ჯესი ჯეიმ „ბლექ სი არენაზე“ 10 000 მსმენელისგან გიჟური ენერგია მიიღო

ჯესი ჯეიმ „ბლექ სი არენაზე“ 10 000 მსმენელისგან გიჟური ენერგია მიიღო

ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი საქართველოს ესტუმრა. კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე გაუჩინარებული ყველა ბილეთი იმას მოწმობდა, რომ ათი ათასკაციან დარბაზში, რომელიც შეკვეთილში მდებარეობს, დაუვიწყარი სანახაობა შედგებოდა. ფანების აქტიურობამ მომღერალი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაინც გააკვირვა და „ინსტაგრამზე“ „ბლექ სი არენას“ კულისებიდან გადაღებული ვიდეო დადო, რომელზეც ქართველი ფანების სიმღერა იყო ასახული. რასაკვირველია, ჯესი ჯეის რეპერტურიდან.

შეკვეთილში ჯესი ჯეი თავის ჯგუფთან ერთად კონცერის წინა ღამეს ჩაფრინდა და სასტუმრო „პარაგრაფში“ დაბინავდა. მან რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა სასტუმროდან, მათ შორის, შეკვეთილის მზიანი სანაპიროდან, სადაც თავისი სხეული გამოაჩინა. ყველა ფოტოზე შეკვეთილი და „ბლექ სი არენა“ იყო მონიშნული.

 

View this post on Instagram

 

Me after going down every slide at the water park in the hotel. I was HYPED. #sandhandbyalisha

A post shared by J E S S I E . J (@jessiej) on

სანამ მოსაღამოვდებოდა და ორგანიზატორების მიერ არენის ეზოში სპეციალურად მოწყობილ კომფორტულ გარემოში აღმოჩენას შეძლებდნენ, ზოგიერთი თაყვანისმცემელი, რომელიც ჯესი ჯეის სანახავად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა, თაკარა მზეზე გარეთ ელოდა, როდის შეძლებდნენ ბოლო-ბოლო საყვარელი მომღერლის ნახვასა და მოსმენას.

კარი, შეპირებისამებრ, ზუსტად ექვს საათზე გაიღო და რა თქმა უნდა, ყველა შესასვლელთან რიგი დადგა. ბილეთების ფრიალს მშვენივრად ერწყმოდა ეზოში გაშლილი სცენიდან „ენდორფინის“ მუსიკალური ჰანგები.

დარბაზში შესვლა უკვე საღამოს ცხრის ნახევრიდან იყო შესაძლებელი. ყველა დარბაზისკენ მიიჩქაროდა, რათა კუთვნილი ადგილი სწრაფად დაეკავებინათ და საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კონცერტით სიამოვნება მაქსიმალურად მიეღოთ.

სცენაზე შავ მოტკეცილ კომბინიზონში გამოწყობილი ჯესი ჯეი გამოჩნდა და ყველა მის თაყვანისმცემელს მისი 2010 წელს შექმნილი იმიჯი გაახსენდა, შავად შეღებილი თმა და გასწორებული „ჩოლკა“. თავადაც გვკითხა, გვაგონებდა თუ არა ეს იმიჯი წლების წინანდელს და რა თქმა უნდა, ჩვენგან თანხმობა მიიღო. მაღალყელიან ჩექმებში გამოწყობილი მომღერალი, ასეთივე მაღალ ქუსლებზე, საათნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში სულაც არ დაღლილა და არც ერთი წამით არ დაუსვენია ბენდის წევრების ხარჯზე, როგორც ამას სხვა შემსრულებლები აკეთებენ ხოლმე. თუკი რომელიმე ფანი ეჭვობდა, რომ წინა ღამით ჩამოფრენილი მომღერალი ფორმაში ვერ იქნებოდა, ჯესი ჯეიმ ეს ეჭვები პირველივე ბგერებიდან გაუქარწყლა, როცა სცენიდან ზღვის ტალღასავით წამოვიდა მისი უნიკალური ხმის ტემბრი.

