მაიკო კაჭკაჭიშვილი წონაში კლების საიდუმლოს ამხელს

0
2479

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი საკუთარ გარეგნობაზე, ბოლო დროს აქტიურად ზრუნავს, შესაბამისად ეს შეუმჩნეველი არავისთვის არის. ცვლილებები მაიკოს გარეგნობაში, არც პრესას დარჩა უყურადღებოდ, “მიუზიკ ბოქსი“ კომპოზიტორს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, რისი წყალობით იკლებს ზედმეტ კილოგრამებს.

– დავით აბულაძის კლინიკაში მივედი, დამინიშნეს სპეციალური კვება და მეექვსე დღეა დიეტაზე ვარ. აკრძალული მაქვს ბურღულეული, ცომეული, ტკბილეული, ცხიმიანი საკვები, ლობიო, ჭარხალი და სტაფილო. არავინ იფიქროს, რომ დიაბეტი მაქვს, უბრალოდ შაქრის და ცხიმის შემცველ პროდუქტს არ მივირთმევ. 7 დღეში 5.500 კილოგრამი დავიკელი.

– რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, როცა ასე აქტიურად დაიწყეთ ზრუნვა საკუთარ გარეგნობაზე?

– დადგა ამის ეტაპი. ადრე სხვანაირი ცხოვრების რეჟიმი მქონდა, სულ ვმუშაობდი, არეული გრაფიკით ვცხოვრობდი. მას შემდეგ რაც საკუთარი სტუდია გავხსენი, შემიძლია ყველაფერი დავგეგმო, ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების სტილით ვცხოვრობ.

– სულ ცოტა ხნის წინ, ყოფილ მეუღლეს ლევან ლაზარიშვილს პოსტი მიუძღვენით სოციალურ ქსელში, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რა მოხდა თქვენს შორის?

– არაფერი არ მომხდარა, მითუმეტეს ცუდი. ახლაც ჩემს გვერდით არის ლევანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here