გიორგი კეკელიძის სევდიანი ვალენტინობა

გიორგი კეკელიძის სევდიანი ვალენტინობა

გიორგი კეკელიძე ვალენტინობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ერთ ამბავს იხსენებს, როდესაც საყვარელი გოგონასთვის ამ დღესასწაულზე საჩუქრის საყიდლად ფული არ ჰქონდა და ოჯახს 20 ლარის გამოგზავნა სთხოვა:

„2001 წელია. ჩემი სტუდენტობის პროლოგი. პირველი კურსი. ესეთი ხანია, რომ ჯერაც ოთხმოცდაათიანები გვკიდია ზურგზე, თუმცა უკვე ხელებს სადღაც გაურკვეველ მომავალში ვაფათურებთ ბრმად. ამ ფათურისას თითებს ბევრ რამეს წამოკრავდი და მათ შორის აუცილებლად იყო რაღაც უცხო თარიღები, კიდევ უფრო უცხო სახელებს რომ უკავშირდებოდა. ჯერაც ის დროა, რვა მარტი რომ მეტად არის შეყვარებულის და უკანასკნელი თეთრების შემაშინებლად ხანგრძლივი, საშინელი სუნის ,,დუხებში’’ დახარჯვის დღე. ის დროა, მაგრამ უკვე ვალენტინობაზეც მოგვესმა. გავიგეთ, რომ შეყვარებულების თარიღია ევროპაში. ის მთლად ზუსტად ვერ გავიგეთ, ვინ იყო ვალენტინი – უმეტესს ვალენტინა და ზოგს, საბჭოთა სახელმძღვანელობგამოვლილს, საერთოდ ვალენტინა ტერეშკოვას საქმე ეგონა, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესო ნაწილად მოჩანდა. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ გზის და საჭმლის ფული უკვე გამოგზავნილი აქვთ, ვიღაც გოგო მომეწონა. ეს ორი ამბავი ერთმანეთს ერთ წინადადებაში იმიტომაც უკავშირდება, რომ ფული მჭირდება. და ფული იმიტომ მჭირდება, რომ ვალენტინობა მოდის. დავწერე წერილი, სადაც ახალ საგანზე, მკაცრ ლექტორზე და ამ ლექტორის დავალებულ უამრავ წიგნზე ეწერა დაწვრილებით და გულისშემძვრელად. ეწერა ისიც, რომ წიგნები ძალიან ძვირი ღირდა და არც მინდოდა, უბრალოდ ქსეროქსის ფული მჭირდებოდა – 20 ლარი. წერილი, რა თქმა უნდა, სახლში გავაგზავნე და სამ დღეში ვაგზალზე დავხვდი წითელ ,,მარშუტკას’’. ,,მარშუტკის’’ მძღოლმა საიდუმლო სახით და სწრაფი მოძრაობით გადმომცა ტილოში გახვეული საგანი, რომლიდანაც ოციოდ ნაბიჯის გამოვლის შემდეგ, საიდუმლო მოძრაობითვე დავაძრე მჭადი, და მჭადის ზურგთან ჩაჩურთული კონვერტი. 20 ლარით და წერილით. აღელვებით ჩავირბინე კიბეები და იმ გრძელ დახლებს მივუახლოვდი, მეტროდან ვიდრე დინამომდე რომ გაშლილიყო. კაი ,,დუხს’’ ვეძებდი. მოკლედ, ვიარე და ვარჩიე, ვარჩიე და ვიარე. ბოლოს, ერთს დავადგი თვალი. ორ ლარს დაგიკლებო, იმან. ორი ლარი დიდი ამბავი იყო. წავიღე ჯიბისკენ ხელი და ჰა! არაფერი. წამის მეასედში ყველა ჯიბე და თეორიულად მოჯიბო ადგილი მოვსინჯე, ლამის ჭადის გავტეხე და ის კიბეებიც გულბრყვილო დაჟინებით ავირბინ-ჩამოვირბინე. არაფერიც! გაქრა 20 ლარი. განადგურებული ვიდექი. არ მახსოვს. შეიძლება ხუთი, შეიძლება 10 წუთიც კი. მერე ჯიბიდან ის წერილი ამოვიღე და წავიკითხე. წერილში დედაჩემი წერდა: ,,ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, პლეტაზე ვათბობთ დასაბან წყალს და საჭმელის გათბობის დროზე შეიძლება დენი წევიდეს. მე ვერ გადამიყლაპია ზონდი და ნაწლავები ვერ გამომიკვლევია. არ არსებობს ჩემი გადარჩენა, არგადარჩენიზა ვარ გაწირული, მარა. იფრიალე შენ ტაქსებით მაქანე, სამძიმარზე არ მიდი ნანულის დედასთან, ფული არ მქონდა ვარკეთილში გასვლისო და ტაქსებით ფრიალობ. ყოველდილა მოსატანია წყალი ჭიდან, რომელსაც შენი ოჯახის გარდა აღარვინ ათრევს, ვიფიქრეთ მატორს ვიყიდით, ჭაში ჩავდობთ და კიდო ფულს გვთხოვ. ყველა შენი კლასელი რაფერ გამოდგა, იმ დღეს რეზიკო ვნახე, ეკლესიაში იდგა, იმფერი გაკეთებულია, მოსუქებულია, ჩამოსული იყო ბებიამისის სანახავად. თავი მომჭერი. რაის მწერალი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახოდა პროფესორი გამუაო. საავადმყოფოსთან, იმ გენოიეს ქარხანაში ცხობა პური და საწყალი მამაშენი იქამდე კილომეტრებს დათრაქუნობს, რომ პირში ლუკმა ჩევიდვათ. მეორე კურსზე ხარ უკვე. მაგი იმიზა ხდება, რომ ღვთის მცნებებით მცხოვრებლებს დასცინი. ვიხჩობი ხველით ამას რო გწერ, აგი ბოლოა იცოდე. ლელას ქმარს გამუატანე და მადლობა უთხარი რო ჩამუა. თბილად ჩეიცვი, მერე გზობა, მაგ კაცს ჟილეტს გამუვატან შიგნით ჩასაცმელს და წინდებს. ფულიზა აღარ დარეკო’’

