ლექს-სენი: “არაფხიზელ მდგომარეობაში სერიოზული ავტოავარია მომივიდა, რის შემდეგადაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა…“

ლექს-სენი: “არაფხიზელ მდგომარეობაში სერიოზული ავტოავარია მომივიდა, რის შემდეგადაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა…“

ლექს-სენი ლელა წურწუმიას გადაცემას სტუმრობდა და მოჰყვა ამბავი, რომელიც არასდროს საჯაროდ არ გაუმხელია და რის შემდეგადაც მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა.

“…იარაღი ვიყიდე, თავში მიქროდა, ასე დავდიოდი… გავიცანი ორი გოგონა, საღამოს ორივე კონცერტზე დავპატიჟე. ჯერ მანქანით გავუარე, თავხედურად დავდიოდი, მერე უცებ ვთქვი, რომ იარაღი დამავიწყდა, წავედი, იარაღი ავიღე, ცოტა ისე რომ გგონია თავი, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ ამ გოგონებს მოეწონო და სხვაზე არაფერზე ფიქრობ. დაცვამ იარაღით შემიშვა კლუბში, სადაც კონცერტი მქონდა. კონცერტმა ჩაიარა მაგრად. გოგონები შოკში იყვნენ, აღფრთოვანებული. მეგობართან ერთად წავიყვანე ეს გოგონები, დავლიეთ, მოვწიეთ, ჩავიდინეთ ყველაფერი უმსგავსობა და ბოლოს საჭესთანაც დავჯექი. სანაპირონდა უნივერსიტეტის ქუჩაზე შევუხვიე სასტიკი სიჩქარით, რიცხვიც კი მახსოვს, ხმამაღლა აწეული მუსიკა მაქვს…

ძალიან დიდი სიჩქარით შევვარდი ერთ-ერთ ქუჩაზე, მანქანა აღარ დამემორჩილა, თან არ ვიყავი ფხიზელი და მომივიდა სერიოზული ავტოავარია. მესმის წივილ-კივილი, ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი, კედელთან გავჩერდი, ოთხი მანქანა დავამტვრიე. სრულ სიჩუმეში უცბად გამოვფხიზლდი. ჩემ თვალწინ გაირბინა ცხოვრების დასასრულმა. მე კი ცოცხალი ვარ, მაგრამ ვიღაცას რამე ხომ არ მოუვიდა? ერთი, რომ ჩემს მანქანაში მსხდომებს ვდარდობ და დავინახე, რომ ოთხი მანქანა კიდევ არის დამტვრეული. ვყვირი, ყველა ცოცხლები ხართ? ყველა რომ გამომეპასუხა, მერე დავიწყე სხვა მანქანებში ცოცხლების ძებნა… საბედნიეროდ, ყველა გადარჩა, მანქანები ისეთი დამტვრეული იყო… მერე ეს ყველაფერი არ უნდა გამოჩენილიყო, წავიდა რეკვა, რომ არსად არ გასულიყო. ყველაფერი, რასაც მიაღწიე, ნულდება და ერთ წამში კარგავ ყველაფერი, რაშიც სისხლი და ოფლი ჩადე წლების განმავლობაში. მაშინ მივხვდი, რომ ასე ემოციებს არ უნდა აჰყვე. მას მერე, ყველას უკვირდა, რატომ ვიკრავდი ღვედს, ნასვამი რატომ არ ვჯდებოდი საჭესთან ან საერთოდ, რატომ აღარ ვეწეოდი… ჩემი ცხოვრება მას შემდეგ რადიკალურად შეიცვალა…”

(ვიდეო)

სიახლეები/

|

November 20, 2020 / 6:03 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

დათო ხუჯაძე: “ჩემს მეუღლეს საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს…”

დათო ხუჯაძემ თათა სადრაძის გადაცემაში “ფორტუნას” ეთერში ისაუბრა დაოჯახების შესახებ. მისი მეუღლე მუსიკოსი ეკა დალაქიშვილი გახლავთ. – დათო, სულ ცოტა ხნის წინ მოიყვანე ცოლი. მოგვიყევი ცოტა რამ მის შესახებ? – ჩემი მეუღლე – ეკა დალაქიშვილი თბილისელია, საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს – საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაასრულა და ლოტბარია, თუმცა არასდროს უმუშავია საკუთარი პროფესიით. ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით, სადაც ადრე მუშაობდა და სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც. – რამდენადაც ვიცი, ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნები გქონდა გოგონების მიმართ? – სინამდვილეში, ყოველთვის […]

ცნობილი ქართველი ქალები, რომლებიც 8 მარტს არიან დაბადებულები

დღეს 8 მარტია, ქალთა დღე. ქალბატონები სიამოვნებით იღებენ მილოცვებს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთისთვის ეს დღე ორმაგად სასიხარულოა, რადგან დაბადების დღეს აღნიშნავს. დღეს ცნობილი ტელეჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას დაბადების დღეა. მას საიუბილეო მრგვალი თარიღი აქვს – 50 წელი შეუსრულდა. ხუმრობით აღნიშნავს, რომ უკვე ნახევარ საუკუნეს მიაღწია. დღევანდელ მილოცვებში მას კიდევ 50 ბედნიერი წლის გალევას უსურვებენ. 8 […]

