ქართველი მეცო სოპრანო, ნინო სურგულაძე დღეს პიეტრო მასკანის ოპერის “სოფლის ღირსებაში” მიიღებს მონაწილეობას

0
1802

19 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პიეტრო მასკანის ოპერის „სოფლის ღირსების“ პრემიერა გაიმართება. საპრემიერო სპექტაკლები, ასევე, 20, 23 და 24 დეკემბერს შედგება. სპექტაკლებში მონაწილეობას ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი მიიღებს. ოპერის დამდგმელი რეჟისორი ვიქტორ გარსია სიერა გახლავთ, დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, სცენოგრაფია იტალო გარსის ეკუთვნის, ხოლო კოსტუმები მადრიდში, Peris costumes-ის სამკერვალოში დამზადდა. სპექტაკლში ქართველი მეცო სოპრანო, ნინო სურგულაძე იღებს მონაწილეობას, რომელიც სანტუცას პარტიას ჩვენს თეატრში პირველად ასრულებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here