“ის ადამიანი შემხვდა ვისთანაც მინდა მთელი ცხოვრების გატარება“ – ზუკა ხუციშვილი

“ის ადამიანი შემხვდა ვისთანაც მინდა მთელი ცხოვრების გატარება“ – ზუკა ხუციშვილი

ზუკა ხუციშვილი ერთი კვირის წინ, კლასელზე ქეთუშა მანიაშვილზე დაინიშნა. ზუკამ ქეთუშას ხელი ფუნიკულიორზე მდებარე პრესტიჟულ რესტორანში სთხოვა და საყვარელი ქალისგან თანხმობაც მიიღო.

„მიუზიკ ბოქსი“ ზუკას ესაუბრა:

– ზუკა, რატომ გაასაიდუმლოეთ აქამდე თქვენი სიყვარულის ისტორია?

– არ მიყვარს ასეთი თემების აფიშირება, მაგრამ როცა ხელი ვთხოვე ქეთუშას და დავინიშნეთ, დამალვა ვეღარ მოვახერხეთ. ქორწილის გადახდასაც ვგეგმავთ და მაშინ უფრო მეტს ვისაუბრებთ. აქამდე საიდუმლოდ ვტოვებდი ყველაფერს, მაგრამ ქორწილის დროს ვეღარ გამოვძვრები.

– ვინ არის თქვენი რჩეული, სად გაიცანით?

– არ მინდა ამ ეტაპზე, დეტალებზე საუბარი. ძალიან ბედნიერი ვარ, ის ადამიანი შემხვდა ვისთანაც მინდა მთელი ცხოვრების გატარება.

– სიმღერაზე საბოლოოდ უარი თქვით?

– არა, ბიჭებს გარდატეხის ასაკში ურჩევენ სიმღერისგან თავი შეიკავონ, სწორედ მაგ პერიოდში გამიჩნდა სხვა გატაცება და საგარეო ურთიერთობებში გადავერთე. ისეთ ოჯახში გავიზარდე, ჩემში დევს მუსიკა და უნდა გავაგრძელო ეს ყველაფერი,  მამასთან, დასთან და ძმასთან რაღაცას გავაკეთებ, რომელიც ხარისხიანი ნამუშევარი იქნება.

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნოე სულაბერიძემ ორსულ მეუღლესთან ერთად რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა

„პრაიმშოუს“ პროდიუსერმა და წამყვანმა ნოე სულაბერიძემ, „ინსტაგრამზე“ რამდენიმე ფოტო გამოაქვყნა, სადაც ორსულ მეუღლესთან, ჯანეტ ქერდიყოშვილთან ერთად პოზირებს. წყვილი ძალიანნ ბედნიერად გამოიყურება. ფოტოები გიორგი გრძელიშვილს ეკუთვნის. (ფოტოები)

ნათია დუმბაძისა და მასტერის ახალი კლიპის პრემიერა 21 ნოემბერს შედგება

„ნეკი-ნეკისა“ – ეს არის ნათია დუმბაძისა და გიორგი პავლიაშვილის, ანუ მასტერის რიგით მეორე ერთობლივი ნამუშევაი საზაფხულო ჰიტის „არ უყურო დროს“ შემდეგ. სიმღერა, რომელიც კვლავ მასტერმა დაწერა, პაატა სილაგაძის სტუდიაშია ჩაწერილი. ახლა კი დუეტი კლიპს იღებს, რომლის პრემიერაც 21 ნოემბერს „დორსში“ შედგება. სიმღერა უკვე ტრიალებს რადიო „ფორტუნა პლუსის“ ეთერში. კლიპის რეჟისორი არის თავად მასტერი (ChChX Production). […]

„იდეალური დედა“ იაკო ჭილაია: „მაკას ცხოვრებას საკუთართან ვაიგივებ…“

იაკო ჭილაია სერიალის „იდეალური დედა“ მთავარი შემსრულებელია. ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ თავად იდეალური დედა არ არის, მაგრამ ამ სერიალის მაყურებელი დაგვეთანხმება, რომ ეს როლი არაჩვეულებრივად მოირგო. იაკოს თავად ორი შვილი ჰყავს და სერიალში მონაწილეობა მაშინ შესთავაზეს, როდესაც მეორე შვილი ახალი გაჩენილი ჰყავდა. ფორმაში ჩადგომა და სერიალის მთავარი როლის გათავისება ერთდროულად მოუხდა… იაკოს მეუღლე ასევე მსახიობი, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნატო გელაშვილი ზუკა ხუციშვილთან ერთად იმღერებს (ვიდეო)