ნინი შერმადინის საჯარო ბოდიში დედას: „მოეფერეთ დედიკოებს, სანამ ცოცხლები გყავთ…”

მცირე ხნის წინ, მომღერალ ნინი შერმადინს მშობლები გარდაეცვალა. ის ხშირად აქვეყნებს მოგონებებს, რომლებიც დედასა და მამასთან ურთიერთობას უკავშირდება. სარვამარტოდ ნინიმ მშობლებთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა და დაწერა: „ალბათ, ყველას გიუხეშიათ დედასთან, განსაკუთრებით იმ ასაკში ,როცა თავის დამკვიდრებას ვცდილობდით, ან ცდილობთ… მე ბევრჯერ მიუხეშია… “აუ, კაი რა, დეეე, მე ვიცი ჩემის საქმის, დამანებე თავი, ნუ მახსენებ, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

დათო ლიკლიკაძე: „გაოცება ვერ დავფარე, როდესაც ყიფშიძეზე, ლელას შინ მივადექი და თავად აწესრიგებდა ჩემთვის მთელ სახლს…“

დათო ლიკლიკაძე ლელა წურწუმიას გადაცემას სტუმრობდა. მისი დასრულების შემდეგ ჟურნალისტმა, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს და თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა გადაცემის ჩაწერაზე, ლელა წურწუმიასა და მამულიჩას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. თუ რატომ, ამას მის სტატუსში წაიკითხავთ: „დღეს ლელა წურწუმიას დაბადების დღეა. გადაცემის დასრულებისთანავე, რომლის სტუმარი გახლდით უამრავი საჩუქარი, ტორტი, ყვავილი და უბრალოდ, გულწრფელი მილოცვა მიიღო. ეს ამბავი ამ დრომდე […]

ვიდეო: ლელა წურწუმიამ საკუთარ დაბადების დღეზე მაყურებელს ახალი კლიპი აჩუქა

ლელა წურწუმიამ “ციცინათელების” ახალი, შედარებით ტემპიანი ვერსია, რომელზეც სანდრო წურწუმიამ იმუშავა, მასტერინგზე – ალეკო ნერძენიშვილმა, კლიპის სახით შესთავაზა მაყურებელს. დღეს მომღერლის დაბადების დღეა და ახალი ვიდეო სწორედ დაბადების დღის საღამოს უსახსოვრა მაყურებელს. “ციცინათელების” ვიდეო ბათუმში, ლელა წურწუმიას ერთ-ერთ კონცერტზე და მისი მზადებისას რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო. სიმღერაში ლელას მეუღლეს, პროდიუსერ კახა მამულაშვილს თავისი როლი აქვს […]

ფოტო: თაყვანისმცემელმა ლელა წურწუმიას პორტრეტი სხეულზე დაიხატა

სოციალურ ქსელში ლელა წურწუმიას შემოქმედების თაყვანისმცემელმა, ვასკა სანიკიძემ ახალი ტატუ გამოფინა. მას ხელზე ლელა წურწუმიას პორტრეტი აქვს დატანილი. როგორც თავად წერს, მომღერლის ფოტოს ტატუდ გაკეთება მისი ოცნება იყო, რომელიც აიხდინა: „ლელას პორტრეტი. ოცნება ახდენილია. პირველი ოცნების ტატუ…“ ეს ფოტოები სოციალურ ქსელში მომღერლის პროდიუსერმა, კახა მამულაშვილმაც გააზიარა. (ფოტოები)

ვიდეო: როგორ მღერის ლელა წურწუმიას შვილი

ლელა წურწუმია ოფიციალურ “ფეისბუქ“-გვერდზე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ მღერის მისი ქალიშვილი, მარიკო დეიდაშვილთან, კაკისთან ერთად. ვიდეოს უამრავი თბილი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მსმენელმა გოგონას ხმა და შესრულება შეაქო. (ვიდეო)

2021 წლის დასაწყისში ლელა წურწუმიას ორი ახალი კლიპი გამოვა

კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვრცელი სტატუსი, სადაც განვლილი 2020 წელი და შემოქმედებითი სიახლეები შეაჯამა და დაწერა: „2020  წლის შეჯამება და 2021 გეგმები ყველაზე მთავარი➡ დავიწყეთ გადაცემა მხოლოდ ლელასთან მთავარ არხზე❤ გავიდა 12 გადაცემა და რომელი იყო გამორჩეული 1. გულწრფელი ისტორია: სტუმარი-თათია სულუაშვილი. 1 000 000. 2. ლელას მონოლოგებიდან: ბავშვობის ისტორია-620 000 ნახვა 3. სასაცილო […]

რეკლამა