გიორგი კალანდია: „ძვირფასო ზაზა, შენთან ერთად დავტირი ჩვენს გარდაცვლილ ქართულ საზოგადოებას…“

გიორგი კალანდია: „ძვირფასო ზაზა, შენთან ერთად დავტირი ჩვენს გარდაცვლილ ქართულ საზოგადოებას…“

ისტორიკოსი, ჟურნალისტი, გიორგი კალანდია ზაზა ურუშაძის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მის პანაშვიდზე მყოფმა კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ მატერიალურად ღარიბ გარემოში ცხოვრობდა კაცი, რომელიც „ოსკარზე“ და ოქროს გლობუსზე“ იყო ნომინირებული…

გიორგი კალანდია:

„რომ არ დამეწერა, არ შემეძლო!

გუშინ საღამოს ზაზა ურუშაძის პანაშვიდზე ვიყავი, ერთი ჩვეულებრივი თბილისური კორპუსი, გაცვეთილი ლამინატი, გაურემონტებელი კედლები, იმ სევდიან ატმოსფეროს კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა ის მატერიალურად ღარიბი გარემო, რომელშიც ამ გამორჩეულმა ადამიანმა იცხოვრა, დიახ, მხოლოდ საქართველოში „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებულ კაცს ჭამენ და გლეჯენ ცოცხლად ისინი, ვისაც კოლექტიური სახელი „კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ შეგიძლია უწოდო. ჩვენ კი საზოგადოება (თუ კი ვართ საზოგადოება) მხოლოდ მაშინ ვიღებთ ხმას როცა ძალიან გვიანია, როცა ჩვენი ვიშვი და მოთქმა მხოლოდ ლიტონი სიტყვებია! არასოდეს, არასოდეს შეგვწევს უნარი შევაჩეროთ ეს „კოლექტიური კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ და ვუთხრათ „არა“, არა ღვარძლისთვის, ტალახისთვის, ბულინგისთვის!

მახსენდება ერთი შემთხვევა, რამდენიმე თვის წინ ხელოვნების სასახლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დავდე ჩემს მიერ გადაღებული ფილმი ხელოვნების სასახლეში დაცულ გვირგვინების კოლექციაზე და ამავე გვერდის მომხმარებელს ჩემი ფილმის ყურება მოვუწოდე, უცებ ერთი ცნობილი ფოტოგრაფის ძმისშვილი თუ დისშვილი „გამოხტა“ და მომიწოდა, საკუთარი ინტერესებისთვის არ გამომეყენებინა მუზეუმის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი, ჰოდა, დაიწყო… ატყდა ვაიუშველებელი, ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ. ვუცქერდი ამ ვაკხანალიას და ვხდებოდი რომ ამ „კოლექტიურ კოლტსა“ და „ქაჯთა რემას“ ძალუძს უბრალოდ მოგკლას, ან მინიმუმ გულის დაავადება შეგძინოს! და მაშინ საკუთარ თავს მტკიცედ ვუთხარი, რომ ამ სიამოვნებას მათ არასოდეს მივანიჭებდი, მათ გამო არასოდეს ავიშლიდი ნერვებს…. დიახ, საქართველოში უნდა იყო მტკიცე, ვითარცა რკინა და „უშიში, ვითარცა უხორცო“, რადგან როცა უსაფუძვლოდ გლანძღავენ, დანარჩენები ისუსებიან, ან სეირს უყურებენ, ან სულაც ხალისობენ, უმეტესობას თავის ატკიება არ სურს და არც შარიანთან დაპირისპირებას ლამობს. ჰოდა, იზრდება და ფუვდება ეს კოლექტიური კოლტი და ქაჯთა რემა, ასევე ყვავიან და ხალისობენ ისინი, ვინც წარმოადგენენ პროფესიული კლანებს, საძმოებს, ჯიგრულ სადაქალო-საძმაკაცოებს. ღმერთმა არ ქნას მათ რაიმე გადაცდომაზე, დანაშაულზე ან ხარვეზზე მიუთითო, მაშინვე დაგესევა მთელი კლანი, რემა და კოლტი. შენ კი ინდივიდი, რომელიც დამოუკიდებელი პიროვნება ხარ, რომელმაც საკუთარი შრომითა და ჯაფით, პატრონებისა და მფარველების გარეშე გზა გაიკვლიე, საზოგადოებას ენდობი, თუმცა ბოლოს ხვდები რომ ეს საზოგადოება ჯერ კიდევ მაშინ დასამარდა, როცა ილიამ „ყველას მუნჯი და ყველას უტყვი“ უწოდა!

