ილიკო სუხიშვილის ემოციური მიმართვა მოცეკვავეებს (ვიდეო)

ილიკო სუხიშვილის ემოციური მიმართვა მოცეკვავეებს (ვიდეო)

სუხიშვილების ევროპული ტურნე წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში, ქართული ნაციონალური ბალეტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას თან ახლავს ვიდეორგოლი, სათაურით: ევროპული ტურნეს შეჯამება და შეფასება ჩვენს მეორე სახლში, ავტობუსში  😃  ✌

ვიდეორგოლში მოცეკვავეებს ილიკო სუხიშვილი მიმართავს. ილიკო სუხიშვილი მოცეკვავეებს მადლობას უხდის და 2017 წლის ტურს გახსნილად აცხადებს. ანსამბლის წევრები ქორეოგრაფის მიმართვას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

სიახლეები/

|

December 12, 2016 / 1:37 pm

TOP სიახლეები

საქართველოში პირველად ფსაი-ტრანს სცენის საკულტო დუო Vini Vici ჩამოდის

ღონისძიებების სერია “ავიატორი”, 11 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ მსოფლიო ფსაი-ტრანს სცენის ერთ-ერთ საკულტო დუოს – Vini Vici. ლოკაცია, სადაც Vini Vici ქართველ მსმენელს შეხვდება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. Vini Vici ეს არის პროექტი, რომელიც არტისტებს Aviram Saharai & Matan Kadosh აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, ორივე არტისტი ელექტრონული მუსიკის სფეროში ცნობილი და გამოცდილი პროდუსერია. Vini Vici-ის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ილიკო სუხიშვილი და ბექა გოჩიაშვილი საპროტესტო აქციაზე (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

ილიკო სუხიშვილის პასუხი კრიტიკოსებს – „არ არის აუცილებელი, მას ჩოხა ჩააცვა და დიმპიტაური დაუკრა…“

„რუსთავი 2“-ის ეთერით ილიკო და ნინო სუხიშვილებმა ახალი პროექტის გარშემო გაჩენილ პრეტენზიებს უპასუხეს. „ცეკვა ქართული“, მათი თქმით, ექსპერიმენტული პროექტია, რომელმაც შესაძლოა, გააგრძელოს ცხოვრება და ცეკვის განვითარება ექსპერიმენტების გარეშე წარმოუდგენელია. ილიკო სუხიშვილი: არ მინდოდა, კონკრეტული ხალხის, კუთხის ან ისტორიის, ციხე-სიმაგრის გადარჩენის ამბის მოყოლა, უფრო ხასიათისა და განწყობის გადმოტანა, თუნდაც დღევანდელი ქართული  განწყობის. როგორ ფიქრობთ, დღეს ახალგაზრდა […]

„სუხიშვილების“ ცეკვის შესახებ კიდევ ერთი იუმორისტული ვიდეო გავრცელდა

სოციალურ ქსელში ბელა მაღლაფერიძე აქვეყნებს იუმორისტულ ვიდეოს, სადაც „სუხიშვილების“ „ცეკვა ქართულის“ შესახებ მოსაზრებებს გამოთქვამს. ვიდეოს „ფეისბუქზე“ უამრავი ნახვა და მოწონება ხვდა წილად. როგორც ბელა მაღლაფერიძე აღნიშნავს: „ისეთი საშინელება იყო, რომ დღემდე „აჩკები“ მიკეთია. ვიყავი, შვილო, კონცერტზე, მაგრამ „სუხიშვილები“ იყო? ილიკომ, უნდა განვავითაროთ ცეკვაო. განვითარება რად უნდა ცეკვასა და ქართულსა, განვითარება უნდა ეკონომიკასა და ქვეყანასა… გამოვიდა […]

როგორ აღნიშნა ილიკო სუხიშვილმა დაბადების დღე?

"სუხიშვილების“ ხელმძღვანელი, ილიკო სუხიშვილი გუშინ იუბილარი იყო. ქორეოგრაფი საკუთარ დაბადების დღეს წელსაც საზღვარგარეთ შეხვდა, დასი ახლაც გასტროლებზე იმყოფება. ამის მიუხედავად ანსამბლის წევრებმა, ქორეოგრაფისთვის დაბადების დღის მილოცვა მაინც მოახერხეს, კონცერტის შემდეგ ილიკო სუხიშვილს იუბილე ტორტით მიულოცეს. უკრაინაში სპეციალურად ილიკო სუხიშვილისთვის შეკვეთილ ტორტზე "ილიკო გილოცავ“ ქართულად ეწერა.

ნინო სუხიშვილი: ამის მერე სულ აღარ მაოცებს სავსე დარბაზები

"გუშინ კრაკოვში და დღეს ლოდში, ორ-ორი კონცერტი ჩავატარეთ, 2 დღეში 4 კონცერტი! გულწრფელად მიკვირს ჩვენი მოცეკვავეების გამძლეობის, ენერგიისა და თავგანწირვის და ამის მერე, სულ აღარ მაოცებს სავსე დარბაზები, არც ერთი თავისუფალი ადგილი, მაყურებლის კივილი, აღფთოვანება და უწყვეტი ტაში, წინ კიდევ 40 კონცერტია!!!"

რეკლამა