„ღარიბაშვილის, ზიდანის თუ ცოტაშვილის დაბრუნება?“ – „ჩცდ“-ს რეიტინგული პერსონაჟი შეუერთდა

0
1818

როგორც „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი დაგვპირდა, სერიალში ძველი პერსონაჟი დაბრუნდა, რომელსაც ბევრი ელოდებოდა. ეს გახლდავთ ცოტნე ცოტაშვილი, რომელსაც გიორგი ბახუტაშვილი განასახიერებს. დიდი ხანია, მისი პერსონაჟის ხაზი არ განვითარებულა და სერიალიც გარკვეული პერიოდი მის გარეშე არსებობდა, თუმცა სერიალის მესვეურებმა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გმირის დაბრუნება მაინც გადაწყვიტეს და გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ, ათიანში მოარტყეს.

მღვდელი ცოტნე ცოტაშვილი ბაქარ ორჯონიკიძეს ხვდება და ერთ-ერთ კაფეში გამოჩნდება, სადაც მის მისვლას ისეთივე დიდი ინტერესით ხვდებიან, როგორც სერიალის მაყურებლები.

გთავაზობთ კომენტარებს, რომლებიც ცოტნეს გამოჩენამ გამოიწვია.

„გააზიარეთ, ნამდვილი სასწაულია“

„ღარიბაშვილის, ზიდანის თუ ცოტაშვილის დაბრუნება?

WHICH ONE IS GREATEST COME BACK“

„ცოტნეეე!!! მადლობა რომ დააბრუნეთ მევუასებით!!!“
„ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნების მერე, ასე არავის დაბრუნება არ გამხარებია“

„ბუდულაის დაბრუნება“

„აი, ბენტლით ვინ ყოფილა… რა დღეში ჩაგვაგდე, რა იყო“

„შავ-ბნელი საქმეების და მაქინაციების დრო დადგა…“

„პაპს ნუ ატყუებ, შე ვირიშვილო“

მაყურებელი კომენტარებში ასევე ბახვა ბრეგვაძის პერსონაჟის დაბრუნებასაც ითხოვს, რომელიც ცოტნე ცოტაშვილის სულ თან დაჰყვებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here