ყველაზე ცხელი და პრიალა ჟურნალი “სითი” 8 წლის გახდა

0
3236

„სითი“ – ამ სახელის გაგონებისას საინტერესო ამბები, საინტერესო რჩევები და ცნობილი სახეები თუ გაგახსენდებათ, რადგან ეს ხომ სწორედ ის პრიალა ჟურნალია, რომელიც ქართულ ბაზარზე წარმატებულად ასპარეზობს და მკითხველს აქტიურად აწვდის იმ სიახლეებს, რომელიც იმ პერიოდში ყველაზე ცხელი და ყველაზე მოთხოვნადია. ხან ქალურ ამბებს ამოიკითხავთ, ხან წარმატებული ოჯახების ინტერვიუებს წაიკითხავთ, ხან კი იმ ადამიანების შესახებ გაიგებთ, რომლებსაც საქათველოს სახელი საზღვრებს მიღმა ამაყად გააქვთ. ამიტომაც ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ „სითიმ“ აქტუალობა არასდროს დაკარგა და ის უკვე 8 წლისაა. დაბადების დღის აღნიშვნა კი განსაკუთრებულად გადაწყვიტა და ყველა ის ადამიანი ერთ სივრცეში შეკრიბა, რომლებიც სითის გმირები ერთხელ მაინც ყოფილან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here