გორის ქალთა გუნდი ქეთი მელუასთან ერთად ევროპის 37 ქალაქს მოივლის

0
1207

ქეთი მელუა გორის ქალთა კამერული გუნდთან ერთად ისევ იწყებს ევროპულ ტურნეს. მათთან ერთად გამოცემული ალბომი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და კონცერტებზე მოთხოვნა დიდია, შესაბამისად, მორიგი ტურნე უკვე დაიგეგმა.

37 კონცერტი ევროპის 37 ქალაქში გაიმართება, 12 ქვეყანაში. კონცერტები ოქტომბრის ბოლო კვირიდან დაიწყება და დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

პირველი ტურნე 2016 წელს შედგა, ორი წლის შემდეგ კი ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here