რონიკოს ახალი ფილიალი და საგაზაფხულო კოლექციის პრეზენტაცია

0
2935

„რონიკოს“ ახალი ფილიალის გახსნის ცერემონიას კომპანიის თანამშრომლები, ფილიალების მენეჯერები და ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე საგაზაფხულო კოლექციების ჩვენება-პრეზენტაცია გაიმართა ისეთი ბრენდების, როგორებიცაა George Piralli და Roli. ოპტიკური კომპანია „რონიკო“ უკვე 23 წლისაა. ამ ხნის მანძილზე ის მომხმარებლის კეთილგანწყობითა და ნდობით სარგებლობს. კომპანია თავის უმნიშვნელოვანეს მისიად მიიჩნევს მომხმარებლებისთვის ოპტიკური ინდუსტრიის სიახლეებისა და მიღწევების შეთავაზებას, რაც მათ ეხმარება გაიუმჯობესონ მხედველობა და შეარჩიონ მზისგან დამცავი შესაფერისი სათვალე.
შეგახსენებთ, რომ რონიკოში ყველაფერი ერთ სივრცეშია: ადგილზე ხდება მხედველობის დიაგნოსტიკა, რეცეპტის შედგენა და სასურველი ჩარჩოსა და სასათვალე ლინზის შერჩევა. ასეთი კომპლექსური მომსახურებით მომხმარებელი ზოგავს დროს, ენერგიასა და ხარჯებს. უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და მომხმარებლის მოთხოვნათა დაკმაყოფილება – ეს რონიკოს ხელწერაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here