ლელა კილაძის გათხოვების ამბავი არ დადასტურდა

0
220

გიგი უგულავას მეუღლე, ლელა კილაძე, ჯერ კიდევ მეორე ნახევრის პოლიტიკაში და თანამდებობაზე ყოფნის დროს ხვდებოდა ყურადღების ცენტრში. პირველ რიგში, იმ ჭორებით, რომლებიც მასზე ვრცელდებოდა. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ თბილისის მაშინდელი მერი ცოლს გაშორდებოდა და ლელა კილაძეზე დაქორწინდებოდა, ვრცელდებოდა ხმები მათი რომანის შესახებ. საბოლოოდ, ეს ჭორები დადასტურდა. წყვილის ფოტოები, სადაც გიგი უგულავა საყვარელი ქალის დაბადების დღეზე ვარდებით მივიდა, მათი სიყვარულის პირველი ოფიციალური დადასტურება გახლდათ.

გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ლელა კილაძის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. მათ შორის ის, რომ წყვილის ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა და კილაძე უგულავასთან დაშორებას აპირებდა. მცირე ხნის წინ თბილისში იმაზეც ჭორაობდნენ, რომ ის გუკა რჩეულიშვილთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. იმავე პერიოდში ამბობდნენ იმასაც, რომ გუკას ოჯახი დაენგრა პოპულარულ მსახიობ ნუცა კუხიანიძესთან და ლელა კილაძე შეუყვარდა. არც ეს ინფორმაცია დადასტურდა.

ბოლო ჭორი კი ისევ ლელა კილაძის გათხოვებას ეხებოდა, რის შესახებაც ლადო სადღობელაშვილმა შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა: უახლესი ნიუსი გინდათ? )))) უგულავა დაამშვიდეთ ციხეში !!! გადაეცით, მეუღლე სანდო თბილ ხელებში ჰყავს! – ლელა კილაძე, უგულავას ცოლი თხოვდება )))).

იხილეთ სრულად >>>