მერაბ სეფაშვილის სოლოკონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია!..

0
1662

მერაბ სეფაშვილი 14 ოქტომბერს სოლოკონცერტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მართავს. ღონისძიება ,,ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში და თბილისის მერიის ხელშეწყობით ტარდება.

მომღერალი კონცერტს მუსიკალური ბენდის თანხლებით გამართავს, ბენდის ხელმძღვანელი: დავით მაზანაშვილ.

ღონისძიების სპეციალური სტუმარი თბილისის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდია, ხელმძღვანელი: გელა ფარჩუკიძე.

შემოქმედების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი, ქართველი მსმენელისთვის კიდევ ერთი თბილი და საინტერესო საღამო იქნება. მომღერლის საკონცერტო რეპერტუარში ყველასათვის კარგად ნაცნობი საყვარელი ჰიტები და ბევრი მუსიკალური სიუპრიზი იქნება.

და რაც მთავარია, კონცერტის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ამის შესახებ ცნობილი 6 ოქტომბერს გახდა, როდესაც მერაბ სეფაშვილის პროდიუსერმა, გია გოგორიშვილმა შესაბამისი ინფორმაცია გაავრცელა. ასე რომ, მერაბ სეფაშვილს, სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს გადაჭედილ დარბაზში მიულოცავენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here