თბილისის ჯაზ ფესტივალმა 20 წლის იუბილე ლეგენდარულ ჯაზმნებთან ერთად აღნიშნა

0
2528

უკვე დიდი ხანია, საქართველო ჯაზის რუკაზე დიდი ასოებით მოინიშნა. ეგრეთწოდებული „ამერიკული კლასიკური მუსიკა“ ჩვენს ქვეყანაში 20 წელია „თბილისის ჯაზ ფესტივალის“ მეშვეობით ჟღერს. ლიზა სტენფილდი, ჩარლს ლოიდი, ელ ჯერუ, მეისი გრეი და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენი ლეგენდა ესტუმრა საქართველოს და რამდენ ადამიანს აუხდინა ოცნება ამ ოცი წლის განმავლობაში ჯაზ ფესტივალმა. პირველად ფესტივალს თბილისმა ჯერ კიდევ 1978 წელს უმასპინძლა. საბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც მსგავსი ტიპის მასშტაბურ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ თბილისი დღემდე რჩება მსოფლიო დონის ჯაზ შემსრულებლების შეკრების უცვლელ ადგილად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here