“მახსოვს ხელი რომ დავიჭირე ბავშვის და თვალებში შევხედე, მივხვდი აღარ გადარჩებოდა”

0
3531

მსახიობი ქეთი ხუციშვილი მაყურებელმა სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები” გაიცნო. ლუნას ლაღი პერსონაჟი ხალხმა გამოჩენისთანავე შეიყვარა, როგორც გაირკვა ბედნიერი და მომღიმარი ლუნას უკან, ტრაგიკული ქეთი ხუციშვილი დგას. საკუთარ ცხოვრებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ, ქეთიმ გუშინ “პროფილში” ისაუბრა.

როგორც გაირკვა მას 3 თვის ქალიშვილი დაეღუპა: “ჩემი შვილი ახლა 18 წლის გახდებოდა. 3 თვის იყო, როდესაც გარდაიცვალა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ერთი თვე რეანიმაციაში იწვა, შემდეგ სახლში წამოვედით და ერთ დღესაც ცუდად გახდა. მახსოვს ხელი რომ დავიჭირე ბავშვის და თვალებში შევხედე, მივხვდი აღარ გადარჩებოდა. ის ციტომეგალოვირუსით გარდაიცავალა” – განაცხადა მსახიობმა “პროფილში”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here