„მან მე ამ პლანეტაზე ყველაზე ბედნიერ ქალად მაქცია“ – ანიტა რაჭველიშვილი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

„მან მე ამ პლანეტაზე ყველაზე ბედნიერ ქალად მაქცია“ – ანიტა რაჭველიშვილი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი მეუღლეს დაბადების დღეს, ემოციური პოსტითა და ერთობლივი ფოტოებით ულოცავს.

„ის ყველაზე საოცარი ადამიანია ამ სამყაროში! მან მე ამ პლანეტაზე ყველაზე ბედნიერ ქალად მაქცია და უბრალოდ მინდა მარად ვუყურო, ვეხუტო, ვეფერო და ვკოცნო! დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ცხოვრებავ! ჩემთვის ცხოვრების ყველაზე შეუფასებელი და საოცარი საჩუქარი ხარ! მიყვარხარ ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე“ – წერს ანიტა რაჭველიშვილი.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

August 7, 2019 / 12:50 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ანიტა რაჭველიშვილი: “ამ მთავრობაში როგორი უნიჭოებიც თავად არიან, ისეთივე ორკესტრები ჰყავთ გვერდში და ისეთივე უნიჭო ხელოვანებს ამღერებენ მათთვის…”

ახლახან “მთავარ არხზე” სტუმრობისას, სადაც ის ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მიიწვიეს, მსოფლიოში აღიარებულმა მეცოსოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა საქართველოს ორკესტრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთადერთ ორკესტრთან თანამშრომლობს და ეს არის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ვინაიდან სხვა დანარჩენ მუსიკოსებს ის უნიჭოებად მიიჩნევს. ანიტა რაჭველიშვილმა აღნიშნა: “საქართველოში არ არსებობს სხვა ორკესტრი, გარდა საქართველოს ეროვნული სიმფონიური […]

ანიტა რაჭველიშვილი ბერლინში კარმენს ცარიელ დარბაზში შეასრულებს

ახლახან ანიტა რაჭველიშვილის ოფიციალურ გევრდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბერლინში დაგეგმილი „კარმენის“ წარმოდგენა მაყურებლის გარეშე ცაივლის, სპექტაკლის ნახვა კი მსურველებს ონლაინ შეეძლებათ. „სამწუხაროდ ბერლინის სახელმწიფო ოპერაში დაგეგმილი „კარმენის“ წარმოდგენები გაუქმდა კორონა ვირუსის გამო, თუმცა მიუხედავად ამისა ხვალ,12 მარტს თბილისის დროით 22:00 საათზე ვიკრიბებით თეატრში და მაყურებლის გარეშე წავრდგებით სცენაზე. გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და მოისმინეთ პირდაპირი ტრანსლაცია“.

ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფი ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად

ქართველი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი განაგრძობს მსოფლიო საოპერო სამყაროს მოხიბვლას. ახლახან მან ცნობილ დირიჟორთან, რიკარდო მუტისთან და ჩიკაგოს სიმფონიურ ოეკსტრთან ერთად მორიგი კონცერტი გამართა და დარბაზში მყოფები მოაჯადოვა თავისი შესრულებით. მას დიდხანს უკრავდნენ ტაშს. ამ გამოსვლის შემდეგ ჩიკაგოს ერთ-ერთმა გამოცემამ დაწერა: „გულის ამაჩუყებელი, სუნთქვის შემკვრელი, ინტენსიური: ანიტა რაჭველიშვილი იყო ყოველივე ეს და ამაზე მეტიც ხუთშაბათ საღამოს პიეტრო […]

ანიტა რაჭველიშვილი „მეტროპოლიტენ ოპერას“ 10 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა

პრესტიჟული გამოცემა operawire.com „მეტროპოლიტენ ოპერას“ 2018-19 წლების სეზონს აჯამებს და გვთავაზობს საუკეთესო პერფორმანსების ჩამონათვალს. მომღერლებს შორის ერთი ქართველია, ცნობილი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, რომელსაც სწორედ ახლა კარიერაში ბრწყინვალე პერიოდი უდგას. როგორც სტატიაში წერია, ანიტა რაჭველიშვილს მეტოპერაში შესანიშნავი სეზონი აქვს ჩატარებული, სამი როლით, რომელთაგან თითოეულში განსხვავებული ვოკალური შესაძლებლობები წარმოაჩინა – „ანიტა რაჭველიშვილმა მთელი თავისი არსენალი გამოიყენა, რომ თითოეული პერსონაჟი […]

ანიტა რაჭველიშვილის გამო მეტროპოლიტენ ოპერამ წინასწარ დამტკიცებული განრიგი შეცვალა!..

მსოფლიოში ცნობილი მეცოსოპრანო, რომელიც ყველა დროის საუკეთესო საოპერო შემსრულებლებს შორის არის დასახელებული, ანიტა რაჭველიშვილი, პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოდის. ახლახან მისი მეტროპოლიტენ ოპერაში გამოსვლა და „აიდა“–ში ამნერსის როლის შესრულება საერთაშორისო მედიამ დიდი აღტაცებით გააშუქა და დაწერა, რომ მან თავისი პერფორმანსით აშკარად გადაფარა შესანიშნავი რუსი სოპრანოს, ანა ნეტრებკოს გამოსვლა, რაც, თავისთავად, საოპერო სამყაროში დიდ […]

რეკლამა