ავტოგრაფი

ავტოგრაფი
დატოვე შენი „ავტოგრაფი“ „მიუზიკბოქსზე“!.. გადაცემა „ავტოგრაფი“ – „მიუზიკბოქსის“ ეთერშია ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე, განმეორებით პარასკევს - 13:00 საათზე და კვირას 12:30 საათზე. თქვენ გელით შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან, რომლებიც გულახდილად საუბრობენ პროფესიულ და პირად თემებზე, კვირის აქტუალური თემების გამოხმაურებები და რასაკვირველია, ექსკლუზიურად გაშუქებული სიახლეები.

გადაცემა „ავტოგრაფის“ სტუმარი, თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი რეჟისორი დავით დოიაშვილია. მის შემოქმედებას თეატრალურ სამყაროში კარგად იცნობენ და მსოფლიოშიც აღიარებენ. თუმცა არის მეორე მხარე, როგორია წარმატებული ქართველი რეჟისორის ცხოვრება თეატრს მიღმა, ოჯახში, მეგობრებში და ა.შ, ოჯახური ტრადიციების და სხვა დეტალების შესახებ, დავით დოიაშვილი ამ გადაცემაში გიამბობთ.

გადაცემა "ავტოგრაფის“ სტუმარია მომღერალი და მუსიკოსი, სალომე კორკოტაშვილი. სალომემ ამერიკაში და ბრიტანეთში, დიდ წარმატებას მიაღწია. საკუთარი მეუღლის, უცხოური წარმატებების და სხვა სიახლეების შესახებ მუსიკოსმა, სწორედ ჩვენს გადაცემაში ისაუბრა.

გადაცემა "ავტოგრაფის“ სტუმრები არიან მუსიკოსი, დათო ევგენიძე და მისი მეუღლე ნინა ჟვანია. ევგენიძეების წყვილს, წელს ქორწინების 12 წელი შეუსრულდა. მუსიკა, ოჯახი, ირაკლი ჩარკვიანი და ა.შ. ეს ის თემებია რომელზეც მუსიკოსმა და მისმა მეუღლემ გადაცემაში ისაუბრეს.

გადაცემა „ავტოგრაფის“ სტუმარი იმედაშვილების უმშვენიერესი ოჯახია. დათომ და ანამ, ჩვენს გადამღებ ჯგუფს, ახალ სახლში უმასპინძლეს. როგორ ააშენა უმშვენიერესმა წყვილმა ულამაზესი სახლი, როგორი მშობლები არიან ისინი, ამას დღევანდელი გადაცემიდან შეიტყობთ

მსოფლიო ჩემპიონმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, "Music Box" - ისთვის მიცემულ ინტერვიუში, თავის კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. ვის უძღვნის თავის წარმატებას მსოფლიო ჩემპიონი? რატომ არის ის პასიური მეორე ნახევრის ძიებაში და როგორი გოგოები მოსწონს წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენს? ეს ყველაფერი გადაცემაში "ავტოგრაფი"

გადაცემა „ავტოგრაფის“ სტუმარია დიზაინერი გიორგი შაღაშვილი. გიორგი შაღაშვილი სამი წელია აფრიკაში ცხოვრობს. გიორგი სამი ბიჭის მამაა. რატომ სურს შაღაშვილების წყვილს აფრიკელი ბავშვის აყვანა, რატომ იცვლის ხშირად პროფესიებს და რა გეგმები აქვს სამომავლოდ ამის შესახებ დიზაინერი თავად გიამბობთ.

გადაცემა „ავტოგრაფის“ სტუმარი ევროპაში მოღვაწე ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეა. ვის სანახავად მიდის საქართველოში დაბრუნებული მსახიობი პირველად და 5 უცნობ ფაქტს საკუთარი თავის შესახებ, მსახიობი თავად გიამბობთ.

ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე, ახალი გადაცემა "ავტოგრაფი" - მიუზიკ ბოქსის ეთერში, განმეორებით: პარასკევს 13:00-ზე და კვირას 12:30-ზე