"ოქროს ტალღის" დღიურები

ოქროს ტალღა“ გახლავთ წლის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ დააფუძნა. მუსიკალური ღონისძიება უკვე მეხუთე წელია იმართება და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს. შესაბამისი ნომინანტების შერჩევაში, სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით, მონაწილეობენ კომპანიის ოთხი რადიოსადგურის - „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“, მუსიკალური რედაქტორები. ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია ის, რომ სიმღერის პრემიერა რადიოჰოლდინგის ოთხი რადიოდან ერთ-ერთში უნდა იყოს წარმოდგენილი. რადიოების მუსიკალური რედაქტორების მიერ შერჩეული სიმღერები განთავსდება მუსიკალური ღონისძიების საიტზე www.goldenwave.ge. ყველა მსურველს შეუძლია საკუთარი არჩევანის დაფიქსირება და ხმის მიცემა, თითოეულის ხმა გადამწყვეტია იმისთვის, რათა გამოვლინდეს გამარჯვებული კატეგორიაში „ხალხის რჩეული“. ათზე მეტ მუსიკალურ ნომინაციაში გამარჯვებულები კომპეტენტური ჟიურის მოსაზრებების გათვალისწინებით, ივნისის ბოლოს, მასშტაბური დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელდებიან. მათ გადაეცემათ სტატუეტები „ოქროს ტალღის“ ლოგოტიპით, „წლის სიმღერის“ ნომინაციაში გამარჯვებული კი მიიღებს განსაკუთრებულ პრიზს. პროექტის მიმდინარეობის შესახებ დაწვრილებით რადიოჰოლდინგის ოთხი რადიოსადგურის ეთერიდან ყოველდღიურად შეიტყობთ. "ოქროს ტალღის" დღიურები იხილეთ ყოველ დღე ტელეკომპანია „მუზიკბოქსის" ეთერში.

"ოქროს ტალღის" დღიურები - ნეკა სებისკვერაძე

"ოქროს ტალღის" დღიურები - ივანა მელაი

“ოქროს ტალღის” დღიურები – სოფო ნიჟარაძე

“ოქროს ტალღის” დღიურები – მარკუს მეტრეველი

“ოქროს ტალღის” დღიურები – გიორგი დათიაშვილი

“ოქროს ტალღის” დღიურები – პანჩო

"ოქროს ტალღის" დღიურები - დავით გომართელი

"ოქროს ტალღის" დღიურები - ლაშა ღლონტი

“ოქროს ტალღის” დღიურები – გიორგი სუხიტაშვილი