კოსტა კარანაძე პრობლემებზე ალაპარაკდა – რის გამო დასცინიან მთვრალი კაცები

0
1891

„მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი მონაწილე, კოსტა კარანაძე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც იმ პრობლემებზე წერს, დიდი ხნის განმავლობაში რომ აწუხებდა. მომღერალი აღნიშნავს, რომ ბევრი რთული პერიოდი გამოუვლია, მათ შორის, დაცინვაც…

გთავაზობთ მის სტატუსს:

„შეიძლება, ადამიანს ჰგონია, რომ მე ძალიან მარტივად ვცხოვრობ, სულ ბედნიერი ვარ… ან სულაც არაფერი მაღელვებს. ზოგს ალბათ, ჰგონია, რომ თავშიც მაქვს ავარდნილი ან რაიმე მსგავსი თუნცა უსაფუძლოდ ჰგონიათ…❤

მე დავიბადე… შემდეგ გავიზარდე, სადაც რეალური სულით მუსიკოსი მე ვარ მხოლოდ სახლში, არასდროს „უბრალოდ“ არ ვმღეროდი სუფრებზე, თუ თავს ვერ ვგრძნობდი კარგად… არ შემეძლო ტრულაილას ფული რად უნდა ან მსგავსი სიმღერებით გიტარა მეტრიალებინა თავზე, როდესაც სულში ქაოსი იყო, როდესაც ქვეყანაში გაჭირვება, როცა მე გული მქონდა ნატკენი რაღაც პირადულის გამო… ❤ უბრალოდ, არ შემიძლო ძალათ თავის და შემდეგ ხალხის მოტყუება, თუმცა ეს ძალიან მარტივია…

მე ძალიან უბედური მომენტები მქონია ცხოვრებაში, ვიდექი სიკვდილის წინაშე, როდესაც მეოთხე სართულიდან გადმოვვარდი პატარაობისას, როდესაც უამრავი ტკივილი გადავიტანე, როდესაც ჩემი უსაყვარლესი ბაბუა კონსტანტინე კარანაძე დავკარგე და მეორე დღეს დილით ეროვნულების გამოცდაზე გავედი და მაინც მოვხვდი თეატრალურ უნივერსიტეტში! ვიცოდი, რომ გაეხარდებოდა…

მე მინდა ვთქვა, რომ ყველგან პრობლემებს ვაწყდები, ყველგანაა ბოროტი და კეთილი თუმცა სამწუხაროდ, მიგრძნია მთვრალი კაცებისგან დამცინავი დამოკიდებულება მხოლოდ იმიტომ, რომ გრძელი თმა მქონდა, ბუნებრივი თმა და ფერიც…

სტიქაროსანი და ეკლესიასთან ახლოს მყოფი ადამიანი სულიერი სიძლიერისკენ სწრაფვის გზაზე დამცინეს და ქართველმა ერმა, თითქმის მთელმა საქართველომ ტყვია მესროლა 21 წლის ბიჭს საყურის გამო, თმის გამო, სხვანაირი რომ ვარ, იმის გამო, იმის გამო, რომ მიყვარს ფეხსაცმელების მოხატვა… რატო არ უნდა მოვხატო, მთხოვს ორგანიზმი, კრეატივი მთლიანად რომ ეს მხოლოდ შავი არ უნდა იყოს, თუ შეიძლება მისი გალამაზება, გაპოზიტიურება და გაჩემნაირება… ამის გამო… იმის გამო, რომ შარვალი მხოლოდ მუხლებზე გახეულია და ბოლომდე მთლიანი არაა… იმის გამო, რომ გამხდარი ვარ და შინაგანი სიმშვიდე…

სულ ვიცოდი, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი მის ხატად და თავად ის არის, ვისაც ბევრნაირი მსგავსებით უნდა მივუახლოვდეთ…

ქრისტეს არ ჰქონდა გრძელი თმა? მე მეშინია ამას რომ ვამბობ, მაგრამ ზოგი ისეთი აგრესიულია, რომ შეიძლება დღევანდელობაშიც გაეკრათ ჯვარს მხოლოდ გრძელი თმის გამო…

ნუთუ არ შემიძლია, ბუნებრივად გაზრდილი თმა, პატარა წვერი, მოხატული ფეხსაცმელები მეცვას და არ ვიყო ბოროტი, არ ვიყო დაგეშილი, არ ვიყო ამპარტავანი, ქედმაღალი ან შურიანი…

ჩემგან შორს არის ეს თვისებები და საერთოდ არ ვარ კაი ტიპი, რადგანაც შორსაა. უბრალოდ, ისაა ცუდი ტიპი, ვინც ასეთია… მე ჩემს სინდისთან მართალი ვარ და ვგრძნობ თავს ესეთად და ბედნიერი ვარ, რომ ვერ ვიცვლები… მე არ ვარ მომღერალი… მე მინდა მუსიკოსობა! ვცდილობ… ვწერ მუსიკას…

ქართულ ენაზე, უცხოურ ენაზე და ქართული სიმღერა ქალაქურ თუ ფანოღურ სიმღერას არ გულისხმობს. შეიძლება, იყოს ქართული, ძალიან ქართული, ჯაზიც ბლუზიც, როკიც, ფიუჟენიც, ყველაფერი. ყველა ფერი, ზოგი წითელია, ზოგი რუხი, ზოგიც ცისფერი და ეს ცის ფერი არის ულამაზესი ფერი, უბრალოდ, ზოგი გეის ეძახის ცისფერს, იმიტო რო გულით რუსია და გაკუბოის თარგმნის…

