კრისტი: „ურთიერთობები მქონია ფლირტის დონეზე, მაგრამ ახლა ეგეც აღარ მაინტერესებს…“

0
570

კრისტი ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ პრიადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ უკვე დიდი ხანია, მარტოა. ის პასუხობს კითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია ქალის ბედნიერებისთვის, რომ მის გვერდით მამაკაცი იყოს…

კრისტი:

„მე საკმაოდ დიდი ხანია, მარტოხელა ვარ. ურთიერთობები მქონია, მაგრამ ფლირტის დონეზე. ბოლოს დავანებე თავი, ეგეც აღარ მაინტერესებს. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მარტო ვარ, მაგრამ ბედნიერი. ოჯახი და მეორე ნახევარი კარგია, მაგრამ ამას ვერ დაგეგმავ. ვერ იტყვი, ხვალ ქმარი ან შეყვარებული მეყოლებაო. ყველაფერს ბედისწერა განსაზღვრავს. შეიძლება, ახლა ასე ვლაპარაკობ და ხვალ გავიცნო ადამიანი, რომელთან ერთადაც ოჯახის შექმნაზეც ვიფიქრებ, თუმცა გარეთ იშვიათად გამოვდივარ და სახლში როგორ უნდა გავიცნო ბინმეს, არ ვიცი.

ვფიქრობ, რომ ასეთ პირადულ საკითხებზე ხმამაღლა არ უნდა ულაპარაკო და თუ რამე მოხდება, არ მომინდება, რომ გავაჟღერო…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here