მაია ასათიანი: „მართლა რომ შვილის მოლოდინში ვყოფილიყავი, აუცილებლად მომეშლებოდა მუცელი…“

0
3694

მაია ასათიანის „პროფილის“ ერთ-ერთი თემა ქორწინების გარეშე გაჩენილი შვილები იყო. მაიამ ისაუბრა იმ ჭორზე, რომელიც ახლახან გავრცელდა, როცა „პროფილის“ მეოცე სეზონის პირველი გადაცემა გავიდა ეთერში. თეთრ კაბაში გამოწყობილი ტელეწამყვანის ხილვის შემდეგ საზოგადოებას გაუჩნდა ეჭვი, რომ მაია ორსულად იყო. ეს ჭორი იმავე გადაცემაში გააქარწყლა თავად ტელესახემ, თუმცა ამ თემას ახალ გადაცემაში მიუბრუნდა და აღნიშნა:

„დაახლოებით ორი კვირის წინ მეც დავდექი მსგავსი პრობლემის წინაშე. პირველი „პროფილის“ შემდეგ, როცა ეთერში მეცვა თეთრი კაბა და წონაში მომატებული მაქვს, თბილისში აგორდა ჭორი, რომ ველოდები ბავშვს.

ჩემი დილა დაიწყო ჟურნალისტების კითხვებზე პასუხით. შემდეგ დამირეკა ყველა ახლობელმა, ყველ ახლობელმა, ყველა მეგობარმა, ყველა თანამშრომელმა. დაახლოებით სამი-ოთხი საათის განმავლობაში ვპასუხობდი ზარებს, მართლა ვარ თუ არა ორსულად და ვისგან ვარ ორსულად.

ერთი წამი წარმოვიდგინე, მართლა შვილის მოლოდინში რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მომეშლებოდა მუცელი, იმხელა ტალღა დამეჯახა უცებ. ნაწილი მისურვებდა ბედნიერებასა და მალე დაოჯახებას, ნაწილი მეუბნებოდა, მერე რა, ოღონდ შენ გააჩინეო, ნაწილი კატეგორიულად ითხოვდა კომენტარს და ბოლოს ამბობდა, ჩვენ მაინც გავიგებთ, ვინ არის მამაო.

მე რომ მართლა შვილის მოლოდინში ვყოფილიყავი, ცხრა თვე ამ რეჟიმს უბრალოდ, ვერ გავუძლებდი. ყველა ჩემს კოლეგას მინდა ვთხოვო, ოდესმე მართლა თუ მოხდა ასეთი ამბავი, ნუ დამამალინებთ. დამინდეთ ცოტა, რომ არ გამოვიდე პირველივე დღეს და საჯაროდ არ ვიყვირო ამ ჩემთვის ძალიან საკრალურ საკითხზე…“ იხ.ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here