კომპოზიტორ დავით მალაზონიას, რომელსაც სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა, ფინანსური დახმარება სჭირდება

კომპოზიტორ დავით მალაზონიას, რომელსაც სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა, ფინანსური დახმარება სჭირდება

ანსამბლ „ირიაოს“ მუსიკალურ ხელმძღვანელს, ცნობილ კომპოზიტორს, დავით მალაზონიას ნოემბრის დასაწყისში პეკინზე სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე გახლდათ, როდესაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს. კომპოზიტორს სახესა და ორივე ფეხზე ოპერაციები ჩაუტარდა და დიდი ხნის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ. მცირე ხნის წინ ის გამოწერეს, თუმცა დავით მალაზონია იმავე საღამოს ცუდად გახდა და ამჟამად „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფება. მას ნევროლოგიური ხასიათის პრობლემები აწუხებსდა  ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

თბილისის მერიამ 10 000 ლარით დააფინანსა კომპოზიტორის მკურნალობა, თუმცა რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ 20 000 ლარია გადასარიცხი, ხოლო „ნიუ ჰოსპიტალის“ ხარჯები ჯერჯერობით უცნობია.

ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროდან ელოდება დაფინანსებასთან დაკავშირებულ პასუხს, თუმცა სოციალურ ქსელში დათოს მეგობრები უკვე ავრცელებენ ანგარიშს, სადაც მსურველებს შეუძლიათ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მუსიკოსის დახმარება.

მუსიკალური საზოგადოება, ჯგუფი „ირიაოს“ წევრებთან ერთად აქტიურობას აპირებს და უახლოეს მომავალში დავით მალაზონიას ოჯახის დასახმარებლად კონცერტებს გამართავენ.

სიახლეები/

|

December 3, 2018 / 5:26 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ვიდეო: ლელა წურწუმია გადაცემის წინ პინგ-პონგს თამაშობს

ასე გაჰყავს დრო გადაცემის დაწყების წინ ლელა წურწუმიას. ვიდეო მისი გადაცემის “მხოლოდ ლელასთან” სოქსელის ანგარიშზე გამოქვეყნდა. როგორც ლელა ვიდეოში ამბობს, მაგიდის ჩოგბურთს პირველად თამაშობს. (ვიდეო)

მატილდა გვარლიანი Fendi-ს სათვალის რეკლამაში გადაიღეს

პოპულარული ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი კიდევ ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ბრენდის რეკლამაში გამოჩნდა. ის Fendi-ს სათვალის რეკლამაში გადაიღეს. ფოტოები უკვე გამოქვეყნდა. Fendi-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, სილვია ვენტურინი ფენდია, ხოლო ფოტოგრაფი: ივან ფაბინგი. (ფოტოები)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

დავით მალაზონიას გამოჯანმრთელების შემდეგ „ირიაო“ სცენას უბრუნდება

ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ მუსიკალური ხელმძღვანელი, ცნობილი კომპოზიტორი, დავით მალაზონია გასული წლის ნოემბერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა, რის შედეგადაც მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, რომელსაც ხანგრძლივად მკურნალობდა. სანამ კომპოზიტორი გამოჯანმრთელდებოდა, მისი ანსამბლის წევრებმა კონცერტებზე უარი თქვეს. ახლა კი დავით მალაზონია ჯგუფსა და სცენას უბრუნდება. „ირიაოს“ პირველი გამოსვლა „უღრან ტყეში“ ექნება, ეს არის საკონცერტო ლოკაცია, რომელიც […]

რეკლამა