ლარის კურსი და ცნობილები: „ვინმე კეთილი ბიძა თუ მოვა და ყველას სესხს დაგვიფარავს, ესეც ზღაპრის კარგი სცენარია…“

ლარის კურსი და ცნობილები: „ვინმე კეთილი ბიძა თუ მოვა და ყველას სესხს დაგვიფარავს, ესეც ზღაპრის კარგი სცენარია…“

ლარის კურსის ცვლილებას არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ შოუბიზნესის სახეებიც ეხმარებიან. სოციალურ ქსელში დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ლარის კურსის დრამატული ცვლილებაა.

ნანიკო ხაზარაძემ ამ თემაზე პატარა გამოკითხვის მოწყობა გადაწყვიტა:

„გამოდით, ვისაც სესხი დოლარში გაქვთ“.

მის ამ სტატუსს უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ინგა გრიგოლია, ეკო ფანგანი, ნოდიკო ტატიშვილი, კახა კუხიანიძე. ყველა მათგანი წერს, რომ სესხი ეროვნულ ვალუტაში აქვს.

ნანიკო ხაზარაძემ ამ თემაზე კომენტარი fortuna.ge-სთან უფრო ვრცლად გააკეთა:

„კატასტროფა ხდება. სტატუსი ასე დავწერე, ვის გაქვთ სესხი დოლარში-მეთქი, რადგან მათთვის ცხოვრება ძალიან გაჭირდება და ეს მსუბუქად ნათქვამია.

მე მაქვს სესხი დოლარში. თავიდან ვფიქრობდი, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა იმ ადამიანებს, ვისაც სესხი გვაქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს არ აისახება მხოლოდ მათზე, ვისაც სესხი აქვს, ეს ყველას შეეხება, რადგან ველოდები პროდუქტების გაძვირებას. ვისაც სესხი ლარში აქვს, მისთვისაც რთული იქნება, რადგან ალბათ რეფინანსირება მოუწევთ…

გამოსავალი რა შეიძლება იყოს?

გამოსავალი არ ვიცი, რა შეიძლება, იყოს. ფანტასტიკის სფეროა, რომ ბანკებმა უცებ გვითხრან, ვისაც სესხი გაქვთ აღებული, იმ კურსით დაგითვლით, რაც ადრე იყოო, მაგალითად 1.78-ით. ამას ხუმრობით უფრო ვამბობ, რადგან ეს სპილბერგის ახალი ფილმის სცენარი უფროა. სხვა გამოსავალი არ ვიცი. ვინმე კეთილი ბიძა თუ მოვა და ყველას სესხს დაგვიფარავს, ესეც ზღაპრის კარგი სცენარია…

მოკლედ, კარგი მეზღაპრე ყოფილხარ…

იმიტომ ვარ მეტ-ნაკლებად კარგ ხასიათზე (იღიმის).

შენ თუ ისარგებლე პანდემიის დროს სესხის დაპაუზების რამდენიმეთვიანი პროგრამით?

არ მისარგებლია. მე არ შემიწყვეტია სამსახური და შესაბამისად, ანაზღაურება მერიცხებოდა. უკან როგორ მომიბრუნდებოდა, არ ვიცოდი, ამიტომ მივხვდი, რომ ამისი გაკეთება არ ღირდა. ზოგმა დაიჯერა, რომ ბანკი არის ძალიან კეთილი და ამ ყველაფერს უბრალოდ, ისე გვიპაუზებდა. ბევრთან ამ თემაზე კამათი მომდიოდა. ვერ დავაჯერე, რომ დაპაუზების შემდეგ ზედმეტი ფული დაერიცხებოდათ. ბევრმა არ დაიჯერა, მაგრამ ახლა წუწუნებენ. სამსახური რომ არ მქონოდა, მეც მომიწევდა დაპაუზებაის გამოყენება…

ნოდიკო ტატიშვილმა სოციალურ ამონარიდი გამოაქვეყნა, რომელიც ლარის კურსს ასახავს და დაწერა: „რამე გვეშველება?“

ნოდიკომ ასევე ჩვენთან ისაუბრა შექმნილი მდგომარეობის შესახებ და გვითხრა:

„ეს პანდემია ხომ ყველას ურტყამს, რადგან ფაქტობრივად, ყველაფერი გაჩერებულია. ხალხი რჩება სამსახურის გარეშე, ზოგს ხელფასი საერთოდ არ აქვს და ზოგს უნახევრდება. ეს ზოგადი პრობლემაა, თუმცა მომღერლებს განსაკუთრებულად „გვირტყამს“, რადგან ჩვენიე რთადერთი შემოსავალია კონცერტები, საიდანაც ვარსებობთ და ვწერთ ახალ სიმღერებს,, ვიღებთ კლიპებს. ჩვენი პროფესიის ადამიანებს განსაკუთრებულად უჭირთ.

