გიორგი ქებურიას სათვალით თავს „ვიქტორია სიკრეტის ანგელოზი“ იწონებს

გიორგი ქებურიას სათვალით თავს „ვიქტორია სიკრეტის ანგელოზი“ იწონებს

გიორგი ქებურიას სათვალეები აქტუალურობას არ კარგავს. ჯერ იყო და ეპატაჟურმა მომღერალმა, ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის კოპლებიანი კაბა ჩაიცვა. შემდეგ კი ყველა საერთაშორისო მოდური გამოცემა გიორგი ქებურიას სათვალეებზე ალაპარაკდა.

ჯიჯი ჰადიდის, სლიკ ვოდსისა და კორტნი კარდაშიანის შემდეგ გიორგი ქებურიას სათვალეები შვედმა მოდელმა და ვიქტორია სიკრეტის ანგელოზმა, ელზა ჰოსკმა მოირგო. მოდელმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც თეთრ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი პოზირებს. ელზამ არჩევანი გიორგი ქებურიას წითელ სათვალეზე გააკეთა. მსგავსი სათვალე ეკეთა ბიონსეს დას, სოლანჟეს, რიანას და კორტნი ტროპსაც.

თავად დიზაინერმა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ძალიან მოხარულია, როდესაც მის სათვალეს ვარსკვლავზე და ჩვეულებრივ გამვლელებზე ხედავს. “ეს სათვალე ძალიან ტენდენციური ფორმის იყო. მათი შექმნისას უფრო მეტი იმედი მქონდა, რომ პოპულარული გახდებოდა,” – განაცხადა გიორგიმ.

გიორგიმ ანა ვინტურთან შეხვედრაც გაიხსენა : “მილანის შოურუმში ანა ვინტურმა ყველა დიზაინერის კოლექცია დაათვალიერა. როდესაც მოდიოდა, რა თქმა უნდა, ყველა ძალიან ვნერვიულობდით. რამოდენიმე კითხვა დამისვა, სად ვმოღვაწეობდი და რამდენი წელი. როდესაც გაიგო საიდან ვიყავი, საქართველო ადვილად იცნო, რადგან „ვოგში“ ჩვენს ქვეყანაზე ბევრი სტატია იწერება.

შეგახსნებთ, რომ ჟურნალმა “ვოგმა” კი მისი სათვალეები შემოდგომის საუკეთესო აქსესუართა შორის შეიყვანა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მომავალ სელებრითს, რომელიც არჩევანს გიორგი ქებურიაზე გააკეთებს.

ავტორი: გიგა უჩუვატოვი

სიახლეები/

|

February 5, 2018 / 12:34 pm

TOP სიახლეები

ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს (ვიდეო)

ბიზნესმენი და „პრაიმშოუს“ წამყვანი, უკრაინაში კარგად ცნობილი შოუს „მარტოხელას“ პოპულარული ქართველი მონაწილე, ირაკლი მაქაცარია, უკრაინულმა არხმა „1+1“ საცეკვაო შოუში მიიწვია. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მას უკვე პრომოც ჩაუწერეს და შემოდგომიდან მონაწილეებს შორის იქნება, რომლებიც პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ირაკლის უკვე აქვს გამოცდილება მიღებული ამ შოუს ქართულ ვერსიაში, ასე რომ, შესაძლოა ითქვას, მას უკრაინაში იგივე შოუში გამოსვლა ნაკლებად […]

ექიმ კოტე მათითაშვილსა და დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეს რომანი აქვთ

ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ექიმად აღიარებული კოტე მათითაშვილი გადაცემა „ექიმების“ წამყვანი გახლავთ, რითაც ფართო პოპულარობა და თაყვანისმცემელთა არმია შეიძნა სუსტ სქესს შორის. აქამდე პირადი ცხოვრების შესახებ ნაკლებად საუბრობდა და არც ფოტოების გამოფენა უყვარდა ამ თემაზე, თუმცა მცირე ხნის წინ, სოციალურ ქსელში მის გვერდზე დიზაინერ ეკა ბალანჩივაძესთან ერთად გადაღებული საერთო ფოტოები გამოჩნდა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი გრძნობებს […]

