საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოფენა სახელწოდებით, „მოითხოვეთ ყველგან“ მოაწყო

0
1595

სასმელების მეტოქე ვარ ღვინის, ლუდის, წყლის და რძისა – ხილეულთა ესენცია – მიტროფანე ლაღიძისა. გემოცა მაქვს, სუნიცა მაქვს, გთხოვთ ორივე გამისინჯოთ, თორემ ისე რად მინდიხართ მოხვიდეთ და გადიბრინჯოთ. ალბათ, გეცნოთ, ეს აკაკი წერეთლის ლექსია, რომელიც 1900 წელს საუკუნოვან გემოს, „ლაღიძის წყლებს“ მიუძღვნა. ისტორია 1883 წელს იწყება, როდესაც 14 წლის მიტროფანე ლაღიძემ უარი თქვა ფარმაცევტობაზე და შეისწავლა უალკოჰოლო სასმელების წარმოების მეთოდი, 1887 წელს კი მიტროფანემ შექმნა ლიმონათის უნიკალური რეცეპტი. რუსთაველის 24 ნომერში 1906 წელს საქართველოს სავიზიტო ბარათი, „ლაღიძის წყლები“ გაიხსნა. ადგილი, რომელსაც თურმე ხშირად სტუმრობდნენ აკაკი წერეთელი და ილია ჭავჭავაძე. ეს საუკუნოვანი გემო მალევე იქცა ხელოვანების ერთ-ერთ მთავარ შეკრების ადგილად, მისი დაგემოვნება კი ერთგვარი რიტუალი გახდა თითოეული თბილისელისათვის თუ ქალაქში ჩამოსული სტუმრისთვის. დღეს „ლაღიძის წყლები“ ქართული კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლს წარმოადგენს. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა კი გამოფენა სახელწოდებით, „მოითხოვეთ ყველგან“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მოაწყო და „ლაღიძის წყლების“ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here