თუ ჰოლივუდს 50 cent, kanye west, jay-z ან Eminem ჰყავს – ჩვენს თანამედროვეობაში, თან საქართველოში „მასტერი“ არსებობს. ახალგაზრდა რეპერი, რომლიც თავის მსმენელს ახალ-ახალი სიმღერებით ანებივრებს. ის ინტერნეტ სივრცის უპირობო ლიდერია. თუმცა ამჯერად ქართველ რეპერებზე ზრუნვას იწყებს და მათი შემოქმედების პოპულარიზაციისათვის ინტერნეტ ჰიპ-ჰოპ რადიოს ხსნის. ხშირად არის საქართველოში იმასთან დაკავშირებით კამათი, სამთავრობო კონცერტებზე ვის მიიწვევენ. ამ საკითხზე რეპერმა Music Box-თან ისაუბრა. განსაკუთრებით პოპულარულია მისი სიმღერა „დამსინა“, სადაც მთავარ როლში ნუკი კოშკელიშვილი მოგვევლინა. სიმღერამ ჰიტის სტატუსი მოიპოვა. საინტერესოა „სინავენ“ თუ არა თავად ცნობილ მასტერს.
ვინ ბლოკავს მასტერს და “სინავენ” თუ არა გოგონები რეპერს?




