ხოაკინ კორტესი ჯულიანა ბარ-გნარის ცეკვით აღფრთოვანდა

ხოაკინ კორტესი ჯულიანა ბარ-გნარის ცეკვით აღფრთოვანდა

ფლამენკოს ცნობილი შემსრულებელი, ხოაკინ კორტესი ქართული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი გახლავთ. კორტესი ყველა გადაცემაში მონაწილეობს. ის საკმაო სიმკაცრით გამოირჩევა და ქულებსა და კომპლიმენტებს ადვილად არ არიგებს, თუმცა გუშინდელ გადაცემაში განსაკუთრებულად ჯულიანა ბარ-გნარის შესრულება გამოჰყო.

ჯულიანა ფეხბურთელ დავით თარგამაძის პარტნიორია. მათ პასოდობლე შეასრულეს და ნომერი ეფექტურად დაასრულეს.

ხოაკინ კორტესმა საკუთარი შეფასება სწორედ ჯულიანას ქებით დაიწყო და აღნიშნა: „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჯულიანა არაჩვეულებრივი მოცეკვავეა“, რასაც დარბაზის მხრიდან დიდი ოვაციები მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ჯულიანა ბარ-გნარი „ცეკვავენნ ვარსკვლავების“ თითქმის ყველა სეზონის მონაწილე გახლავთ.

ფოტო: „ცეკვავენ ვარსკვლავების“ „ფეისბუქ“-გვერდი 

 

სიახლეები/

|

December 10, 2019 / 1:25 pm

TOP სიახლეები

დღეს „მხოლოდ ქართულში“ ლელა წურწუმიასა და სტეფანეს სიმღერები შესრულდება

დღეს, 27 იანვარს, „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალური ტური გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ხუთი მონაწილე დარჩა დღევანდელ ტურში – თამთა ხუხუნაიშვილი, ანა ქურთუბაძე, გიორგი ძოწენიძე, ლუკა ჭოხონელიძე და ნინი შონია. კონკურსი „მთავარი არხის“ ეთერში, ტრადიციისამებტ, საღამოს ათ საათზე დაიწყება. ხუთივე მონაწილე დღეს ორ სიმღერას შეასრულებს, ერთს ლელა წურწუმიას, მეორეს კი სტეფანეს რეპერტუარიდან. შესაბამისად, ერთი ნომრიდან შეგიძლიათ თქვენს […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი საერთაშორისო კონკურსის სამეულში შევიდნენ

საქართველოს პირველი წყვილი სპორტულ ცეკვებში ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი საერთაშორისო კონკურსის სამეულში გავიდნენ, მათ მესამე პოზიცია დაიკავეს და გახდნენ კონკურსის პრიზიორები. ოთო ფოლადაშვილმა ამ თემაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც თავის მეწყვილეს მადლობა გადაუხადა. „კიდევ ერთი წარმატება მსოფლიო ასპარეზზე. პოლონეთში გაიმართა საერთაშორისო შეჯიბრი WDSF international open latin Zabrze 2018 , სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიოს საუკეთესო წყვილები. 51 […]

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი 91 წყვილიდან ათ საუკეთესოში დაასახელეს

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი ჩელიაბინსკში მსოფლიო სპორტული ცეკვების ფედერაციის მიერ ჩატარებულ მორიგ ტურნირში მონაწილეობდნენ, რომელიც ლათინურ ცეკვებში იმართებოდა. ქართველი წყვილი შესანიშნავად გამოვიდა და 90 წყვილიდან ათეულში მოხვდა. ჯულიანამ და ოთომ მერვე პოზიციაზე დაასრულეს ტურნირი. შეგახსენებთ, რომ ოთო და ჯულიანა საქართველოს პირველი წყვილია. მათ ერთობლივი სტუდია აქვთ, სადაც მსურველებს ამეცადინებენ და სპორტულ ცეკვებს ასწავლიან.

რეკლამა