„მგზავრების“ ახალი კლიპი სიმღერაზე „ვაზი“ გამოვიდა (ვიდეო)

„მგზავრების“ ახალი კლიპი სიმღერაზე „ვაზი“ გამოვიდა (ვიდეო)

„მგზავრების“ ახალი კლიპი უკვე ინტერნეტსივრცეშია. სიმღერაზე „ვაზი“ ვიდეორგოლი უცხოურმა ჯგუფმა გადაიღო.

როგორც გიგი აღნიშნავს: „ამ სიმღერის ფესვები ჩემს ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ვაზი – ეს არის ყურძნის მტევანი. როცა ბაბუაჩემი მასწავლიდა, როგორ უნდა მოვპყრობოდი ყურძენს, სულ მეუბნებოდა – დაიმახსოვრე, ყურძნის ახალი ჯიშის გამოსაყვანად დაახლოებით ათასი წელია საჭირო. ამისი აზრი ისაა, რომ ადამიანები აცნობიერებენ, ამას თავისთვის კი არა, თაობებისთვის აკეთებენ. სიმღერის პირველი სტრიქონი ასეთია – „მე ვარ ვაზი ქართული, წინაპრების დარგული“. ეს სიმღერა ჩემს წინაპრებს მივუძღვენი, ბაბუას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ოჯახები დააფუძნა, ჩვენ კი უბრალოდ, ამ საქმეს ვაგრძელებთ. ყურძნის მტევანი კი სიმბოლურია!..“

შეგახსენებთ, რომ „ვაზი“ არის ერთ-ერთი სიმღერა „მგზავრების“ ახალი ალბომიდან „იასამანი“.ვიდეო

სიახლეები/

|

November 16, 2017 / 12:59 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნინი ქარსელაძე „ქუჩის ბიჭებს“ იცავს – „თქვენი ბოროტი გულებით ებარებოდეთ გრიგოლ ვაშაძეს…“

ნინი ქარსელაძე ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ კრიტიკას ეხმაურება და წერს, რომ მათ 25 წლიან პოპულარობას და მსმენელის მხრიდან სიყვარულს ვერავინ მოერევა. ის კონცერტის კადრებსაც აქვეყნებს ამის დასადასტურებლად. ნინი ქარსელაძე: „ამ სიყვარულს ვერასოდეს, ვერავინ და ვერაფერი მოერევა!!!! გაბოროტებული პოსტების, ადამიანების და ჯგუფების მცდელობა, დააკნინონ 25-წლიანი გამოცდილების ჯგუფი – მხოლოდ ნულის ტოლფასია! ამ სიყვარულს დამსახურება უნდა, ხოლო თქვენი […]

ბერას და ნანუკას ქორწილის ამსახველი ვიდეო – „ამ სიმღერას ვჩუქნი ყველა ახლადდაქორწინებულ წყვილს…“

„ჩემი და ნანუკას ბედნიერი დღე 3 წუთში. ამ სიმღერას ვჩუქნი ყველა ახალდაქორწინებულ წყვილს“ – დაწერა ბერა ივანიშვილმა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ქორწილის ვიდეო, რომელსაც სიმღერა As You Are მისივე შესრულებით ადევს და კლიპად არის ქცეული. შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ახლახან იქორწინეს. მათი ქორწილი რამდენიმე დღე მედიის ყურადღების ცენტრში იყო.