სიახლეები/

|

February 14, 2020 / 4:32 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ვიდეო: ნიაზ დიასამიძის სიმპათიური ვაჟი, რომელიც ასევე მუსიკას გაჰყვა

ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი Color Room-ში დიჯეი დიასამიძემ დახურა. ნიაზის ვაჟი თემურიკო ორი წელია, რაც ამ საქმითაა დაკავებული. ის „იმედის“ შაბათ-კვირის დილას სტუმრობდა და თავის საქმიანობაზე ვრცლად ისაუბრა სასცენო დებიუტის შემდეგ. თემურიკო დიასამიძე: ამხელა სცენაზე პირველად მომიწია გამოსვლამ. ნიაზთან ერთადაც დავუკარი და მისი კონცერტის შემდეგაც. კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა. ხმა მაქვს, მაგრამ არ ვმღერი, დრამზე […]

ნუცა ბუზალაძე: „დავიღალე იმით, რომ პატარა გოგოს მეძახიან!..“

ნუცა ბუზალაძემ ახლახან რუსულ მუსიკალურ შოუში მიიღო მონაწილეობა და როგორც სჩვევია, ჟიურის წევრებიც მოხიბლა. კონკურსებში მონაწილეობა ბავშობიდან მისი ერთ-ერთი საქმიანობაა და შეიძლება ითქვას, რომ დიდ სცენებზე გამოსვლისას თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ნუცა ახლა 23 წლისაა, მისმა მოზარდობამ საზოგადოების თვალწინ ჩაიარა, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბევრი მოსაზრება შეეცვალა და სხვა ადამიანად […]

