ხატია ბუნიათიშვილის თბილისურ კონცერტზე დასასწრები ბილეთები რამდენიმე საათში გაიყიდა

0
1182

ბრწყინვალე ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი 15 სექტემბერს, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს, რომელიც ჯანსურ კახიძის სახელობის ცენტრში ჩატარდება. ღონისძიება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, “შემოდგომის თბილისი” ფარგლებში გაიმართება.

კონცერტის მიმართ მელომანები უდიდეს ინტერესს ამჟთავნებენ. აღსანიშნავია, რომ ბილეთები სრულად გაიყიდა მათი საიტზე განთავსებიდან რამდენიმე საათში. სოციალურ ქსელში მაყურებელი მეორე კონცერტის დამატებას ითხოვს.

თავად ხატიას ოფიციალურ გვერდზე კი გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ბილეთები ამ დღისთვის სრულად არის რეალიზებული. გამოთქვამს თუ არა სურვილს ხატია, რომ მეორე კონცერტიც დაამატოს, ჯერჯერობით უცნობია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here