ირაკლი მაქაცარია უკრაინული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალშია (ვიდეო)

ირაკლი მაქაცარია თავის მეწყვილესთან ერთად უკრაინული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალისტია. მან თანამედროვე ქორეოგრაფიული ნომერი ტინა კეროლის ცოცხალი შესრულების ფონზე იცეკვა და ჟიურის აბსოლუტური სიმპათია და უმაღლესი ქულებში, ჯამში 30 ქულა დაიმსახურა. ეს ნახევარფინალური ტიპი იყო, შესაბამისად, ირაკლი და მისი მეწყვილე ფინალში გადავიდნენ.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„მგზავრების“ მესიჯი რუს მსმენელს – „რაც დაკარგული გეგონა, დაიბრუნებ მალე!..“

2018 წლის განმავლობაში ქართულ ჯგუფს „მგზავრები“ არაერთი წარმატებული გამოსვლა ჰქონდა. მათ მოიარეს უმარავი ქალაქი რუსეთსა და უკრაინაში, ასევე გამოვიდნენ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე გერმანიაში, კერძოდ, ბერლინში. მცირე ხნის წინ მათ კონცერტი ჰქონდათ მოსკოვში, სადაც ათასობით მსმენელის წინაშე გააჟღერეს სიმღერა „რაც დაკარგული გვეგონა“, სადაც ასეთი ტექსტია: „გამოდით, გამოდით გარეთ!. რაც დაკარგული გეგონა, დაიბრუნებ მალე!..“ რუსმა მსმენელმა ეს […]

Berlin Music Video Awards-ის ერთ-ერთი ნომინანტი ქართული ჯგუფი „მგზავრებია“

Berlin Music Video Awards-ის ნომინანტთ ნაწილობრივი სია ახლახან გამოქვეყნდა. ერთ-ერთი მათგანი საუკეთესო ვიდეორგოლის ნომინაციაში გახლავთ ქართული ჯგუფი „მგზავრები“. მათ სიმღერაზე სახელწოდებით „Пообещай“, რომელიც ახალ ალბომში „იასამანი“ შევიდა, კლიპი ივან სოსნინმა გადაიღო. Berlin Music Video Awards არის ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც საუკეთესო მუსიკალური ვიდეოების გამოსავლენად იმართება. ის მხარს უჭერს როგორც ცნობილ, ასევე შედარებით ნაკლებად ცნობილ არტისტებს. ფესტივალი […]

გიგი დედალამაზიშვილის მეუღლემ „ევროვიზიის“ გამარჯვებულის ქორწილი გადაიღო

„მგზავრების“ სოლისტის უკრაინელი მეუღლე, მარინ აკარპი ფოტოგრაფია. მას ხშირად აქვს გადაღებები უკრაინაში. იღებს სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის ხშირად არის ქორწილებშიც, თავისი პროფესიით. „ფორტუნასთან“ ინტერვიუში გიგიმ აღნიშნა, რომ მოსწონს მეუღლის პროფესია და ყოველმხრივ უწყობს ხელს, რომ მარინამ მუშაობა შეძლოს. ახლაც ის უკრაინაშია, სადაც გარკვეულ ხანს დაჰყოფს და სხვადასხვა ღონისძიებას გადაიღებს. ახლახან მარინამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც უკრაინელი […]

“შენი სამოსი მაცვია და შენს ბალიშზე მძინავს მხოლოდ“ – მარინა კარპის გულისამაჩუყებელი პოსტი

"ეს ის შემთხვევაა, როცა ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ არ შემიძლია. სიტყვებს ვერ ვპოულობ. არ ვიცი, როგორ დავიწყო და როგორ დავამთავრო. ასე ხდება ხოლმე, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და როცა ყველა ფიქრი შენად არის ქცეული... ამ დღეს, დაიბადა მთავარი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში - გიგი. ჩემი გრძნობის ახსნა შეუძლებელია, ის მესმის მხოლოდ, რომ ერთ დღესაც ეს ადამიანი სამუდამოდ შემიყვარდა.

გიგი დედალამაზიშვილმა თმის გადანერგვა გადაწყვიტა

"მგზავრების" სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა, თმის გადანერგვა გადაწყვიტა. გიგიმ კლინიკა "კანში" გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მან თმის დიაგნოსტიკა ჩაიტარა და თმას უახლოეს მომავალში გადაინერგავს.

რეკლამა