ჩემს თავზე ვისაუბრებ, რადგან სესხი მაქვს ევროში აღებული გამომდინარე იქიდან, რომ ბინა ვიყიდე. ექვსი თვე გადავავადე სესხის გადახდა, ახლა ოქტომბრიდან უნდა განვაახლო გადახდა. ვერ ვხვდები, სად არის ჩვენი საშველი, წარმოდგენაც არ მაქვს. ჩემს კონკრეტულ შემთხვევაზე გესაუბრებით, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ თითოეულ ჩვენს მოქალაქეებზე, რადგან ჩვენს ქვეყანაში 80%-ს ალბათ სესხი აქვს აღებული. რითი უნდა გადავიხადოთ და რითი ვიარსებოთ, ჩვენ, მომღერლებს თუ კონცერტები არ გვექნა, რა უნდა ვქნათ, არ ვიცი. ნეგატიურად განწყობილი ცხოვრებისადმი არ ვარ, მაგრამ მართლა ევრ ვხვდები, რა გვეშველება.

ძალიან გამიხარდება, თუ ვისაც ეს ხელეწიფება და ვისი დასარეგულირებელიც არის, ცოტა ხალხს და მოსახლეობას მოგვაქცევს ყურადღებას, ძალიან მალე საქართელოში სრული სიღატაკე დაიწყება. ისედაც ძალიან უჭირს ხალხს. ძალიან მწყდება გული და გული მიკვდება. იქნებ, ვინმე მოგვეხმაროს და ვინმემ მოიცალოს და ყურადღება მიაქციოს ადამიანებს.

კახა კუხიანიძემ თავისი აღშფოთება ასევე „ფეისბუქზე“ გამოხატა და დაწერა, რომ გამოსავალს მხოლოდ თირკმლის გაყიდვაში ხედავს.

კახა კუხიანიძე:

საკმაოდ დიდი სესხი მაქვს დოლარში და არც ერთი დღე არ ჩამირიცხავს დაგვიანებით, ბანკი ბევრ რამეში მეხმარება, რომ რაღაც გავაკეთო და წინ წავიდეს ჩემი ცხოვრება, მაგრამ შვიდი თვე რომ არ მუშაობ, საშეღავათო პერიოდი მორჩა და გვიწევს სესხის გადახდა… როცა ადამიანები ვემსახურებით საბავშვო სფეროს, ხელოვნებას და ორივე საქმიანობა არის გაჩერებული, როგორ უნდა გადავიხადოთ დოლარში თანხა, თანაც, როცა კატასტროფული სხვაობაა იმასთან მიმართებაში, როცა სესხი გამოვიტანეთ?!. ეს იყო სამი წლის წინ. მაშინ დოლარი 2.30-ზე იყო.

ბანკი გვთავაზობს ასეთ გამოსავალს, რაც ჩემი აზრით, ადამიანების შეცდომაში შეყვანაა – რესტრუქტურიზაციას. არსებული სესხი გადაკეთდება ახალ სესხად. რაც მე ვიხადე სამი-ოთხი წელი პროცენტებში თანხა, გამოდის, რომ ეს პროცენტები ჰაერში ვყარე. ახალი სესხი უნდა გაკეთდეს და ეს პროცენტები თავიდან უნდა გადავყარო რამდენიმე წელი, რომ ძირს რაღაც მოაკლდეს. ეს ცუდი შეთავაზებაა და კეთილი ინებონ სახელმწიფომ და ბანკმა და შეიმუშაონ გეგმა, რომ ადამიანები წელში არ გადაწყდნენ. მე შეიძლება მოვახერხო და ისტორია არ გავიფუჭო, მაგრამ ასე არ შეიძლება. ადამიანებს ძალიან უჭირთ და ფონი ზოგადად ძალიან ცუდია.

ნინო მურღულია

(ფოტოები)

სიახლეები/

|

September 25, 2020 / 5:09 pm

TOP სიახლეები

„ჩემი ცოლის დაქალები“ ისევ ბარბარიკას გარეშე დარჩა

„ჩემი ცოლის დაქალები“ მალე მე-17 სეზონს გახსნის. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ერთ-ერთი პერსონაჟის, ბარბარიკას ხაზი არ განვითარდება. თაკო კორინთელი, რომელიც მის როლს ასრულებდა, სერიალიდან წავიდა. მიზეზი კი „პოსტივიზე“ ტელეწამყვანის ამპლუაშ გამოჩენა გახდა. როგორც თაკო კორინთელი ჟურნალ „გზასთან“ აღნიშნავს: „სერიალის გუნდი საქმის კურსია. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიყვარს ისინი და დიდ პატივს ვცემ. მათ ყოველთვის საქმის კურსში ვაყენებდი. […]

ვიდეო: მატილდა გვარლიანი გრძელი ფეხებით საოცარ ტრიუკს აკეთებს

მოდელი მატილდა გვარლიანი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ და ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, სოციალურ ქსელშიც აქტიურია. მან “ინსტაგრამზე” ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ საოცარ ტრიუკს აკეთებს ის თავისი გრძელი ფეხებით. (ვიდეო)

