რიგით მე-5 მერსედეს ბენც მოდის კვირეული გრანდიოზული პერფომანსით დაიხურა

რიგით მე-5 მერსედეს ბენც მოდის კვირეული გრანდიოზული პერფომანსით დაიხურა

ფეშენური დღეები დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მერსედეს ბენც მოდის კვირეული 6 თვით დაგვემშვიდობა. გასული 5 დღის განმავლობაში თბილისში, როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა დიზანერებმა 2018/19 წლების შემოდგომა ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს.
რიგით მე-5 დღეს სალომე ღვინიაშვილმა თავისი კოლექცია წარმოადგინა. კვირეულის სტუმრებმა კი ნამდვილი პერფორმანსი იხილეს. პოდიუმზე დამსწრე საზოგადოების წინაშე მოცეკვავე სალომე ჭაჭუა წარსდგა, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა. სექსუალურ კოსტიუმში კი, როგორც ჩანს, თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. რაც შეეხება კოლექციას, სამოსი საკმაოდ ქალური იყო, დომინანტი ფერი კი შავი გახლდათ, როგორც დიზაინერმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ჩვენს რეალობაში ქალბატონები ჩაცმის სტილით ძალიან დაემსგავსნენ მამაკაცებს, ამიტომაც ის შეეცადა, რომ კოლექციაში ქალურობა შეენარჩუნებინა.

May 8, 2018 / 7:35 pm

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

15 წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი „არტგენი“ დასრულდა

ორგანიზატორები გვპირდებიან, მომავალი წელი ბევრი სიურპრიზებით და საინტერესო კოლაბორაციებით იქნება სავსე. ბოლოს კი გეტყვით, რომ „არტ გენი“ 2004 წელს დაფუძნდა და ამ დროის განმავლობაში, ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა.

მოდის კვირეულის რიგით მე-4 დღე: ცნობილი სახეები წარმატებული დიზაინერების სამოსში და პოდიუმზე

მსოფლიო მოდა მუდამ ახლის ძიებაშია, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მსოფლიოს მასშტაბით მოდის ჩვენებები ტარდება, სადაც დამწყები თუ უკვე პროფესიონალი დიზაინერები და მოდელები ახალი სტილის ნამუშევრებით ფართო საზოგადოების წინაშე იწონებენ თავს

თაკო ნაცვლიშვილი ქართულ პოდიუმზე და ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე დათუნა სულიკაშვილის სამოსში

საქართველოში სამოცზე მეტი საერთაშორისო სტუმარი იმყოფება. მათ შორის, იტალიური ვოგის რედაქტორი, სარა სოზანი მაინო და პიტი უომოს წარმომადგენელი, ლაპო ჩანკი. გეტყვით, რომ წელს ივნისში პიტი უომოს გამოფენა-გაყიდვას მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, სწორედ საქართველო და მერსედეს ბენც მოდის კვირეულის დიზაინერები უმასპინძლებენ.

თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალი დასრულდა

21 წლიანი ტრადიციის მქონე თბილისის ჯაზ-ფესტივალმა წელს მსოფილიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან ერთად პირველად აღნიშნა ჯაზის საერთაშორისო დღე. სწორედ 30 აპრილს იზეიმეს ქართველმა ჯაზ მოყვარულებმა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, შესანიშნავ მაილს ელექტრიკ ბენდთან და ლეგენდარულ რავი კოლტრეინთან ერთად.

“ანატოლიის ცეცხლი” – ცეცხლოვანი შოუ, სადაც მთავარი მოტივი სიყვარულია

კომპანია „SA Organization“-ის ორგანიზებით ლეგენდალურ მოცეკვავეთა ჯგუფი 16 დეკემბერს თბილისს ეწვია და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ცეცხლოვანი შოუ გამართა. ჯგუფმა საქართველოში საგასტროლო ტურნე ბათუმით დაიწყო და 14 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, ბათუმელი მაყურებლის წინაშე წასრდგა.

რეკლამა