Twilly d’Hermès – სუნამო თავისუფლების მოყვარული და თამამი ქალბატონებისთვის

0
2014

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი პარისგან“ და მითუმეტეს ხატია შამუგიასგან სიურპრიზები აღარ გვიკვირს. ყოველ ჯერზე ვფიქრობთ, რით უნდა გაგვაოცონ კიდევ ერთხელ ქართული მედიის წარმომადგენელები. თუმცა ჩვენ კომპანიისგან მოულოდნელობებს მიჩვეულები ვართ და ამჯერად ხატიამ გიდის როლი მოირგო, ცოტა ხნით ქალაქის დამღლელ, გიჟურ რიტმს, ყოველდღიურ რუტინას მოგვწყვიტა და გეზი საგურამოსკენ აგვაღებინა. სადაც თავი გურამიშვილის მარანში ამოვყავით. ეს ყველაფერი შემოდგომის ერთ უჩვეულო დღეს კიდევ უფრო ალამაზებდა. ისი პარიმ ჰერმესის ახალი სუნამოს Twilly d’Hermès-ის პრეზენტაციაზე მიგვიწვია. საპრეზენტაციო ოთახი სხვადასხვა ფერის ყვავილიბით, თოკებით და ცილინდრებით იყო მოწყობილი. ერთი სიტყვით, ფერთა გამა შეიმჩნეოდა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ახალი სუნამო ახალგაზრდობასთან იყო დაკავშირებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here