ფოტო: როგორ გამოიყურება შორენა ბეგაშვილის დედა

შორენა ბეგაშვილი ამჟამად ბარსელონაში იმყოფება და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორი ბედნიერია მსახიობი ამ დასვენების დღეებით. ფოტო: შორენა ბეგაშვილი ესპანეთში ისვენებს მის “ფეისბუქზე” 3 მარტს, დედის დღეს კიდევ ერთი ფოტო გამოჩნდა. შორენამ დედას ბარსელონადან გაუზავნა ყვავილების თაიგული და სოცქსელში მისი ფოტო გამოაქვეყნა. შორენამ დაგვიანებული მილოცვა ასე დაწერა: „ამასობაში დედაჩემისთვის მილოცვა დამავიწყდა. კიდევ კარგი, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნოდიკო ტატიშვილი: „ბოლო სიყვარულის დროს ვერ გავიგე, ვუყვარდი თუ უბრალოდ მისი მეგობარი ვიყავი…“

ნოდიკო ტატიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ თავისი პირადი ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ბოლო სასიყვარულო ისტორია გაუგებრობა იყო. „ერთ-ერთი ბოლო ისტორია იყო გაუგებრობა. უბრალოდ, ვერ გავიგე, ადამიანს რა უნდოდა ჩემგან – ვუყვარდი, უბრალოდ მეგობარი ვიყავი თუ სხვა რამ. ყოფილა ისეთი მოკლევადიანი ურთიერთობა, როცა პირველივე უთანხმოებაზე და კამათზე დავშლილვართ. წლების შემდეგ მე და ჩემი შეყვარებული […]

როგორ დაეხმარა ნანიკო ხაზარაძე მეუღლეს ალკოჰოლდამოკიდებულების დაძლევაში

ლევან მათითაშვილმა ახლახან გამოსცა წიგნი ალკოჰოლდამოკიდებულებასა და მისგან თავის დაღწევის გზებზე. წიგნის სახელწოდებაა „მე დამოკიდებული ვარ“. როგროც ლევანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი მეუღლის, ნანიკო ხაზარაძის როლი მის გამოჯანმრთელებაში დიდია. ლევან მათითაშვილი: „ამას პრობლემას ვერ დავარქმევდი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპია, მე მადლიერი ვარ ჩემი განვლილი ცხოვრების, ყველა ნაბიჯი გამოცდილებაა. რაც შეეხება ნანიკოს, ოჯახი არის ერთობა, […]

კახა კუხიანიძე: „სანაპიროზე მუხრუჭმა არ დამიჭირა… მაგრად გადავრჩი…“

კახა კუხიანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს საკუთარი მანქანის ფოტოს და წერს, რომ ღმერთს უყვარს, რადგან მუხრუჭმა არ დაიჭირა და გადარჩა: „ღმერთს მაგრად ვუყვარვარ! სანაპიროდან გადავუხვიე, რომ საწვავი  ჩამესხა, გავაჩერე … ჩავასხი საწვავი და მუხრუჭმა აღარ დაიჭირა, ხალხო, სანაპიროზე… მაგრად გადავრჩი… (სითხემ გაასხა)“. „ცოტა ისე კი ვყვები, – ვიდექი სამზარეულოში, თავში მომხვდა მაცივარი, დამემხო ჭერი… მაგრამ მაგარი […]

ვიდეო: ნოდიკო ტატიშვილის ახალი კლიპი “სიყვარულის გემი”

ნოდიკო ტატიშვილის ახალი ვიდეორგოლი სიმღერაზე “სიყვარულის გემი” უკვე გამოსულია. მომღერალმა ის გუშინ გვიან სოციალურ ქსელში გააზიარა. მუსიკა და ლექსი: დავით ევგენიძე მუსიკალური პროდიუსინგი: ალეკო ბერძენიშვილი ხმის ჩამწერი სტუდია: Bravo Records ცოცხალი ინსტრუმენტალი/ ბენდი: The Five რეჟისორი/მონტაჟი: ნესტან სინჯიკაშვილი დამდგმელი ოპერატორი: ლევან ლეკიაშვილი დრონი: დავით თევზაძე მსახიობი: ელენე ეპიტაშვილი პროექტის პროდიუსერი: ნოდიკო ტატიშვილი (ვიდეო)

ვიდეო: ნოდიკო ტატიშვილის ახალი კლიპის ანონსი გავრცელდა

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ახალი სიმღერის ვიდეორგოლზე მუშაობს. კომპოზიცია დავით ევგენიძეს ეკუთვნის, მელოდიაც და ტექსტიც. კლიპის გადასაღებად ნოდიკომ დიდი ხნის მეგობარს, რეჟისორ ნესტან სინჯიკაშვილს მიმართა. კლიპში მონაწილეობეს მოდელი ელენე ეპიტაშვილი. გადაღებებიდან ვიდეო და ფოტომასალა ნოდიკომ “დორტუნას” გაუზიარა. გთავაზობთ ანონსს და ახალ ფოტოებს გადასაღები მოედნიდან. (ფოტოები/ვიდეო)

რეკლამა