ხატია ბუნიათიშვილის თბილისურ კონცერტზე დასასწრები ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდება

ხატია ბუნიათიშვილის თბილისურ კონცერტზე დასასწრები ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდება

28 სექტემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და  27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ მასპინძლობს მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავს, პიანისტს – რომელთან შეხვედრასაც ყოველთვის განსაკუთრებულად ელის ქართველი მსმენელი – ხატია ბუნიათიშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი თქვენს წინაშე 28 სექტემბერს წარდგებიან!

დირიჟორი ვახტანგ კახიძე.

პროგრამაშია: პ.ჩაიკოვსკი – საფორტეპიანო კონცერტი N1 და  ი.სტრავინსკი – სუიტა ბალეტიდან “პეტრუშკა”

აღსანიშნავია, რო ბილეთები გასაყიდად დღეს დაიდო biletebi.ge-ზე, სადაც ისინი ელვის სისწრაფით გაუჩინარდა, ხოლო ჯანსუღ კახიძის ცენტრის სალაროსთან რიგია.

ხატია ბუნიათიშვილის კონცერტზე დასწრების მსურველთა რიცხი, რასაკვირველია, საგრძნობლად დიდია, შესაბამისად, ბილეთებზე ასეთი მოთხოვნა გასაკვირი არ გახლავთ, მით უმეტეს, რომ წინა წელს კონცერტზე ზუსტად ასეთივე მოთხოვნა იყო.

ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორი- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

პარტნიორები: რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”, რესტორანი “თბილისური მუხამბაზი” და სასტუმრო “სითი ავენიუ”.

სიახლეები/

|

September 5, 2019 / 2:08 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ვიდეო: გიგა კუხიანიძის ახალი ნამუშევარი – ელენე არაჩაშვილის „მინდა გული გაგიყო“

პროდიუსერმა და კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ ახალი ნამუშევარი შემოგვთავაზა. საპროდიუსერო კომპანია Gigaproduction-მა მომღერალ ელენე არაჩაშვილის ახალ სიმღერასა და ვიდეორგოლზე იმუშავა. კლიპის პრემიერა „იმედის“ ეთერში შედგა და მისი ნახვის შესაძლებლობა უკვე „იუთუბზეც“ გაქვთ. ელენე არაჩაშვილი 2010 წლის „საბავშვო ევროვიზიის“ მონაწილეა (ჯგუფი: funkids) და ამ კონკურსზე მეორე ადგილის მფლობელი გახლავთ, ახლა კი გადაწყვიტა, სოლოკარიერა განავითაროს და პირველი სიმღერაც […]

ვიდეო: ნუკრი კაპანაძეს „იმერეთის“ შესრულების შემდეგ დარბაზი ფეხზე წამოუდგა

„მხოლოდ ქართულზე“ მორიგი ტური ერთ-ერთ ყველაზე ტკბილ ქართველ კომპოზიტორს, რუსუდან სებისკვერაძესა და მის შემოქმედებას მიეძღვნა. ქალბატონი მაცაცოს რეპერტუარიდან, ძირითადად, პატრიოტული სიმღერები შეირჩა, ხოლო რეპეტიციებს, „მხოლოდ ქართულის“ ვოკალისტების გუნდთან და მუსიკალურ პროდიუსერ მარინა ბერიძესთან ერთად, თავად კომპოზიტორიც ესწრებოდა. ის, რასაკვირველია, კონცერტსაც დაესწრო. მისი შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი კომპოზიცია „იმერეთი“ ნუკრი კაპანაძემ შეასრულა. უნდა ითქვას, რომ მომღერლის […]

„ასეთია ქურდი კაცის ბედი“-ს ახალი შესრულება – „ამ სიმღერის ადგილი სცენაზე არ არის…“

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბიძინა კვერნაძის 90 წლის საიუბილეო საღამოზე შესრულებული სიმღერა „ასეთია ქურდი კაცის ბედი“, რომლის ახალი ვერსიაც, ორკესტრის თანხლებით, მანანა მენაბდემ და „თეატრალურის კვარტეტმა“ წარმოგვიდგინეს, კომპოზიციის თემატიკის გამო გააკრიტიკეს. ბიძინა კვერნაძის მიერ ფილმისთვის „განაჩენი“ პეტრე გრუზინსკის ტექსტზე შექმნილ სიმღერას „პირველი არხის“ „ფეისბუქ“-გვერდზე, სადაც ის განთავსდა, უკმაყოფილო მსმენელი გამოეხმაურა: „ასეთია ქურდი კაცის ბედი. ჟიზნ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ხატია ბუნიათიშვილის შესრულება – „შესანიშნავი თითები, შესანიშნავი კაბა…“

სოციალურ ქსელში ვრცელდება ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის კონცერტზე გადაღებული ვიდეო, რომელიც ავტორიც გახლავთ Tui Jia Jun Shi-Yue. ის წერს, რომ ხატიას „შესანიშნავი თითები აქვს და შესანიშნავი კაბა აცვია“. „როიალის საოცრება“ – ასე ასათაურებს ხატიას უცხოელი თაყვანისმცემელი ვიდეოს. შესრულება კი მართლაც ბრწყინვალეა, როგორც ეს ქართველ მუსიკოსს სჩვევია. (ვიდეო)

ხატია ბუნიათიშვილის კიდევ ერთი ანშლაგი პარიზში და აპლოდისმენტების ზღვა ქართველ პიანისტს

პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი აქვეყნებს ვიდეოს საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში გამართული ხატია ბუნიათიშვილის კონცერტიდან, სადაც მუსიკოსმა ბეთჰოვენი, როგორც ნიკა წერს, ფენომენალურად შეასრულა. პიანისტი აუდიტორიამ აპლოდისმენტებისთვის უამრავჯერ შეაბრუნა სცენაზე. „სრულიად გასაოცარი კონცერტი იყო დღეს! ბეთჰოვენი! ურთულესი პროგრამა,ფენომენალური შესრულებით!!! აუდიტორია არ უშვებს სცენიდან, ათჯერ შემოაბრუნეს,ფეხზე დამდგარი მსმენელი არ იშლებოდა!! გილოცავ ხატია ამ უდიდეს გამარჯვებას!!!! ეს კონცერტი ჩემს მეხსიერებაში დარჩება […]

ხატია ბუნიათიშვილის კონცერტს 50 000 ადამიანი დაესწრო

ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი კვლავ აგრძელებს მსმენელის გაოცებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ახლახან მის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ როიანში გამართა. როგორც ვიდეოს თანმხლებ წარწერაშია ნათქვამი, ქართველი მუსიკოსის ამ კონცერტს არც მეტი არც ნაკლები, 50 000 ადამიანი დაესწრო. ხატიამ ყველა მათგანს გულითადი მადლობა გადაუხადა. (ვიდეო)

ხატია ბუნიათიშვილის შესრულება პარიზში, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე

14 ივლისს, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი პარიზში, ეიფელის კოშკთან გაიმართა. ღონისძიებაზე გამოდიოდა ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, რომელმაც მოცარტის „ადაჯიო“ შეასრულა. პიანისტის შესრულებით აღფრთოვანება ვერ დამალა მსმენელმა და ასევე სოცქსელებშიც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. (ვიდეო)

ხატია ბუნიათიშვილი 28 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს აანონსებს. ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე მუსიკოსმა განათავსა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან მოხარულია, რომ 28 სექტემბერს თბილისში კონცერტი ექნება. ღონისძიება ჩანიშნულია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკლაურ ცენტრში. ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. „ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები ჩემს ქალაქს“.

რეკლამა