Wings For Life 2017 საქართველოში – ყველაზე უხუცესი ქართველი მორბენალი და გამარჯვებულები

0
1539

ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ამბობდნენ: “თუ გინდა იყო ძლიერი – ირბინე, თუ გინდა იყო ლამაზი – ირბინე, თუ გინდა იყო ჭკვიანი – ირბინე“. ეს სიტყვები ელადაში ორი ათასი წლის წინ, უზარმაზარ ქვაზე ამოტვიფრეს და ეს ადამიანები მართლებიც აღმოჩნდნენ. დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სირბილი ჩვენი დღის რეჟიმის უცვლელი ნაწილია. ჩვენ დავრბივართ სავარჯიშოდ, სამსახურში დროულად მისასვლელად, თუმცა სირბილს ჩვენს თანამდეროვეობაში, სხვა საპასუხიმგებლო მოვალეობა დაეკისრა. როგორ? საქმე საქველმოქმედო პროექტს ეხება – “Wings For Life, World Run” ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელსაც 2017 წლის 7 მაისს ერთდროულად 6 კონტინენტთან, 58 ქვეყანასთან და ასი ათასზე მეტ მორბენალთან ერთად, საქართველო უკვე მეოთხედ შეუერთდა. მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციისთვის 30 ლარი უნდა გაეღოთ. შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა ფონდს, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ, კვლევებს აწარმოებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here