24 აგვისტოს ჯგუფი „სახე“ „ბლექ სი არენაზე“ სოლოკონცერტს გამართავს

24 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში კიდევე რთი ღონისძიება ანონსდება. ჯგუფი „სახე“ 20 წლის განმავლობაში დაგროვებულ ყველა ჰიტს შეასრულებს, ათ ახალ სიმღერასაც წარუდგენს მაყურებელს და ახალ ალბომსაც. ეს ყველაფერი შეკვეთილში მდებარე გრანდიოზული არენის სცენაზე მოხდება. ბიჭები უკვე აქტიურად ემზადებიან დიდი კონცერტისთვის, სადაც „სახისთვის“ სპეციალურად შექმნილი ბენდი იქნება წარმოდგენილი, ასევე სტუდია „სახის“ მოსწავლეები […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

პამელა ანდერსონს ქართველი დიზაინერის სათვალე უკეთია (ვიდეო)

სექსსიმბოლოდ აღიარებული პამელა ანდერსონი კვლავ შესანიშნავ ფორმაშია. ახლახან მისი მონაწილეობით ვიდეო ქართველმა დიზაინერმა, გიორგი ქებურიამ გამოაქვეყნა, სადაც ამერიკელ მსახიობს გიორგის დიზაინით შექმნილი წვრილი სათვალე უკეთია და კამერის წინ პოზირებს. შეგახსენებთ, რომ გიორგი ქებურიას სათვალეები პარიზში, „ლა ფაიეტში“ იყიდება, ასევე სხვადასხვა ინტერნეტსაიტის საშუალებით. ამ სტილის სათვალემ, რომელიც ქართველმა დიზაინერმა რამდენიმე ფერში გააკეთა, სხვადასხვა პრესტიჟული გამოცემის ფურცლები […]

გიორგი ქებურიას სათვალეები პარიზში, გალერეა „ლა ფაიეტში“ გაიყიდება (ფოტო)

ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას მიერ შექმნილი წვრილი სათვალეები მსოფლიო ვარსკვლავებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის უკეთიათ ჯიჯი ჰადიდს, კორტნი კარდაშიანს თუ სოლანჟს. ამ სათვალეებით ისინი ჩნდებიან როგორც ქუჩაში სეირნობისას, ასევე სხვადასხვა პრესტიჟული გამოცემის გადაღებებზე… ახლახან ჯიჯი ჰადიდმა კიდევ ერთხელ მოირგო ქართველი დიზაინერის სათვალე. თავად გიორგიმ კი სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადაც ჩანს, რომ პარიზის ცნობილ […]

“მარიგოლდის” ფოტოსესია გათანამედროვებულ სამოსში

ქართული ბრენდი „მარიგოლდი“ მომხმარებელს მუდმივად ანებივრებს სიახლეებით. ამჯერად „მარიგოლდმა” ქართული გათანამედროვებული სამოსის ბრენდბუქი შემოგვთავაზა, რაც სპეციალურად იტალიისთვის მზადდება. სწორედ იტალიაში გასამართი გამოფენისთვის იქმნება ბრენდბუქი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ბრენდის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. ფოტოები ევროპის 2017 წლის საუკეთესო ფოტოგრაფმა, იური აკოპოვმა გადაიღო. მან ეს ჯილდო ქალაქ კატანიაში გამართულ ევროპის წლის პროფესიონალ ფოტოგრაფთა დაჯილდოვებაზე მიიღო, სადაც საქორწილო კატეგორიაში […]

„ვიქტორიას სიკრეტის“ ცნობილი მოდელი ქართველი დების შექმნილი სამოსით გამოჩნდა (ფოტოები)

„ვიქტორიას სიკრეტის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე, მოდელი ქენდის სვეინპოლი ქართველი დების მიერ შექმნილი ბრენდის Mach & Mach სამოსით პოზირებს. ქენდისი ქართული ბრენდის ახალი კოლექციიდან გამჭირვალე ორეულით „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუსწინა წვეულებაზე გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ „მაჩ ენდ მაჩის“ ახალი, 2018 გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია დებმა მაჭარაშვილმა ჯერ რუსეთში, შემდეგ კი თბილისში აჩვენეს – ორივეგან მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში. […]

გიორგი ქებურიას სათვალით ამჯერად კორტნი კარდაშიანი გამოჩნდა (ფოტო)

ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას მიერ შექმნილი თხელი სათვალეები მსოფლიო ვარკვლავებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობს. მცირე ხნის წინ ერთ-ერთი ჟურნალის გადაღებაზე ქებურიას მიერ შექმნილი სათვალე ეკეთა რიანას, ახლა კი ქართველი დიზაინერის სათვალით კიდევ ერთი ვარსკვლავი, კორტნი კარდაშიანი გამოჩნდა. შესაბამისი ფოტო თავად დიზაინერმა ატვირთა საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ გიორგიმ 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ახლახან „მერსედეს ბენცის მოდის […]

რეკლამა