ხატია ბუნიათიშვილი შემოდგომაზე აზიურ ტურნეს იწყებს

0
2046

ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, მალე აზიურ ტურნეს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ „ინსტაგრამის“ გვერდზე აქვეყნებს. შემოდგომაზე მან რამდენიმე კონცერტი დააანონსა, რომელსაც 24 ოქტომბრიდან გამართავს, პირველი კონცერტი ამ დღეს პეკინში გაიმართება, 26 ოქტომბერს მუსიკოსი შანხაის ესტუმრება, 27 ოქტომბერს ვუქსში, 31 ოქტომბერს ტაიპეიში, 2 ნოემბერს იონგინში, ხოლო 3 ნოემბერს სეულში.
მსოფლიოში სახელგანთქმულ პიანისტს მოუთმენლად ელიან მისი თაყვანისმცემლები.

აზიურ ტურნემდე ის საქართველოში ჩამოვა და 15 სექტემბერს კონცერტს ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში, „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს.

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here