რა შესრულდა 6 აგვისტოს, „ბლექ სი არენას“ სცენაზე? ყველა ის სიმღერა, რის გამოც უყვართ ჯესი არა მხოლოდ საქართველოში, თუმცა აქ, როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებით. Bang Bang, Queen, Flashlight, Domino, Price Tag – სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რა თქმა უნდა. ყველაზე საინტერესო და მომღერლისთვის განმაცვიფრებელი ის აღმოჩნდა, რომ რომელ ფრაზაზეც არ უნდა მიეშვირა მიკროფონი დარბაზისთვის, მისი თაყვანისმცემლები ხმაშეწყობილად აგრძელებდნენ ნებისმიერს. ამან მომღერალს ცრემლიც მოჰგვარა და როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტ ენერგიაზეც მოიყვანა, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ჯესი ჯეის „ბლექ სი არენაზე“ არც ერთი წამით არ დაუზოგავს თავი და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გვაჩვენა.

თაყვანისმცემლებთან დარბაზის ყველა წერტილში განსაკუთრებულად აქტიურად ურთიერთობდა. ერთ-ერთს ტელეფონიც კი გამოართვა და ვიდეო გადაიღო, შემდეგ მეორეს წერილი წაიკითხა, სადაც მას სთხოვდნენ, არ დაევიწყებინა ის თაყვანისმცემლები, რომლებიც ამ რეგიონში ჰყავს, მათ შორის, საქართველოში, რამაც ჯესი ჯეიზე გამორჩეულად იმოქმედა და საქართველოში დაბრუნების სურვილი გაუჩინა.

კონცერტის შემდეგ ჯესი ჯეიმ თავის „ინსტაგრამზე“ „ბლექ სი არენაზე“ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „დღეს საღამოს 2010 წელში დავბრუნდი!. ენერგია იყო სრულიად გიჟური!. ჩემი პირველი შოუ საქართველოში! და ყველა ბილეთი გაყიდული იყო! თქვენ ისეთი ხმაურიანები და სიყვარულით სავსენი იყავით. დიდი მადლობა, დიდი მადლობა, დიდი მადლობა!..“

დარბაზიდან გამოსული მსმენელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა და ამ კონცერტს ერთ-ერთი საუკეთესო უწოდეს, რომელიც „ბლექ სი არენაზე“ გამართულა.

ღონისძიების შემდეგ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ აღნიშნა, რომ ქართველ მსმენელსა და ჯესი ჯეის შორის გამორჩეული ქიმია შედგა, რასაც ძნელია, არ დაეთანხმო. სოციალურ ქსელებში უამრავი პოსტი სწორედ ამ კონცერტს ეძღვნებოდა ან იქ გადაღებულ ვიდეოსა თუ ლაივს მოიცავდა. ჯესი ჯეიმ მსმენელს ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას მოუწოდა კიდეც, დაედოთ ტელეფონები და მომენტით ესიამოვნათ, რაც ყველა თაყვანისმცემელმა გააკეთა და ამის დასადასტურებლად ხელები მაღლა ასწია.

კონცერტი ჯესის პირველი ჰიტით Price Tag დასრულდა, რომელიც დარბაზმა მომღერალთან ერთად შეასრულა.

ფოტო: copter.ge, black sea arena

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

August 8, 2019 / 1:49 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

თეა დარჩია: „90-იან წლებში ჩვენი უწმინდესის განადგურებას ლამობდნენ აბსურდული ცილისწამებებით…“

თეა დარჩია სოციალურ ქსელში ეხმაურება ეკლესიაში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს და წერს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განადგურებას არაერთხელ ცდილობდნენ ადრეც… გთავაზობთ ცნობილი მოცეკვავის სტატუსს: „ისევ 90-იანი წლები მახსენდება!!! როცა ჩვენი უწმინდესის განადგურებას ლამობდნენ აბსურდული ცილისწამებებით!!! მან შეუნდო და აპატია ყველას, როგორც ჯვარზე გაკრულმა და ნაწამებმა ქრისტემ!!! მადლობა მათ ამისთვის და დიდება!!! მახსენდება ისიც, რომ ისინი დაისაჯნენ, ვისაც […]

„განერვიულეთ, გიო? შენი სხვები სულ ჩვენშია…“

„მის საქართველო“, ნინი გოგიჩაიშვილი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცხრე სეზონის ერთ-ერთი მონაწილეა. ნინის მისი ოჯახი აქტიურად გულშემატკივრობდა. მისი გამოსვლის შემდეგ მისმა დედამ, ჟურნალისტმა ნათია ბანძელაძემ ემოციური პოსტი მიუძღვნა ქალიშვილს და მცირე ხნის წინ გარდაცვლილ მეუღლეს, მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილს: „განერვიულეთ გიო? პირველი შენ მისწერდი, როგორ მოეფერებოდი… არ ვიცი, რას ვუყურე, რა დავინახე, რას მოვუსმინე, შენ გგრძნობდი, მენატრები… შენი […]