ძვირფასო ზაზა, შენთან ერთად დავტირი ჩვენს გარდაცვლილ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც საუბედუროდ, საკუთარი საუკეთესო შვილების გაფრთხილება, მოვლა და უბრალოდ, დაფასება არ იცის, საქართველოს ხელოვნების სასახლის კინოსადმი მიძღვნილი არქივთა აღწერილობის მე-9 ტომი შენს ხსოვნას მიუძღვენით, ნიშნად იმისა, რომ ამ ბედკრულ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილი იყო საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელსაც სიკვდილი არ სურდა და ჯანსაღი სიცოცხლისაკენ მიისწრაფოდა.

მარად შენი მეგობარი, გიორგი კალანდია“.

სიახლეები/

|

December 10, 2019 / 5:36 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნოე სულაბერიძე ჯანეტ ქერდიყოშვილს გარდაცვლილი დედის გზავნილად მიიჩნევს

ნოე სულაბერიძემ „სიცრუის დეტექტორში“ მეუღლის, ჯანეტ ქერდიყოშვილის შესახებ ისაუბრა და უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა მის არსებობას გარდაცვლილი დედის გზავნილად. „კი, მივიჩნევ. ჯანეტი გავიცანი იმ დღეებში, როდესაც ძალიან მალე უწევდა ლილის წლისთავი. წინა დღეებში ჯანეტი აპირებდა გამგზავრებას უკან, მოგეხსენებათ, აქ არ ცხოვრობდა. ისე აეწყო, რომ არ წავიდა. მივხვდი, რომ ემოციური ფონი ისეთი იყო, რომ თვითონაც […]

ვიდეო: მასტერის და კაბუს ახალი დუეტი

საფრანგეთიდან დაბრუნებული მსახიობი, რეპერი კახა აბუაშვილი,იგივე კაბუ ქართულ სცენაზე ბრუნდება. მან ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე წარმატებული კლუბური კონცერტი გამართა, ახლა კი, ქართველი მსმენელის განებივრებას ახალი კომპოზიციებითაც აპირებს. ახლახან პოპულარულ რეპერთან, მასტერთან ერთად ახალი სიმღერა “მახსოვს” ჩაწერა. რეპერებმა ამ კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეორგოლიც წარუდგინეს საზოგადოებას. კლიპი გიორგი ჩეკურიშვილმა გადაიღო. კომპოზიციაში მონაწილეობს ცნობილი პიანისტი, გიგი პიანომენი. (ვიდეო)

ხატია სიჭინავა: „ბანკში კრედიტი გვაქვს და გადახდა უფრო და უფრო გვიჭირს…“

ხატია სიჭინავა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის ოჯახს სხვებივით გაუჭირდა და სალონიც დაკეტა, რითაც შემოსავლის წყარო შეუწყდა. „სალონი აღარ მაქვს. იმაზე ადრე დავკეტე, ვიდრე პანდემია დაიწყებოდა. პატარა კაფეს გახსნას ვაპირებდი, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ პანდემიამ ჩემზეც იმოქმედა და ყველანაირი შემოსავლის წყარო დამიკეტა. რაც დაგვრჩა, ოჯახს ვარჩენთ, მხოლოდ ვჭამთ და სხვას ვერაფერს ვაკეთებთ, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ზაზა ურუშაძე კვლავ „ოქროს გლობუსის“ ნომინანტია

ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის უკანასკნელი ნამუშევარი “ანტონი” მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჯილდოზე – ოქროს გლობუსზე ოფიციალურად წარადგინეს. “ოქროს გლობუსზე” იყო წარდგენილი ზაზა ურუშაძის “მანდარინებიც”. რეჟისორის უკანასკნელი ფილმი ნამდვილი ამბის მიხედვით არის გადაღებული. მოქმედება გერმანელებით დასახლებულ უკრაინის ერთ-ერთ სოფელში ვითარდება და ორი ბავშვის – კათოლიკე ანტონისა და ებრაელი იაკობის მეგობრობის შესახებ გვიყვება. ფილმი გადაღებულია დეილ აიზლერის რომანის […]

უცნობი ამბავი ზაზა ურუშაძეზე: „ოკუპანტი ქვეყნიდან დამიკავშირდნენ, დიდ ჰონორარს გადაგიხდითო…“

რეჟისორ გიორგი რევიშვილის შვილი, ლიკუნა, სოციალურ ქსელში ზაზა ურუშაძის შესახებ საინტერესო ამბავს იხსენებს და წერს, რომ „მანდარინების“ ავტორს რუსეთიდან ძალიან დიდი ჰონორარი შესთავაზეს, თუკი ის მათთან ითანამშრომლებდა… ამბავს ლიკუნას „ფეისბუქ“-გვერდიდან გიზიარებთ: „ეს ამბავი გამახსენდა, რამოდენიმე თვის წინ მირეკავს, ცოტა გაბრაზებული ტონით. – ახლა იცი რა მოხდა გოგო? რა ხდება ზაზუკ, ბიჭო! ( ხუმრობით ვუპასუხე) – […]

„ოსკარის“ ნომინანტი ქართველი რეჟისორის „აღსარება“ – ფილმი, რომლის მოულოდნელმა ფინალმა მსახიობი აატირა

26 ოქტომბრიდან „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე ახალ ნამუშევარს წარმოგვიდგენს. „აღსარება“ ქართულ კინოთეატრებში გამოდის. ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი დღეს კინო „ამირანში“ შეკრებილ ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც ფილმის გარშემო ისაუბრეს. ფილმის დახურული ჩვენება მედიისთვის დღეს საღამოს იმართება. „აღსარება“ ქართულ-ესტონური ნაწარმია, მაგრამ უფრო მეტად ქართული. „მანდარინების“ რეჟისორს „ოსკარის“ ნომინაცია ქართული სახელმწიფოსგან გარკვეული ფულადი პრემია მოუტანა, რაც ახალი ფილმის გადასაღებად გამოიყენა. […]

„ოსკარის“ ნომინანტი ქართველი რეჟისორის ფილმი მალე ქართულ კინოთეატრებში გამოდის

„ოსკარის“ ნომინანტი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე ბოლო პერიოდის განმავლობაში ახალ ფილმზე მუშაობდა. „მანდარინების“ ავტორის ახალი ფილმი „აღსარება“ მალე ქართულ კინოთეატრებში გამოჩნდება. ამას იუწყება პოსტერი, რომელიც კინო „რუსთაველის“ გვერდზე გაზიარდა. შეგახსენებთ, რომ ფილმში მთავარ როლს დიმიტრი ტატიშვილი განასახიერებს. მისი გმირი მღვდელია, რომელიც ერთ-ერთ სოფელიში ჩადის. მას აფრთხილებენ, რომ იქ არცთუ კარგი ხალხი ცხოვრობს… დიმიტრი ტატიშვილთან ერთად, […]

ზაზა ურუშაძის ახალი ფილმი „აღსარება“ – ნახეთ პირველი ტრეილერი!..

ზაზა ურუშაძის ახალი ფილმი „აღსარება“, რომელზეც რეჟისორი ბოლო წელიწადია, მუშაობს, თითქმის დასრულებულია. რეჟისორმა ახლახან საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა ფილმის ტრეილერი. მთავარ როლს მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი განასახიერებს. ის თამაშობს სასულიერო პირს, რომელიც ჩადის სოფელში, სადაც ეკლესიაში დიდი ხანია, წირვა არ შესრულებულა… მამაოს აფრთხილებენ, რომ წინ რთული გზა ელის, რადგან სოფელში არცთუ კარგი ხალხი ცხოვრობს. ჯერჯერობით უცნობია, […]

რეკლამა