ხატია შამუგია დამალულ სიყვარულზე ალაპარაკდა – ვინ არის მისი რჩეული

0
2697

ხატია შამუგიამ ჟურნალ „სარკესთან“ თავისი დამალული სიყვარულის შესახებ ისაუბრა. მას გურამ ლომიძესთან განქორწინების შემდეგ არასდროს უთქვამს ხმამაღლა, რომ შეყვარებულია, თუმცა ამჯერად მან გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის მოეყოლა სასიყვარულო ამბავი და აღნიშნა, რომ ის და მისი რჩეული  ერთ უბანში ცხოვრობდნენ და ნაცნობები იყვნენ, თუმცა მაშინ მათ შორის არაფერი ყოფილა, მათი გზები კი 20 წლის შემდეგ გადაიკვეთა.

როგორია ეს სიყვარული?

ხატია:

ძალიან ლამაზი. სიყვარული დიდ ძალას მაძლევს. ამ დროს უფრო ბრჭყვიალა ხარ. ერთი ჰოროსკოპი გვაქვს, ორივე ლომი ვართ და ხასიათითაც ვგავართ. ევროპაში ხანგრძლივმა ცხოვრებამ, ბუნებრივია, მის მენტალიტეტზეც საუკეთესოდ იმოქმედა. ის ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომიდგენია, რომ მამაკაცი უნდა იყოს.

სულ ვამბობდი, ძალიან „გრუზინ“ მამაკაცს ვერ შევეგუები-მეთქი, ამაში სწორედ მენტალიტეტს ვგულისხმობდი. საბედნიეროდ, შევხვდი ქართველ მამაკაცს, რომელსაც აქვს ევროპული აზრონება და ხასიათით მაინც ქართველია.

ძალიან კარგია, როდესაც იპოვი მამაკაცს ქართული ვაჟკაცური ხასიათით და ევროპული გემოვნებით. მგონია, რომ ეს ადამიანი ზუსტად ჩემთვის დაიბადა. ის ირლანდიაში ცხოვრობს და ეს მანძილიც ხშირად ალამაზებს ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ მაინც სულ არის მონატრება“.

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მომავალი საყვარელ მამაკაცთან ერთად, ხატია დასძენს: „არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მშვიდ და ბედნიერ მომავალს ვგეგმავთ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here