გოგოლა კალანდაძე: „გამიხარდა, ამდენი წლის შემდეგ ისევ რომ შემომთავაზეს საახალწლო კონცერტის წაყვანა…“

გოგოლა კალანდაძე: „გამიხარდა, ამდენი წლის შემდეგ ისევ რომ შემომთავაზეს საახალწლო კონცერტის წაყვანა…“

გოგოლა კალანდაძე „სითის“ გარეკანს ამშვენებს. სხვადასხვა სამოსში გამოწყობილი მსახიობი არაჩვეულებრივად გამოიყურება. როგორც მოგეხსენებათ, ის ცენტრალური საახალწლო კონცერტის ერთ-ერთი წამყვანი იქნება.

გოგოლა მოხარულია, რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ შესთავაზეს კონცერტის წაყვანა. მსახიობი ჟურნალთან საუბრისას ამბობს: „ძალიან გამიხარდა, ამდენი წლის შემდეგ ისევ მე რომ შემომთავაზეს საახალწლო კონცერტის წაყვანა. დარწმუნებული ვარ, 2018 წელი საუკეთესო იქნება საუკეთესოთა შორის“.

ინტერვიუში გოგოლა ასევე იხსენებს, რომელი იყო მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი და აღნიშნავს, რომ 2015 წლის დადგომას მეუღლესა და შვილებთან ერთად ახალ სახლში შეხვდა და სწორედ ეს შეხვედრა დაამახსოვრდა ყველაზე მეტად.

მსახიობი აღნიშნავს, რომ ამდენხნიანი პაუზის საპატიო მიზეზი ჰქონდა:

მგონი, ჩემი ცხოვრების მთავარ როლს ახლა ვასრულებ და თანაც, საკმაოდ რთულს – დედის და ცოლის. ვარ ჩემს ოთხ შვილთან და მეუღლესთან ერთად“. ფოტო

სიახლეები/

|

December 22, 2017 / 12:53 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

პატარა თუთას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა – ოჯახს დახმარება სჭირდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც პატარა ბავშვია გამოსახული. თუთას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა, რომლის სამკურნალოდ ოჯახს დახმარება სჭირდება. გთავაზობთ ოჯახის ახლობლის, თიკო ბეჟანიშვილის განცხადებას, სადაც მითითებულია პატარას დასახმარებელი ანგარიშის ნომერიც. გამარჯობა! ეს თუთაა, დიდთვალება, უსაყვარლესი თუთა, რომელიც გაჩნდა თუ არა თავი შემაყვარა, გული გამითბო და ყოველთვის, როცა მასზე ვფიქრობ ვტკბები და ბევრ ბედნიერებას მანიჭებს მასი ყურებაც […]

გიორგი ყიფშიძე: „ჩემს ცოლს გოგო ემუქრებოდა, ეგ ბიჭი ჩემია, სადარბაზშო დაგხვდები და მოგკლავო…“

გიორგი ყიფშიძეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში შევხვდით ინტერვიუსთვის. მსახიობთან საუბარი იმ ინფორმაციით დავიწყეთ, რომელიც თავად გაავრცელა „ფეისბუქზე“, გიორგიმ დაწერა, რომ თუმანიშვილის თეატრს ახლა განსაკუთრებული პერიოდი უდგას, რადგან ყველა სპექტაკლზე ბილეთები რამდენიმე წუთში იყიდება. გიორგისთან მის ბოლოდროინდელ რთულ პერიოდზეც ვისაუბრეთ, როცა მკურნალობის პროცესს გადიოდა… შენი „ფეისბუქის“ გვერდიდან შევიტყვეთ, რომ თურმე ხალხი თეატრში დადის და ბილეთებზე დიდი […]

ბელა და იოლანდა ჰადიდები ქართველი დიზაინერების სამოსში

ნიუ იორკში ბელა და ჯიჯი ჰადიდები დედის, იოლანდა ჰადიდის ახალი შოუს პრემიერას დაესწრნენ. საგულისხმოა, რომ ცნობილი დედა-შვილი, იოლანდა და ბელა ჰადიდები ქართველი დიზაინერების სამოსში იყვნენ გამოწყობილები, ბელას ირაკლი რუსაძის ბრენდის „Situationist“-ის ტყავის კაბა ეცვა, ხოლო იოლანდას – დევიდ კომას კოლექციიდან კაბა ჰქონდა მორგებული. ჯიჯიც წყალობს ქართველ დიზაინერებს, თუმცა ამჯერად „ვერსაჩეზე“ შეაჩერა არჩევანი. (ფოტოები)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

საახალწლო კონცერტს თიკო სადუნიშვილი და გოგოლა კალანდაძე წაიყვანენ?

31 დეკემბერს ახალი წლის გალაკონცერტი იგეგმება. როგორც „ფორტუნამ“ ექსკლუზიურად შეიტყო, ის იმავე ფორმატის იქნება, რაც თბილისობის ღონისძიება, ანუ რამდენიმე მომღერალი შეასრულებს ერთ სიმღერას და ეს ცნობილი სიმღერები იქნება. ჯერჯერობით კონცერტში მონაწილეთა სია არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ინტერნეტში გავრცელდა ჭორი, რომლის თანახმადაც საახალწლო კონცერტის წამყვანები თიკო სადუნიშვილი და გოგოლა კალანდაძე იქნებიან. თიკოსთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ, გოგოლა […]

გოგოლა კალანდაძე ქალიშვილის ფოტოს ავრცელებს

მსახიობი გოგოლა კალანდაძე სოციალურ ქსელში, გოლიათი ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს. ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, გოგოლას ქალიშვილის დაბადებას, ფეისბუქის მეგობრებიც ულოცავენ. დარია ფერაძე 7 აპრილს დაიბადა, ის გოგოლას მეოთხე შვილია.

გოგოლა კალანდაძემ გოლიათ გოგონას, დედის სახელი დარქვა

მსახიობი გოგოლა კალანდაძე მეოთხე შვილის დედა გახდა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც დარია დაარქვა. როგორც მსახიობმა ჟურნალ "სარკესთან“ საუბარში აღნიშნა, მისი გოგონა გოლიათი, 4850 გრამი დაიბადა.

გოგოლა კალანდაძეს ქალიშვილი შეეძინა

მსახიობი გოგოლა კალანდაძე მეოთხე შვილის დედა გახდა. მან ჯანმრთელობის სახლში იმშობიარა. პატარა დარია ქვეყანას, ხარების დღესასწაულზე მოევლინა. გოგოლას დარიას დაბადებამდე 3 შვილი ჰყავდა, ელენე, დათუკა და ანა-მარია. მისი მეუღლე ბიზნესმენი იკა ფევაძეა.

ორსული ლელა კილაძე ორსულ გოგოლა კალანდაძესთან ერთად

ლელა კილაძე მალე მესამედ გახდება დედა. შვილს იგი გუკა რჩეულიშვილისგან ელოდება. ლელამ სოციალურ ქსელში გოგოლა კალანდაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, აღმოჩნდა რომ მსახიობი მეოთხე შვილს ელოდება.

რეკლამა