ამბობენ, რომ საქართველოში მოდა აქტიურად ვითარდება და ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო მეტი დამწყები თუ უკვე შემდგარი დიზაინერი ჩნდება. თბილისის მოდის კვირეული კი ერთ-ერთია, რომელიც ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას. სწორედ ახალი ტალანტების აღმოჩენით დაიწყო თბილისის მოდის კვირეულის მე-2 დღე, სადაც 10-მდე ახალბედა დიზაინერი მაყურებლის და ჟიურის წინაშე „დიზაინერთა კონკურსზე“ წარსდგა. ისინი სხვადასხვა ნომინაციაში გახდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც პრიზები ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან გადაეცათ.
April 23, 2018 / 8:29 pm
ქეთი ჩხიკვაძე საქმიანობას პარიზში აგრძელებს - ჩვენება, რომელსაც წასვლამდე ქართველებისთვის მართავს
ნატალია სხვადასხვა ქვეყნებში ეცნობოდა წარმატებული ბრენდების განვითარების გზას, ასევე განათლება მიიღო მილანში მოდის და ხელოვნების ინსტიტუტ მარანგონში, პარალელურად მაია მოდის ინდუსტრიაში საქმიანობდა
მერსედეს ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში დიზაინერმა ამჯერადაც ტრადიციულად ფერადი კოლექცია წარმოადგინა. ანუკი არეშიძის გაზაფხული-ზაფხული 2019-ის ქალი განსაკუთრებით ბრჭყვიალა და ნათელია.
4 დღიანი მოდური დღეები კი ქეთი ჩხიკვაძის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებით დაიხურა. ამჯერად დასკვნით ღონისძიებას თანამედროვე მუზეუმმა უმასპინძლა. დიზაინერმა კი, წარმოდგენილი კოლექცია ბუნების დაცვის პოპულარიზაციას მიუძღვნა და ქსოვილების ფერებიც, ბუნებისა და ეკოლოგიის მიხედვით შეარჩია.
მოდა, რომელიც ვერ აღწევს ქუჩამდე, მოდა არ არის. ეს მოდის კერპის დიზაინერი კოკო შანელის სიტყვებია, რომელსაც მსოფლიოში არაერთი წამყვანი დიზაინერიც ეთანხმება. ბუნებრივია, რომ მსოფლიოს არც საქართველო ჩამოუვარდება და ნიუ იორკის ფეშენ ვიკის შემდეგ თბილისის ჯერიც დადგა.