ქართულ სამეფო ოჯახში ქორწილია. ქრისტინე ძიძიგურისა და იოანე ბაგრატიონის ჯვრისწერა საქართველოში

0
5

ეს არ არის კონკიას ამბავი, თუმცა ისტორია მაინც ზღაპარს ჰგავს. პრინცი ხუან იგივე იოანე ბაგრატიონი ესპანეთში გადასახლებული მუხრანელი ბაგრატიონების შთამომავალია. ის ირაკლი ბაგრატიონის შვილიშვილი და ბაგრატ ბაგრატიონის ვაჟია, რომელიც თავის მხრივ ესპანეთის სამეფო კარის წევრი და მეფე ხუან კარლოსის ახლო ნათესავია. რაც შეეხება პრინცის დედას: მარია დელ კარმენ დე ულუა სუელვესი, ასევე ესპანეთის სამეფო შტოს წარმომადგენელია. ერთ დღესაც იოანე ბაგრატიონმა საქართველოს უკეთ შეცნობა და მეგობრების გაჩენა გადაწყვიტა, მისმა მეგობრებმა კი ქართველ პრინცესას, ქრისტიან დიორის პარფიუმერული ხაზის ერთ-ერთ სახეს, ქრისტინე ძიძიგურს დააკავშირეს, რათა ის პრინცს მეგობრების და კონტაქტების შეძენაში დახმარებოდა. ახლო მეგობრობა კი როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება სიყვარულში გადაიზარდა. წყვილმა 4 წლის წინ ესპანეთის ქალაქ რონდაში ხელი მოაწერეს. ქართული ტრადიციული ჯვრისწერა კი მათი შეუღლებიდან 4 წლის შემდეგ მოხდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here