მერაბ სეფაშვილი: „ჩემი მეუღლე გულს არასდროს შეუწუხებია და ცამოწმენდილზე გახდა ცუდად… მის საბოლოო განკურნებას დრო სჭირდება…“

0
1023

მერაბ სეფაშვილისთვის გასული წელი ყოველმხრივ მძიმე იყო. ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ის აღნიშნავს, რომ მისმა მეუღლემ 2020 წელს გულის იშემიური ინსულტი გადაიტანა:

„ყოველმხრივ მძიმე წელი გვქონდა. ნინო ძალიან ყურადღებიანია როგორც ჩვენი, ისე საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ექიმებთან რეგულარულად დადიოდა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებდა. გულს არასდროს შეუწუხებია, არც რაიმე ნიშნები ჰქონია და უცებ, ასე ცამოწმენდილზე გახდა ცუდად.

დიდხანს ვუმკურნალეთ, ღვთისა და ექიმების წყალობით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამგრამ დიდი სიფრთხილე და კიდევ ბევრი დრო სჭირდება, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს“.

მომღერალი ასევე საუბრობს, რომ ბოლო წლის განმავლობაში ფინანსური სირთულეები შეექმნა და ებრაელი მეგობრები უმართავენ ხელს. სრულად ინტერვიუს ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში გაეცნობით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here