ხატია სიჭინავა: „ბანკში კრედიტი გვაქვს და გადახდა უფრო და უფრო გვიჭირს…“

0
713

ხატია სიჭინავა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის ოჯახს სხვებივით გაუჭირდა და სალონიც დაკეტა, რითაც შემოსავლის წყარო შეუწყდა.

„სალონი აღარ მაქვს. იმაზე ადრე დავკეტე, ვიდრე პანდემია დაიწყებოდა. პატარა კაფეს გახსნას ვაპირებდი, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ პანდემიამ ჩემზეც იმოქმედა და ყველანაირი შემოსავლის წყარო დამიკეტა. რაც დაგვრჩა, ოჯახს ვარჩენთ, მხოლოდ ვჭამთ და სხვას ვერაფერს ვაკეთებთ, ვერც ვინმეს ვეხმარებით. ყველაფერი დაკეტილია და რამე თუ დარჩა ღია, იმასაც კეტავენ, ახლის გაკეთებაზე ხომ საუბარიც არაა.

ბანკში კრედიტი გვაქვს და გადახდა უფრო და უფრო გვიჭირს. არ მივეკუთვნები ფენას, რომელსაც არაფერი აწუხებს. როგორც ყველა, ისეა ჩემი ოჯახიც, ნელ-ნელა ქვევით მივდივართ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here