„სითის“ რჩეულები – „ეამაყები თბილისს“ ერთ-ერთი გამარჯვებული „ფორტუნას“ დამფუძნებელი, თამარ ჩიგოგიძე გახდა

„ეამაყები თბილისს 2019“ 9 ნოემბერს გაიმართა. ჟურნალ „სითის“ მიერ დაფუძნებული დაჯილდოების ცერემონია წელს მესამედ ჩატარდა. მისი მასპინძელი „შერატონ მეტეხი პალასი“ იყო. თბილისის საამაყო ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან სიმბოლურად white studio-ს ცხენის პატარა ქანდაკებები და სიგელები გადაეცათ. წლევანდელი დაჯილდოების ნომინანტები გახლდნენ: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, პროექტი spend your summer in Georgia, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი აქტივობა შექმნა […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Thirty Seconds to Mars-ის სტუმრობა საქართველოში და კონცერტი, რომელიც უამრავ თაყვანისმცემელს დაამახსოვრდა

რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი – ჯარედ ლეტო მრავალპროფილიანი არტისტია, რომელსაც შინ “ოსკარიც” უდევს და ძმასთან ერთად წლების წინ ჩამოყალიბებული როკბენდით Thirty Seconds to Mars მთელ მსოფლიოში კონცერტებით მოგზაურობს, სიამოვნებით ურთიერთობს თაყვანისმცემლებთან, მათთან ერთად ცეკვავს სცენაზე, სადაც თავად უხმობს კონცერტებისას, საინტერესო ფესტივალებში მონაწილეობს, სადაც უამრავ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება აქვს, მათთან ერთად მედიტირებს და მუსიკის ენაზე საუბრობს. […]

როგორ აფრიალა საქართველოს დროშა ჯარედ ლეტომ ,,ბლექ სი არენას” სცენაზე

“საქართველო – ეს არის ქვეყანა, სადაც ათი წლის წინ უნდა ჩამოვსულიყავით. შესანიშნავი ადგილია, გაქვთ ულამაზესი მენიუ, ბლექ სი არენაზე და ძალიან მაგარი საჭმელი” – ეს ჰოლივუდის ვარსკვლავის სიტყვებია, რომელიც 13 აგვისტოს, შეკვეთილში მდებარე არენაზე წარმოთქვა. აყურებლებთან სრულ ინტერაქციაში შესული მსახიობი, რეჟისორი და მუსიკოსი Thirty seconds to Mars-ის თაყვანისმცემლებს, რომელთა შორის არცთი ცოტა უცხოელი მსმენელი გახლდათ, […]

“აბა, ვინ მოდის ჩვენს კონცერტზე ბლექ სი არენაზე, საქართველოში?”

ბლექ სი არენა 13 აგვისტოს თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობს, მუსიკოსს მასპინძლობს. ჯარედ ლეტო როკბენდით Thirty Seconds to Mars შეკვეთილში მდებარე არენაზე წარდგება და საკუთარი რეპერტუარიდან, რომელიც სხვადასხვა საკონცერტო სივრცეში ათასობით ადამიანს კრებს ხოლმე, ძველ და შედარებით ახალ სიმღერებს შეასრულებს. ბენდის წევრები საქართველოს ხვალ ესტუმრებიან, მანამდე კი ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ჯარედ ლეტოს ფოტო, წარწერა კი, […]

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება. მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 13 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს […]

ჯესი ჯეიმ „ინსტაგრამზე“ „ბლექ სი არენაზე“ გადაღებული კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა

ჯესი ჯეიმ გურამ მურადოვის მიერ „ბლექ სი არენაზე“ გადაღებული ფოტო საკუთარ „ინსტაგრამზე“ ახლახან გააზიარა. თავად ფოტოგრაფი ამ ფაქტმა ძალიან გაახარა და „ფეისბუქზე“ გაგვიზიარა. ჯესიმ გურამს პირადად გადაუხადა მადლობა და პოსტზე მონიშნა: „ეს ფოტო შემიყვარდა!.. დიდი მადლობა გურამ მურადოვს. გამოვიყურები, როგორც ორი ცალი მაშა“.   View this post on Instagram   I LOVE THIS PICTURE | […]

რეკლამა