ფოტოები: თიკა ფაცაცია „დიდი სცენის“ ფინალზე ბრწყინავდა

თიკა ფაცაციამ თავისი შესანიშნავი ჩაცმულობითა და იმიჯით კიდევ ერთხელ გაგვაოცა. ტელეწამყვანს გუშინ აჩიკო სოლოღაშვილთან ერთად „დიდი სცენის“ ფინალური ტური მიჰყავდა. თიკას გრძელი, შავ-თეთრი კაბა ეცვა, რომელიც „მაკრატელმა“ შეუკერა. აჩიკო სოლოღაშვილის ჩაცმულობაზეც ამ ბრენდმა იზრუნა. თიკამ ფინალის შემდეგ დაწერა: „სუპერფინალი გამოგვივიდა!..“ და ფოტოები გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ „დიდი სცენის“ გამარჯვებული ირაკლი კაპანაძე გახდა. (ფოტოები)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

“ბოდიში, მასწ, დამაგვიანდა, ბალეტზე ვიყავი” – გიორგი კეკელიძე 9 წლის გარდაცვლილ მოსწავლეზე…

მწერალი გიორგი კეკელიძე იხსენებს ტატიანა რევიშვილს, ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და თიკო ჩხეიძის 9 წლის გოგონას, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გოგონა გიორგის მოსწავლე გახლდათ… “ტატიანა რევიშვილი ჩემი მოსწავლე იყო ევროპულ სკოლაში. ნახევარი წელია ეს საქმეც შევითავსე და პირველივე ჯგუფში ჩაეწერა. ის ტატიანა, რომლის.. აი, უნდა დავწერო რაღაც სიტყვა – სიკვდილმა, […]

გიორგი კეკელიძე და ლევან კოღუაშვილი ახალ დოკუმენტურ ფილმზე ერთად მუშაობენ

მწერალი გიორგი კეკელიძე და რეჟისორი ლევან კოღუაშვილი ერთად მუშაობენ. ისინი ახალი ფილმისთვის მასალას აგროვებენ და სად წავიდოდნენ, თუ არა „გურული დღიურების“ ავტორის მშობლიურ მხარეში. გიორგი კეკელიძე აქვეყნებს ფოტოებს მოსამზადებელი პროცესიდან და ასევე პოსტს, სადაც ახალი ფილმის შესახებ საუბრობს. „ეს დღეებია, მე და რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გურიაში ფილმისთვის მასალას ვაგროვებთ. ეს დღეები კი არა, ჩემი საბიბლიოთეკო […]

გიორგი კეკელიძე ნუგზარ შატაიძის მოთხრობაზე: „მხატვრული ნაწარმოები თქვენზე და ჩემზე იწერება…“

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს ბოლო დროის აქტუალურ თემასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ცნობილი ფილოლოგის, ვახტანგ როდონაიას მიერ შედგენილი მეცხრე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში შესულია ნუგზარ შატაიძის მოთხრობა „მოგზაურობა აფრიკაში“, რომელიც ერთმა სკოლის მოსწავლემ და სკოლის მოსწავლის დამ „ფეისბუქზე“ გააკრიტიკეს. გიორგი კეკელიძე წერს, რომ მალე ვახტანგ როდონაიას სახელობის ოთახი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება: […]

“მეტიც გეკუთვნის, მეტი“ – იუნა შაფათავამ გიორგი კეკელიძეს ლექსი მიუძღვნა

მაშინ არ დავაწერე, ეს ლექსი შენ გეკუთვნის. შენი მესამე ლექსი მამას - წაკითხვის მერე მოვძებნე ეს. მეტიც გეკუთვნის, მეტი.. დავწერ კიდევ, რომ მერე სადღაც შორს არ გწერო ან სიზმრებად მოსვლა არ მომიწიოს. გვესმოდეს ადამიანებს ერთმანეთის სითბო, ამ ერთი მზის ქვეშ, სხვაგან ექოს არ ვანდობდეთ სათქმელს

რეკლამა