ნატო გელაშვილი 7 აპრილს „ოტიუმში“ კონცერტისთვის ემზადება. მასთან ერთად მისი შვილები, მეგობრები და როგორც აღმოჩნდა, მეგობრების შვილებიც გამოვლენ. კონცერტისთვის ერთ-ერთი რეპეტიცია ხუციშვილების სახლში გაიმართა. ინსტრუმენტთან გიო ხუციშვილის მეუღლე, მაია ჯორჯაძეა, ხოლო ნატო გელაშვილისა და გიო ხუციშვილის დუეტს „უშენოდ“ კომპოზიტორი ახლა უკვე ზუკა ხუციშვილსა და საკუთარ ვაჟთან ერთად ასრულებს. (ვიდეო)

ზუკა ხუციშვილი: „მიხარია, რომ მამაჩემი ჩემი არჩევანით ბედნიერი იყო…“

ზუკა ხუციშვილსა და მის მეუღლეს, ქეთი მანიჟაშვილს კაფე „ორანჟერეაში“ შევხვდით ინტერვიუსთვის. უშუალო გარემოში წყვილს მათი პირადი ცხოვრების შესახებ დავუსვით კითხვები, თუმცა რასაკვირველია, გვერდს ვერ ავუვლიდით მათ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს, რომელიც ზუკას გვერდით აღარ არის – გიო ხუციშვილს, რომლის მუსიკალურ გზას დღეს მისი ვაჟიც აგრძელებს და კონცერტებს ბენდთან ერთად მართავს. დიდი ხანია, სცენაზე დგას და ეს მისთვის […]

ზუკა ხუციშვილი 8 მარტს კონცერტს გამართავს

ზუკა ხუციშვილი აქტიურად აგრძელებს შოუბიზნესში მუშაობას. მან, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ ბენდი შექმნა და კონცერტების სერიაც გამართა სხვადასხვა კლუბში. ზუკა ბენდთან ერთად 8 მარტს მორიგ კონცერტს გეგმავს, რომელიც რეტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართება. ქალთა დღის აღსანიშნავად, ზუკა მამის, ცნობილი მომღერლის, გიო ხუციშვილის რეპერტუარიდან მსმენელისთვის ყველაზე საყვარელ სიმღერებს ახალი არანჟირერებების თანხლებით ასრულებს. ზუკა ხუციშვილის მუსიკალური პროგრამის სახე;წპდენაა […]

ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად კონცერტს „ასა ჰოლში“ გამართავს

ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად, რომელიც მცირე ხნის წინ შეკრიბა, მორიგ კონცერტს 26 იანვარს გამართავს. მუსიკალური ღონისძიება, სადაც ყველა ის სიმღერა შესრულდება, რომელიც გიო ხუციშვილის რეპერტუარიდან მსმენელს ძალიან უყვარს, „ასა ჰოლშია“ ჩანიშნული. საღამოს წამყვანი ხატია შამუგია გახლავთ. კონცერტი ნინოობის დღესასწაულის შესახვედრად კეთდება. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ზუკა ხუციშვილი გააქტიურებულია და მსმენელთან შეხვედრას ხშირად ახერხებს.

ზუკა ხუციშვილმა ბენდთან ერთად პირველი კონცერტი 1-ელ იანვარს გამართა (ვიდეო)

ზუკა ხუციშვილი მამის გზას აგრძელებს. მან ის მუსიკოსები შეკრიბა, რომელთან ერთადაც მამამისი მუშაობდა, მათ შორის ზურა მახნიაშვილი, ხოლო ბექვოკალში ელენე ვახანია მიიწვია, ბენდთან ერთად რეპეტიციები გამართა და 1-ელ იანვარს, „ოტიუმში“ პირველი კონცერტიც გამართა. ზუკას კონცერტიდან სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო და ლაივი ვიხილეთ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ამ მხრივ თაკო დოლაბერიძე იყო, რომელმაც ფოტოებიც გააზიარა და ვიდეოებიც. […]

რეკლამა