მერაბ ამზოევი კლინიკაში გადაიყვანეს – რა მოხდა “იქს ფაქტორის“ რეპეტიციაზე?

0
3530

“იქს ფაქტორის“ მენტორებმა, სოფო ნიჟარაძემ და სტეფანემ, სოციალურ ქსელში პროექტის რეპეტიციაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს და ინსტაგრამის “სთორებში” დაწერეს, რომ “რუსთავი 2-ში” სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. “სთორებში” ჩანდა, რომ სასწრაფოს მანქანაში პროექტის სიმპატიური მონაწილე, ხვიჩა კვარაცხელია იჯდა. რა მოხდა “იქს ფაქტორის“ რეპეტიციაზე, ამის გასარკვევად “მიუზიკ ბოქსი“ ხვიჩა კვარაცხელიას დაუკავშირდა:

– ხვიჩა, რატომ დაგჭირდათ რეპეტიციაზე, სასწრაფოს გამოძახება?

–  ჩემთვის არ გამოგვიძახებია სასწრაფო. რეპეტიციის დროს მერაბ ამზოევმა დაარტყა თავი და “რუსთავი 2-ის” თანამშრომლებმა სასწრაფო გამოიძახეს. საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

– კლინიკაში გადაიყვანეს მერაბი?

– მართალია სასწრაფოს მოსვლის დროს მერაბი უკვე კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ ექიმებმა ის მაინც გადაიყვანეს კლინიკაში, გამოკველევები ჩაუტარდა და სრულიად ჯანმრთელია. ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here