გიორგი პავლიაშვილი, იგივე რეპერი მასტერი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ როგორ დაღალა სოციალურმა ქსელებმა.
„ბოლო დროს ძალიან მღლის სოციალური ქსელი და მიუხედავად უამრავი საქმეებისა, ცოტა ხნით აქ შემოხედვაც კი (განსაკუთრებით „ინსტაგრამზე“) ძალიან მაღიზიანებს. ყველაფერი ბუნებრივი გახდა ხელოვნური და სიტყვა ხელოვნური ვერასდროს იქნება ხელოვნებასთან. უაზროდ ბევრი ფილტრი და ყველგან შიშველი, ერთი და იგივე პოზებით გადაღებული ფოტოები, რაღაც უაზრო გათამაშებები, შეჯიბრებები… ყველაფერზე სთორის გადაღება, რომ არ გამოგვრჩეს ვინ რომელ საჭმელს მივირთმევთ და ვინ რას ვიცმევთ… ყველგან რაღაც ASK ME QUESTION-ები და საკუთარი პირადი ცხოვრების უაზრო აფიშირება…
ეს ყველაფერი ძალიან დიდი და უაზრო, ცრუ სპეკტაკლია და არ ვიცი, როდემდე, მაგრამ ახლა ნამდვილად მინდა, რომ მოვწყდე… ისიც ვიცი, რომ ეს ჩემი პროდუქტის პრომოუტინგისთვის არც თუ სწორი სვლაა, მაგრამ მე მაინც მირჩევნია, რომ ჩემი სულისთვის ვცხოვრობდე და არა რაღაც მატერიალური საგნებისთვის.
მიყვარხართ და ერთს გეტყვით, რომ ნუ დაემსგავსებით სხვებს, იპოვნეთ საკუთარი თავი და სწორად შეარჩიეთ ფასეულობები.
დროებით ინსტა“.
January 14, 2021 / 1:26 pm
ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები ბერა ივანიშვილის მეუღლის, ნანუკა გუდავაძის დაბადების დღიდან. ნანუკას მეუღლემ დიდი სიურპრიზი მოუწყო, ახლობელი ადამიანებისა და მუსიკოსების გარემოცვაში, ტორტითა და მისთვის სპეციალურად მიძღვნილი კომპოზიციით. ნანუკა 24 წლის გახდა. მასთან დაკავშირებული კიდევე რთი ვიდეო ბერამ თავის “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ასეთია მისთვის სიყვარულის ენა. (ვიდეო)
კახა კუხიანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს საკუთარი მანქანის ფოტოს და წერს, რომ ღმერთს უყვარს, რადგან მუხრუჭმა არ დაიჭირა და გადარჩა: „ღმერთს მაგრად ვუყვარვარ! სანაპიროდან გადავუხვიე, რომ საწვავი ჩამესხა, გავაჩერე … ჩავასხი საწვავი და მუხრუჭმა აღარ დაიჭირა, ხალხო, სანაპიროზე… მაგრად გადავრჩი… (სითხემ გაასხა)“. „ცოტა ისე კი ვყვები, – ვიდექი სამზარეულოში, თავში მომხვდა მაცივარი, დამემხო ჭერი… მაგრამ მაგარი […]
მერაბ სეფაშვილი „ტვ პირველზე“ მუსიკალურ პროექტს ამზადებს. ამის შესახებ არხის შუადღის გადაცემაში თავად ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკური გადაცემების გარდა, არხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკალური გადაცემები. მერაბ სეფაშვილი: ზოგადად, ადამიანები ფიქრობენ, რა გემღერება, როცა ასეთი სიტუაციააო, მაგრამ მედალს მეორე მხარე აქვს. პირიქით, უნდა გემღერებოდეს, ეძებდე იმას, რაც გაგართობს და პრობლემებს დაგავიწყებს. ასეა სწორედ ასეთი პროექტები, უამრავია, თუმცა […]
რეპერმა მასტერმა ახალი სიმღერა, სახელწოდებით “დუბაი” ახლახან განთავსა სოციალურ ქსელში. კომპოზიციამ, რომელიც დუბაიშ სხეულით მოვაჭრე ქართველ გოგონებს ეძღვნება, დიდი გამოხმაურება გამოწვია. მსმენელის ნაწილს ის მოეწონა, ნაწილმა კი ტექსტის გამო გააკრიტიკა. (ვიდეო)
რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი ახალ სიმღერას დუბაიში მომუშავე ქართველ გოგონებს უძღვნის, რომლებიც, მისი თქმით, იქ სხეულით ვაჭრობენ. ამის შესახებ მან მცირე ხნის წინ ,,ფორტუნასთან” ინტერვიუში ისაუბრა. ამ ინტერვიუს გამო მასტერს ბევრი კრიტიკა ხვდა წილად. ის ამბობდა: „ბევრი გოგო ვიცით თბილისში, „ინსტაგრამ-ვარსკვლავები“, რომლებიც დუბაიში მუშაობენ სხეულით. ვცდილობ, ამ გოგონებს გავერიდო, თუმცა ვიზუალურად კარგები არიან და შინაგანად გული გწყდება, რატომ… […]
რეპერმა გიორგი პავლიაშვილმა, მასტერმა ინტერვიუ მისცა fortuna.ge-ს და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, როგორი გოგონები არ იქნებიან არასდროს მის გვერდით. ამ ინტერვიუს გამო მასტერი ერთ-ერთ ქალთა ჯგუფში გააკრიტიკეს. მოგვიანებით, რეპერმა ამ თემაზე განმარტება დაწერა: „ჩემი ინტერვიუს გამო, ერთ-ერთ ქალების ჯგუფში გადამიარეს, გამლანძღეს და ა.შ; ეს კომენტარები დამისქრინა ერთ-ერთმა ადამიანმა, რაზეც გადავწყვიტე, […]
საფრანგეთიდან დაბრუნებული მსახიობი, რეპერი კახა აბუაშვილი,იგივე კაბუ ქართულ სცენაზე ბრუნდება. მან ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე წარმატებული კლუბური კონცერტი გამართა, ახლა კი, ქართველი მსმენელის განებივრებას ახალი კომპოზიციებითაც აპირებს. ახლახან პოპულარულ რეპერთან, მასტერთან ერთად ახალი სიმღერა “მახსოვს” ჩაწერა. რეპერებმა ამ კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეორგოლიც წარუდგინეს საზოგადოებას. კლიპი გიორგი ჩეკურიშვილმა გადაიღო. კომპოზიციაში მონაწილეობს ცნობილი პიანისტი, გიგი პიანომენი. (ვიდეო)
მასტერის (გიორგი პავლიაშვილი) ახალი სიმღერის პრემიერა ტრადიციულად „ფორტუნა პლუსის“ ეთერში შედგა. რეპერი ყველა ახალ კომპოზიციას სწორედ Fm 103.5-ის საშუალებით წარუდგენს ხოლმე მსმენელს შესაფასებლად. სიმღერა ასევე გამოჩნდა „იუთუბზეც“. და ის 26 იანვრიდან მოყოლებული უკვე 26 000-ზე მეტმა ადამიანმა მოისმინა. მასტერს ინტერნეტში გამოქვეყნებულ თითოეულ სიმღერას ათასობით მსმენელი ჰყავს. (ვიდეო)