თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სამი ახალი მოვლენით წარდგება

რობერტ ლეპაჟი, ჯორჯიო სტრელერი, ჯონ მალკოვიჩი, პიპო დელბონო და კიდევ სხვა ბევრი ვარსკვლავი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სტუმართა რიგებში უკვე იყვნენ. როგორი იქნება ფესტივალის მე-11 სეზონი და რას უნდა ველოდოთ ახალს, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად მუზიქ ბოქსის გადამღები ჯგუფი ფესტივალის გუნდისთვის გამართულ ერთ-ერთ ფოტოსესიას ვესტუმრეთ. გაირკვა, რომ 2019 წელს ფესტივალი სამი ახალი მოვლენით წარდგება. თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ახალი მიმართულება არტ-მარკეტი დაემატა, გარდა ამისა ბრიტანული სეზონის ფარგლებში ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ფესტივალის პირველი კო-პროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად, რომელიც OUTDOOR პროგრამის ფარგლებშია, ასევე წლევანდელ სეზონზე თბილისობის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საჰაერო თეატრი.

Scroll to Top