ია ჩანტლაძე: „20 წლის წინ აფრიკული ნაწნავებით დავდიოდი და არავის მოუყენებია შეურაცხყოფა…“

ია ჩანტლაძე: „20 წლის წინ აფრიკული ნაწნავებით დავდიოდი და არავის მოუყენებია შეურაცხყოფა…“

მომღერალი ია ჩანტლაძე მეტროში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, როცა მამაკაცებმა საყურიან მუსიკოსებს სცემეს. ის აღნიშნავს, რომ 20 წლის წინ თბილისში აფრიკული ნაწნავებით დადიოდა და არავინ არაფერს ეუბნებოდა, დღეს კი ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ.

გთავაზობთ ია ჩანტლაძის სტატუსს:

„20-25 წლის წინ დავდიოდი აფრიკული ნაწნავებით ქალაქში, გაქექილი კომბინიზონით და ყვითელი ქუდით, რომელსაც ზანზალაკები ჰქონდა. აბსოლუტურად ამოვარდნილი ვიყავი იმდროინდელი ქართული კონტექსტიდან, როცა ხალხს ფერადკანიანი საერთოდ ნანახი არ ჰყავდა და მსგავსი სტილიც კი ვერ წარმოედგინა.

არასდროს არ მახსოვს, რომ ვინმეს ამის გამო შეურაცხყოფა მოეყენებინოს! იყო მხოლოდ გაოცება და იუმორი.

დღეს, ამ ეპოქაში, სადაც ასეთი პლურალიზმია და არავის უკვირს არანაირი გარეგნული ფორმა- რა თავ-ყბას ამტვრევთ ერთმანეთს??!!“

სიახლეები/

|

June 20, 2019 / 12:06 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნინო ნადირაძე: “3 თვეში ბებია გავხდები”

ნინო ნადირაძეს მალე ბებიობას მივულოცავთ. მას პირველი შვილიშვილი სამ თვეში შეეძინება. მისი გოგონა, ბაია, ფეხმძიმედ არის. “3 თვეში ბებია გავხდები”, წერს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი და ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს. ამ პოსტის ქვეშ დედა–შვილა უამრავი მილოცვა მიიღო. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ბაია კუზანოვა ძალიან ლამაზი ორსულია. (ფოტო)

ია ჩანტლაძე ტყუპების მოლოდინში – „ეს ამბავი რომ გავიგე, ვიტირე…“

მომღერალ ია ჩანტლაძეს, რომელმაც წლებია, უკვე ბიზნესში გადაინაცვლა, პირად ცხოვრებაში დიდი სიახლე აქვს. ის და მისი იტალიელი მეუღლე, ჯანკარლო მერკადანტე ტყუპებს ელოდებიან. წყვილს დიდი ხანია, ერთმანეთი არ უნახავს. პანდემიის გამო, ჯანკარლომ საქართველოში დაბრუნება ჯერჯერობით ვერ მოახერხა. როგორც მომღერალმა გვითხრა, ამ განშორებას რაციონალურად უდგებიან და მსჯელობენ, რომ მოუყვებიან შვილებს იმის შესახებ, როგორ გაატარეს კარანტინი მათმა მშობლებმა […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ია ჩანტლაძე იტალიელი მეუღლის ნახვას ვერ ახერხებს – „საქართველოში დაბრუნება ვერ მოახერხა…“

მომღერალი ია ჩანტალაძე ბოლო პერიოდში მუსიკალური კარიერისთვის ნაკლებად იცლის და ბიზნესშია ჩართული. ის დეველოპერი გახლავთ. იას პირად ცხოვრებაშიც სიახლე აქვს. ორი წელია, რაც დაქორწინდა. მისი მეუღლე იტალიელი შეფმზარეული, ჯანკარლო მერკადანტეა. ახლა წყვილის ცხოვრებაში არცთუ მარტივი პერიოდი დგას, ერთმანეთის ნახვას ვერ ახერხებენ. იას მეუღლე საქართველოდან გაემგზავრა და რომიდან უკან მარტში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ავიარეისი გაუქმდა და […]

რეკლამა