქცენტი მკერდზე გაეკეთებინათ. ამის მიუხედავად, მაინც არ ვაპროტესტებ სოფი ახალაძის გამარჯვებას, რადგან ულამაზესი გოგონაა.

– გიორგი მასხულია მოითხოვს, საჯაროდ გაიზომოს გოგონების მკერდი, თქვენ როგორც ორგანიზატორი თანახმა ხართ ამაზე?

–  მე ვარ კონკურსის ორგანიზატორი და მე გადავწყვეტ რა მოხდება. საერთოდ არაა საჭირო მკერდის ზომების გადასინჯვა. თუ გაჩნდებოდა ეჭვი, რომ რომელიმე კონკურსანტს სილიკონიანი მკერდი აქვს, მაშინ პლასტიკურ ქირურგთან წავიდოდით, მაგრამ ყველა გოგონას ბუნებრივი მკერდი აქვს და ჟიურიმ როგორც ჩათვალა საჭიროდ ის გადაწყვეტილება მიიღო.

– რა პრიზები გადაეცემათ გამარჯვებულებს?

– გამარჯვებულებს გადაეცემათ ერთკვირიანი მოგზაურობა საზღვარგარეთ, ასევე ყველა კონკურსანტს გადაეცა საგზური ბათუმში. „ბი დი სი“ აკადემიამ გამარჯვებულისთვის დააწესა ერთწლიანი ინგლისურის უფასო სწავლება და ლალი მოროშკინას სამთვიანი კურსი პიარში.

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სოფო შევარდნაძე: „კარგად რომ გამოიყურებოდე, შენი თავი ნაკლოვანებებით უნდა გიყვარდეს…“

რუსული ELLE რუსული ბიზნესის გავლენიან ქალებთან ინტერვიუების სერიას სოფო შევარდნაძესთან ინტერვიუთი ხსნის. საუბარი ქართველ ტელწამყვანთან, რომელიც დიდი ხანია, რუსეთში ცხოვრობს და კარიერა სწორედ იქ გაიკეთა, ცნობილი ჟურნალის რუსულმა გამოცემამ „იუთუბზე“ ახლახან ატვირთა. სოფო შევარდნაძემ ჟურნალისტის სხვადასხვა კითხვას უპასუხა, მათ შორის იმას, როგორი ცხოვრების წესს მისდევს. „ჩემი პრინციპები იგივეა, რაც დარწმუნებული ვარ თქვენი, იქიდან გამომდინარე, თუ […]

Let’s show fucking Russian how we can party !!! – Oscar and the wolf-მა ქართველ მსმენელს მიმართა

12 ოქტომბერს ბელგიური ბენდი Oscar and the Wolf საქართველოში Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ იმყოფებოდა. „მოდით დამპალ რუსეთს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია გართობა“ – სწორედ ასე მიმართა ბენდის სოლისტმა მაქს კოლომბიმ ღონისძიებაზე მისულ მელომანებს, რამაც ქართველი მსმენელისგან ოვაციები დაიმსახურა. საათნახევრის განმავლობაში მუსიკოსმა მისი, როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა. ბელგიური ჯგუფს Oscar &the […]

ნათია დუმბაძე და მასტერი მორიგი ახალი დუეტის პრემიერას მასტერის სოლოკონცერტზე გეგმავენ

13 ოქტომბერს, „ოტიუმში“, რეპერი გიორგი პავლიაშვილი, ანუ მასტერი სოლოკონცერტზე გვიწვევს. ის თავის ჰიტებს ბენდის თანხლებით შეასრულებს. საღამოს სტუმარია მისი კოლეგა ნათია დუმბაძე, რომელთან ერთადაც უკვე ჰიტად ქცეულ სიმღერას „არ უყურო დროს“ შეასრულებს. გარდა ამისა, მასტერმა და ნათიამ უკვე მეორე დუეტი ჩაწერეს, რომელსაც პირველად სწორედ ამ საღამოზე შეასრულებენ. მათ სიმღრიდან ამონარიდი ახლახან „ფეისბუქზე“ გააზიარეს (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

“მის-მკერდი 2017-ის” შესარჩევი კონკურსი დაიწყო – რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსანტი

"მის მკერდი 2017"-ის შესარჩევი კასტინგები უკვე დაიწყო. კონკურსის კასტინგზე მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 35 წლამდე ასაკის ყველა მანდილოსანს, ვისი მკერდის ზომაც 4-ზე დიდია. წლევანდელი კონკურსი სოციალურ დატვირთვას ატარებს, ის ანორექსიასთან ბრძოლას მიეძღვნება.

რეკლამა