მე არა მგონია, ვინც მიცნობს, კაცურობის ან ვაჟკაცურობის დეფიციტი დამაბრალოს, სამწუხაროდ, დიახაც! სამწუხაროდ, ეს ზედმეტიც მაქვს… და ამის გამო ან სულ ვჩხუბობდი ან თავს ვიჩაგრავდი, რადგან კაცი ვარ და ჯობს, უკან დავდგე, სხვა წინ გავუშვა…

მრცხვენია, ამაზე რომ ვსაუბრობ, უბრალოდ, ადამიანი ფრჩხილებს რომ დამინახავს 3 თითზე მხოლოდ, ისიც მარჯვენა ხელზე, უნდა მიხვდეს, რომ გეი კი არ ვარ, არამედ ვარ კაცი, რომელიც ინსტრუმენტალისტია და გიტარაზე უკრავს, ამიტომაც არ აქვს სხვა თითებსა თუ ხელზე…

მინდა, ბოდიში მოვუხადო ხალხს, ვისშიც აგრესია გამოვიწვიე ისე, რომ არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ, იმით, რომ ვარსებობ…

და მადლობა გადავუხადო იმათ, ვინც გაიგო ის, რომ გრძელთმიანი, საყურიანი, ფეხებშეღებილ,ი ტატუიანი, არასტანდარტულად ჩაცმული კონსტანტინე კოსტა კოტე კოტიკო უყვარს იმიტომ კი არა, რომ ასეთი რამეები დამართნია, არამედ იმიტომ, რომ ასეთია და ხალხი უყვარს ❤ იუმ2 იც უყვარს, ფეხბურთიც, პინკპონგიც, კალათბურთიც, დაკვრაც, სიმღერაც, საკუთარი აზრის და შინაგანი სამყაროს მუსიკით გადმოცემაც და თქვენ რომ კონკურენტებს ეძახით, ისინიც იმიტომ, რომ მეგობრები არიან!

სამწუხაროდ, მე ძალიან ქართველი ვარ ზედმეტად, აი, იმმმმეეენნნაა ქართველი ვარ, მეტირება ჯანსუღ კახიძის სიმღერებზეც, ჩვენი გოგის, ზაურ ბოლქვაძის, ანუ „ქართული ხმების“ და იმ გაჭირვებაზეც, რაც ქვეყანაშია, ფსიქო-ფიზიკურ მორალურ-ტრანსცენდენტულ მხარეშია! ❤ სამწუხაროდ, ქართველი ვარ იმიტომ არა, რომ მე ეს ყველაზე მეტად არ მეამაყება, ან იმიტომ არა, რომ პოლონეთში 3 თვე ქართული კულტურის რეპრეზენტატორი ვიყავი და მთელი პროექტები თუ პრეზენტაციები ვაკეთე, არა იმიტომ, რომ ბელგიაში წელს მაქსიმალურად ვეცადე, რომ ქართველი და საქართველო როგორიც არის, ისეთად წარმომეჩინა, არა უკეთ ან კარგად, რად უნდა კარგად წარმოჩენა, ზუსტად ისე რომ წარმოაჩინო, როგორიცაა, ესააა შესაყვარებელი❤ მე არავისთვის არაფერი მითხოვია, არც არავინ მყოლია, ჯარები და უდიდესი სანაცნობო ან ვინმე სადმე, უბრალოდ, ხალხმა მომცა ხმა იმიტომ, რომ ალბათ იფიქრა, რომ ასე უნდა ექნა, მე დაძალება კი არა, არც კი ვიცნობ 200 კაცს ერთად…

ჩვენ ვინც ყველაზე ცოტას ვლაპარაკობთ ქართველობაზე და უღრმეს ღიპებზე, ვინც არ ვაწყობთ შანდლებს, ვინც აგრესიულები არ ვართ და ვინც მტერს თავზე გადაახევს ყველაფერს, ან ვინც საბჭოთა კავშირს კი არ მივტირით და საყვარელ ადამიანებს ვღალატობთ, არამედ ვართ ნამდვილი ქართველები და პატრიოტები! ეს არაა თავის ქება, იმიტომ რომ ბუნებრივი და ჩვეულია წესით….

მე რაც გადავიტანე ხალხისგან, თავიც რომ მომეკლა, ვერავინ გამამტყუნებდა❤ მაგრამ 100 მაგად დიდი სიყვარულიც ვიგრძენი!

მტკივა გული, რომ ხალხი რაღაც ელემენტარულის გამო ახალგაზრდას ისე გასწირავს, თვალიც არ დაუხამხამდება, დაწერს ისეთ რამეს, რაც “მოკლავს ახალგაზრდის გულს”, გადატრიალდება და დაიძინებს, შეიძლება ეკიდოს, რაც დაწერა…

მადლობა პროექტს, მადლობა 10 ეულს, ანუ ოჯახს!

ჩემს ოჯახს, ICU, პროექტში შიგნით ყველას! მუსიკოსებს,ჟიურის და ყველას ვინც მიგულშემატკივრა ან არ… ან საერთოდ არ ვაღელვებ…❤

უბრალოდ, ზოგჯერ მარტოდ მიგრძნია თავი და მიფიქრია, რას ვაშავებ ასეთს, ასეთი ზიზღიც რომ გამოვიწვიე ადრე პროექტის პერიოდში…

ბოდიში, თუ რამე დავაშავე❤

P. S მხოლოდ ქართული დაიწყო და უსასწაულესო მონაწილეებით!

წარმატებები!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here